არქიტექტურა

ზამთრის კურორტების არქიტექტურა, ხის კოტეჯები და მათი წარმოშობის ისტორია

ზამთრის კურორტების არქიტექტურა შესანიშნავია, მაგრამ ის კლიშეების გარეშე არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ბოლოდროინდელი ტრენდი ეკლექტური არქიტექტურისკენაა მიმართული.

2205

ზამთრის კურორტების არქიტექტურა შესანიშნავია, მაგრამ ის კლიშეების გარეშე არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ბოლოდროინდელი ტრენდი ეკლექტური, თანამედროვე არქიტექტურისკენაა მიმართული, მთიან ქვეყნებში ეს კლიშეები გარკვეულ პროგნოზირებას უზრუნველყოფენ. ამ არქიტექტურული ტრადიციების გარეშე, ალბათ, მთის კურორტები ნაკლებად მრავალფეროვანი იქნებოდა. დღეს ჩვენ, ზამთრის კურორტებისთვის დამახასიათებელ სახლის ტიპზე- ხის კოტეჯზე ვისაუბრებთ. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის და უბრალოების სიმბოლო, ხის კოტეჯი 1970 წლამდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეს მანამ, სანამ გარემოს დამცველები სტილის გამოცოცხლების ბუნებრივ მატერიალებზე დაინტერესდებოდნენ. სათხილამურო ქალაქებში ხის კოტეჯი პოპულარული 1980-იან წლებში გახდა, ამერიკა კი 1990-იან წლებში დაიპყრო. ერთი და ორ ოთახიანი სახლები წარსულს ჩაბარდა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ხის კოტეჯი უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით ისინი მასიური, მდიდრული და დიდი სახლებია, რომელშიც შეხვდებით უზარმაზარ ქვებს, ორსართულიან ბუხრებს, ფართო მორებსა და წყაროსაც კი.

წყარო: ski.curbed.com
წყარო: ski.curbed.com

ხის კოტეჯებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ. ხის კონსტრუქცია, რომაელმა არქიტექტორმა, ვიტრუვიუს პოლიომ თავის არქიტექტურულ ნაშრომში „De Architectura“ აღწერა. ის აღნიშნავდა, რომ პონტოში საცხოვრებლებს შემდეგი წესით აგებდნენ: მორებს ჰორიზონტალურად ერთმანეთზე აწყობდნენ და ღრიჭოებს ნახერხითა და მტვრით ავსებდნენ. ისტორიულად ხის კონსტრუქციას ფესვები სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში აქვს გადგმული, თუმცა მათი კონკრეტული წარმომავლობა დაუზუსტებელია. ვარაუდობენ, რომ პირველი ხის სტრუქტურა აღმოსავლეთ ევროპაში, ბრინჯაოს ხანაში აშენდა. შუა ხანებში კი ხის კონსტრუქციები მოძრავ ქონებად ითვლებოდა. რაც შეეხება პირველ ხის კოტეჯს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის პირველად ახალმოსახლეებმა 1638 წელს ააშენეს. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ პირველი ხის კოტეჯი ჩრდილოეთ ამერიკაში Nya Sverige-ს (ახალი შვედეთი) შვედური კოლონიის მიერ აშენდა. კოლონისტები ძირითადად ტყეში მცხოვრები, ფინელები იყვნენ. (იმ დროს ფინეთი შვედეთის ნაწილი იყო). მათ, სწრაფად და მარტივად განავითარეს ამ სახის კონსტრუქციის ტექნიკა და განავრცეს კიდეც. მოგვიანებით გერმანელი და უკრაინელი იმიგრანტები ზუსტად ამ ტექნიკას იყენებდნენ ხოლმე.

წყარო: Wideopenspaces.com
წყარო: Wideopenspaces.com

დღესდღეობით, ამერიკული ზამთრის კურორტები ხის კოტეჯებით იწონებენ თავს. ამას კი ცალკე ისტორია აქვს, რომლის ფესვები აპალაჩებში გვხვდება. ამ უკანასკნელს გერმანული და სკანდინავიური ტრადიციების გავლენა ეტყობა. ქვის წყობა შვედურ-ირლანდიურ სტილს მოგაგონებთ, დიზაინი კი - ინგლისურს. ამ დროს გამოიყენებდნენ მუხის, წაბლის, ნაძვისა და ხვალოს ხეებს. ქოხების სტრუქტურა შემუშავებული იყო მწერების რაოდენობისა და ამინდის გათვალისწინებით. ღრიჭოებს ავსებდნენ თიხისა და ტალახის მიქსტურით. დიდი ადგილები კი ქვებით ან ექსტრა-ხეებით იყო დაფარული. ეს პროცესით შენება ძველი კოტეჯებისთვისაა დამახასიათებელი, რაც მათ თავის მხრივ უნიკალურს ხდის. თანამედროვე სტრუქტურა ამას ხერხს, იშვიათად თუ გამოიყენებს ხოლმე. არსებობს ასეთი წიგნი: „ხის სტრუქტურის ისტორიული მოკვლევა სამხრეთ აპალაჩებში“, რომლის მიხედვით პირველი ზამთრის კოტეჯები იყო დროებითი, ერთოთახიანი სტრუქტურით შემუშავებული. ნელ-ნელა მათი ზომა გაიზარდა, ჯერ ოროთახიანი გახდა. აქ ორი ოთახი გაყოფილი იყო მისაღებით და კიბით. დღესდღეობით კი ზამთრის კურორტებზე არსებული ხის კოტეჯები ნაკლებად თუ ჰგავს თავიანთ წინაპარს. ისინი წარმოგვიდგება დიდ, გლამურულ, ფართო, მდიდრულ სახლებად. აღსანიშნავია კოლორადოს შტატში მდებარე ხის კოტეჯი „ჰალა რანჩო“, რომელიც მთელს ამერიკაში, ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ ადგილად არის დასახელებული.

წყარო: Pinterest.com
წყარო: Pinterest.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ალგორითმებით შემუშავებული შთამბეჭდავი ელბფილარმონია ჰამბურგში

ელბფილარმონიის შენობის კომპლექსი მოიცავს: ფილარმონიის დარბაზს, კამერული მუსიკის დარბაზს, რესტორნებს, ბარებს, პანორამულ ტერასას, საიდანაც ჰამბურგის ულამაზესი ხედები ჩანს, ბინებს, სასტუმროსა და ავტოსადგომს.

1460
ნახე მეტი
არქიტექტურა

გიგანტური ოქროს ჩარჩო დუბაიში უკვე გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და ყველაზე გრძელი მეტროს სისტემა დუბაის ეკუთვნის. ამ ყველაფერს კი, 2018 წლის პირველ იანვარს, უზარმაზარი ჩარჩოს ფორმის ღირშესანიშნაობაც დაემატა.

1756
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575