ინტერიერი

იაპონური სტილი ინტერიერის დიზაინში - სიახლე, რომლისკენაც ისწრაფოდა ევროპა!

აღმოსავლური, განსაკუთრებით იაპონური კულტურის როლი განუზომელია თანამედროვე არქიტექტურაში. იაპონური სტილი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ჩვენი საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მისი ტრადიციებისგანაა ინსპირირებული.

1525

აღმოსავლური, განსაკუთრებით იაპონური კულტურის როლი განუზომელია თანამედროვე არქიტექტურაში. ინდუსტრიალიზაციის შემდგომ, შემოქმედებმა ყველა სფეროში გაიაზრეს ახალი ხელოვნების საჭიროება. არქიტექტურას „ახალ რელსებზე“ გადაწყობა (მის შემთხვევაში ორნამენტისგან გათავისუფლება), შედარებით გაუჭირდა რიგი მიზეზების გამო: მოგეხსენებათ იდეიდან მოცულობამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი. სწორედ ამ პერიოდში, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს აღმოსავლური კულტურისგან იდეების სესხება და იაპონური სივრცე ერთგვარ „იდეების ბანკად“ აქციეს. ალბათ, იმიტომ, რომ დასავლელი ხელოვანები ძალიან ცუდად იცნობდნენ აღმოსავლურ ხელოვნებას, იაპონურ კულტურაში კი ყველაზე კარგად ჩანდა ჰარმონიის, სივრცით ტკბობისა და მინიმალიზმის იდეა. აღმოჩნდა, რომ ის სიახლე, რომლისკენაც ევროპა ისწრაფოდა, უკვე არსებობდა.

წყარო: Hiroshi Nakamura

ტრადიცია

იაპონური ფორმა თითქოს ისეთი აბსტრაქტული საგნების განსახიერებაა, როგორიცაა ტრადიცია და სიბრძნე. მათი ესთეტიკის იდეალები ტაოიზმისგან იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კულტურა ძალიან მრავალფეროვანია, გეგმარების იდეა ძირითადად უცვლელი და საერთოა: უბრალოება და მინიმალიზმი. სწორედ ტაოიზმისგან მომდინარეობს სიცარიელის ესთეტიკად ქცევის იდეაც. მარტივია: სილამაზე ჭერსა და იატაკს შორის მოქცეული სივრცის თავისუფლებაშია. ამ ტრადიციული ხედვის მიხედვით, განწყობა სივრცეში ფიზიკურად კი არ უნდა აისახოს, არამედ ადამიანში უნდა დარჩეს აბსტრაქციის სახით.

წყარო: Tree house in Kitakyushu

ინტერიერის დიზაინი

ტექნიკურად ინტერიერში სივრცით ტკბობის ესთეტიკა და ტაოიზმის იდეები ბუნებრივი მასალის გამოყენებით გამოიხატება: ხე, ბამბუკი, აბრეშუმი, ქვა, ქაღალდი. შესაბამისად ტონებიც ბუნებრივი მასალის ფერებში განიხილება, ძირითადად ეს ფერებია თეთრი, შავი, მათი ტონალობები, ყავისფერი, და ნაცრისფერი. თითქოს მოსაწყენად ჟღერს, თუმცა, იაპონელი ოსტატები ყოველთვის ახერხებდნენ გარემოსა და ინტერიერის იდეალური ბალანსის მიღწევას: ბუნებისგან საცხოვრებელი სივრცის შექმნას.

წყარო: Tree house in Kitakyushu

დეკორი იაპონური, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინისთვის უცხოა. ის არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკორი ბუნებრივი, მწვანე ცოცხალი ორგანიზმია. ესეც ბუნებასთან სიახლოვეს და სიმშვიდის მიღწევის სურვილს უნდა მივაწეროთ. ყველაზე საინტერესო მაინც იაპონური ინტერიერის მულტიფუნქციურობა გახლავთ. იაპონელები ძალიან კარგად ფლობენ სივრცეს, მოძრავი კედლების, კარებებისა და შოჯის საშუალებით. თითქოს ინტერიერში მყარი მხოლოდ ჭერისა და იატაკის სიბრტყეებია. შოჯი და დასაკეცი კედლები ძალიან პრაქტიკულია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მთლიანი სივრცის „დატეხვა“, ოთახებისა და სივრცის ცვლა ძალიან მარტივად შეგვიძლია.

წყარო: Corearchitect.co.uk

იაპონური სტილი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ჩვენი საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მისი ტრადიციებისგანაა ინსპირირებული. თავად იაპონიაში, ტრადიციას ფასი არასოდეს დაუკარგავს და არქიტექტორები მუდმივად ცდილობენ დააბალანსონ ტრადიცია და თანამედროვეობა, მიაღწიონ სივრცეში მომწყვდეულ სიმშვიდეს.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში

აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.

1823
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი ჩვენი პატარებისთვის? საინტერესო რჩევები დიზაინერებისგან

შვილის ყოლა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის მოწყობაა.

1737
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575