არქიტექტურა

გიგანტური ოქროს ჩარჩო დუბაიში უკვე გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა.

1848

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა. ეს უკანასკნელი კი რეკორდებს ხსნის და პლანეტის მასშტაბით უდიდეს ჩარჩოდ სახელდება.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა. ეს უკანასკნელი კი რეკორდებს ხსნის და პლანეტის მასშტაბით უდიდეს ჩარჩოდ სახელდება.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

150-მეტრიანი ჩარჩოს ფორმის ნაგებობაზაბილის პარკში დგას და დუბაის სწრაფვასა და მის მიღწევებს წარმოადგენს. ბრწყინვალე სტრუქტურა ოქროს პატერნითაა დაფარული. კონსტრუქცია ღამით ნათდება და მინის ქვედა სავალ ბილიკს ანათებს. სწორედ აქედან დუბაის ულამაზესი ხედები მოსჩანს. თუ მონუმენტის ერთი მხრიდან გაიხედავთ, თქვენ დაინახავთ ქალაქის ძველ ნაწილს, ხოლო მეორე მხრიდან - ბურჯ ხალიფას. ნაგებობამ, თავისთავად, სწრაფადვე მიიზიდა ადამიანების ყურადღება და ტურისტული ატრაქციადაც იქცა. ჩარჩოს პირველ სართულზე მუზეუმები და შადრევნებია განთავსებული. სულ რაღაც 10 ევროს საფასურის გადახდის შემდეგ, ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ საინტერესო გამოფენები, რომლებიც ემირატების ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

მიუხედავად იმისა, რომ 50-სართულიანი სიმაღლის სტრუქტურამ, ყველაზე დიდი ჩარჩოს ტიტული მოიპოვა, მისი არქიტექტორი სხვა წოდების დამატებასაც აპირებს. ის თვლის, რომ ეს არის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი მოპარული. 2008 წელს დუბაის მუნიციპალიტეტის მიერ საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ისინი ეძებდნენ საუკეთესო პროექტს, რომელიც ქალაქის ყველაზე ლამაზ და არაჩვეულებრივ ცათამბჯენს შექმნიდა. გამარჯვებული მექსიკელი არქიტექტორი ფერნანდო დონისი გახდა. ზუსტად მისი დიზაინი წარმოადგენდა ჩარჩოს ფორმის კონსტრუქციას. თუმცა, დროთა განმავლობაში, არქიტექტორი და დუბაის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა საკონტრაქტო პირობებზე ვერ შეთანხმდა. 2014 წელს კი მუნიციპალიტეტმა დონისის საავტორო უფლებები დაარღვია, შესაბამისად, არქიტექტორმა უკვე შეიტანა საჩივარი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების შესახებ.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

ჩარჩო კიდევ ერთი სიურეალისტური სილუეტია, რომელიც ქალაქის დატვირთულ და მასიურ არქიტექტურას შეემატა. ის კილომეტრების დაშორებითაც კი ჩანს. მართკუთხედის ფორმა მისი მასშტაბების სწორად აღქმას ართულებს. თუ ამ ნაგებობას ერთი კუთხიდან შეხედავთ, ის სარეკლამო დაფას მოგაგონებთ, მეორე მხრივ კი, ისეთი განცდა გაგიჩნდებათ, თითქოს ვეება ტრიუმფალურ თაღს უყურებდეთ. როგორც აღვნიშნეთ, შენობამ უკვე მოახერხა ადამიანების ყურადღების მიქცევა და ეს ადგილი სელფების გადაღებისთვის პოპულარულ ტურისტულ დესტინაციად იქცა. აქვე, აქ მოსახვედრად, რამდენიმე წინაპირობა და აკრძალვა არსებობს. მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ იქონიოთ საჭმელი, სათამაშოები ან ბასრი ნივთები. აქ ცხოველები არ დაიშვებიან, მოწევა და „უპატივცემულო“ ჩაცმულობა კი აკრძალულია.

წყარო: www.dezeen.com
წყარო: www.dezeen.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

სტუდენტური საცხოვრებლების გამორჩეული არქიტექტურა და შთამბეჭდავი, ფუნქციური დიზაინი

თუ კამპუსი ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე.

1483
ნახე მეტი
არქიტექტურა

შთამბეჭდავი თანამედროვე სკულპტურები მსოფლიოს გარშემო

ჩვენი ქალაქები სავსეა მომნუსხველი მონუმენტებით, სკულპტურებით და ძეგლებით, რომლეიც თავის სათქმელს გადმოსცემენ.

1582
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575