ინტერიერი

გასაჭიმი ჭერი ინტერიერში, მისი მრავალმხრივი გამოყენება და უპირატესობები

თანამედროვე დიზაინი ცდილობს ფუნქციასა და სიზუსტეს შორის ბალანსი იპოვოს. ამიტომ, დღეს ჩვენ გასაჭიმ ჭერზე ვისაუბრებთ.

2087

სახლის გარდაქმნა და ინტერიერის შეცვლა სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ჭერის დიზაინი ამ ინდუსტრიაში კი დიდ როლს თამაშობს. დღესდღეობით უამრავი საშუალებაა იმისათვის, რომ ის შემდეგ დონეზე ავიყვანოთ. თანამედროვე დიზაინი ცდილობს ფუნქციასა და სიზუსტეს შორის ბალანსი იპოვოს. ამიტომ, დღეს ჩვენ გასაჭიმ ჭერზე ვისაუბრებთ.

სახლის გარდაქმნა და ინტერიერის შეცვლა სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ჭერის დიზაინი ამ ინდუსტრიაში კი დიდ როლს თამაშობს. დღესდღეობით უამრავი საშუალებაა იმისათვის, რომ ის შემდეგ დონეზე ავიყვანოთ. თანამედროვე დიზაინი ცდილობს ფუნქციასა და სიზუსტეს შორის ბალანსი იპოვოს. ამიტომ, დღეს ჩვენ გასაჭიმ ჭერზე ვისაუბრებთ.

წყარო: archiexpo.com
წყარო: archiexpo.com

მაშ ასე, რა არის გასაჭიმი ჭერი? ეს უკანასკნელი საფრანგეთში გამოიგონეს, როგორც სივრცის გასაზრდელი საშუალება. თხელი დამცავი ნაწილი ან პლასტმასი გადაიკვრება ჭერზე და ქმნის არაჩვეულებრივ სანახაობას. ის ორი კომპონენტისგან შედგება: პერიმეტრის პროფილი და მცირე წონა. გაითვალისწინეთ, რომ გასაჭიმი ჭერები არ შეიცავს კადმიუმს (ამ უკანასკნელის ნაერთები ტოქსიკურია). ის ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა პოლიმერია. ეს კი გამორიცხავს საშიში ნივთიერებების არსებობას. რა არის გასაჭიმი ჭერის უპირატესობები ჩვეულებრივ ჭერთან შედარებით? ის წყალს არ ატარებს (ამიტომ არ შეგეშინდეთ წყლის ჩამოშვების). ასევე არ იბზარება და არ ხუნდება. მისი მოვლისთვის კი ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ მოგიწევთ, რადგან მტვერს არ იკრავს. გასაჭიმი ჭერი ნებისმიერი ტიპის განათების ჩამონტაჟების საშუალებას იძლევა. მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი. გასაჭიმი ჭერის სისტემა შეიძლება გამოიყენოთ ჭერის დეკორად, კედლის მოპირკეთებისთვის, ცვალებადი პანელისთვის, კრეატიული 3D სტრუქტურისთვის. ჭერის ეს ტიპი, ნებისმიერ ჭერზე შეიძლება მოთავსდეს. შედეგით კი არა მარტო თქვენ, არამედ სტუმრებიც გაოცდებიან და აღფრთოვანდებიან. აი, რა კრეატიული იდეები შეგიძლიათ განახორციელოთ გასაჭიმი ჭერის საშუალებით: მეცნიერები თვლიან, რომ არსებობს კავშირი ჩვენს ხასიათსა და ამინდს შორის. მზე კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ადამიანის განწყობის შექმნაში. გასაჭიმი ჭერის ვიზუალის შექმნისას, ზუსტად ეს იდეაა ყველაზე პოპულარული. მათთვის, ვინც კორპუსის ბინებში ცხოვრობს და ცის ხილვადობაზე თვალი ნაკლებად „მიუწვდებათ“, ღრუბლებით სავსე ცის გასაჭიმი ჭერი არაჩვეულებრივი იქნება.

თუ ბავშვები გყავთ, ვარსკვლავიანი, ღამის ცის გასაჭიმი ჭერი, მათთვის ინსპირაციის წყარო გახდება. ამ იდეის განხორციელება საბავშვო ოთახში შეგიძლიათ. ამით ოთახს შარმს და ინტერესს შემატებთ. როცა ბავშვი დაიძინებს და შუქს ჩააქრობთ, გასაჭიმი ჭერი ლამაზი ფონის „სამსახურს გაგიწევთ“. 3)

წყარო: stretch-ceilings.net
წყარო: stretch-ceilings.net

ჭერის ეს სახეობა დიზაინერების მიერ გამოიყენება ფერების შეერთებისთვის, კედელსა და ჭერს შორის დიზაინისთვის. მრავალდონიანი კედლის გამოყენებით, მაცხოვრებლები თავიანთ გასაჭიმ ჭერს იმ ფერისას აკეთებენ, რა ფერისაც თავად კედელია, კედლის ვიზუალური ესთეტიკა ამ მხრივ გრძელდება. გასაჭიმი ჭერი ოპტიკური ილუზიისთვის არაჩვეულებრივია. თუ გსურთ თქვენი ბინის სივრცე 3D სტრუქტურის იყოს ან ნებისმიერი ვიზუალი რეალურს ჰგავდეს, გასაჭიმ ჭერს ამ ვარიანტის სრულყოფილად შემოთავაზება შეუძლია.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.

1783
ნახე მეტი
ინტერიერი

რა არის ფენ შუი და როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა ჩვენი სახლის მოსაწყობად

რა არის ფენ შუი? საიდან მოდის და რას გულისხმობს ფენ შუის ტექნიკა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ

2459
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575