საცხოვრებელი გარემო

როგორ ახარისხებენ ნაგავს მსოფლიოში და რამდენად ეფექტურია ეს პროცესი?

ნაგვის დახარისხება ის პროცესია, რომელიც ნარჩენებს სხვადასხვა სახით ანაწილებს. ნაგვის შეგროვება და შემდეგ მათი დანაწილება ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ნარჩენების შერწყმა, შემდგომ კი, გარემოს დაბინძურება.

3948

ნაგვის დახარისხება ის პროცესია, რომელიც ნარჩენებს სხვადასხვა სახით ანაწილებს. ნაგვის შეგროვება და შემდეგ მათი დანაწილება ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის ნარჩენების შერწყმა, შემდგომ კი, გარემოს დაბინძურება. ასევე ეს საქმიანობა იდეალურად ემსახურება ნაგავსაყრელებში ნარჩენების დაწვის შემცირებას. ამით კი, თავისთავად, გარემო მავნე ნივთიერებებისგან აღარ ბინძურდება. ნარჩენების ხელით დანაწილება ნაგვის განცალკევების ისტორიაში პირველი მეთოდია. ნარჩენების სეგრეგაცია, უპირველეს ყოვლისა, მშრალი და სველი ნაგვის დახარისხებას გულისხმობს. მშრალი ნაგავი შეიცავს ხისგან, მეტალისა და მინისგან დამზადებულ პროდუქტებს. სველი ნაგავი კი, როგორც წესი, ორგანულ ნარჩენებს ეხება. ნაგვის დანაწილებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: წარმოება, რომელსაც აქვს ნარჩენების ტრანსფორმაციისა და მათი ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა, განვითარებული ტექნოლოგიები და დამუშავების პროცესები, რეციკლირებადი მასალების მქონე მრეწველობის არსებობა.

წყარო: www.portugalresident.com
წყარო: www.portugalresident.com

იმ ქვეყნებში, სადაც ნარჩენების დახარისხება ხდება, სხვადასხვა ფერის ნაგვის კონტეინერები არსებობს. მწვანე შუშის ბოთლებისა და ჭიქებისთვის არის განკუთვნილი, ლურჯი - გაზეთებისთვის, ჟურნალებისა და სხვა ბეჭდური გამოცემებისთვის, ყვითელი - მუყაოს პაკეტებისთვის, შავი - ორგანული და საკვების ნარჩენებისთვის, ყავისფერი - საშიში ნარჩენებისთვის (ბატარეებისთვის), წითელი - გადაუმუშავებული ნარჩენებისთვის, ოქროსფერი - პლასტმასის ბოთლებისა და მათი შეფუთვისთვის.

წყარო: www.baslowvillagee.com
წყარო: www.baslowvillagee.com

ნაგვის გადამუშავების მხრივ, ავსტრია მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ ქვეყანას ნაგავსაყრელებიდან ნარჩენების გადატანის ხანგრძლივი ისტორია აქვს. გარდა ამისა, ავსტრიის კონსტიტუციის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენები ფედერალურ და პროვინციულ მთავრობებს შორის იყოფა. ასევე არსებობს 2002 წელს შემუშავებული აქტი, რომელიც ნარჩენების მართვას განკარგავს. გერმანია ავსტრიას არ ჩამორჩება. აქ ნაგავსაყრელიდან ნარჩენების 62 პროცენტი მუშავდება. ამ მოწინავე ქვეყნებს ტაივანიც ფეხს უწყობს, რის შედეგადაც ნაგვის გადამუშავება 60 პროცენტს შეადგენს. მას მოსდევს სინგაპური - 59 პროცენტი, სამხრეთ კორეა - 49 პროცენტი, დიდი ბრიტანეთი - 39 პროცენტი, იტალია - 36 პროცენტი და საფრანგეთი - 35 პროცენტი. ნაგვის გადამუშავების ალტერნატიული მიდგომა კი ეგვიპტეში გვხვდება. მაგალითად, კაიროში თქვენ „ნაგვის ადამიანებს“ შეხვდებით. ისინი ურბანულ ნარჩენებს აგროვებენ, ანაწილებენ და გარდაქმნიან. ამ სისტემას ოფიციალური და თანამედროვე გადამუშავების აღჭურვილობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ნაგვის 80 პროცენტი რეციკლირებულია. ანალოგიურად გადამუშავების დონე ბრაზილიაშიც მაღალია. ქვეყანამ 2014 წელს ალუმინის გადამუშავებაში რეკორდი მოხსნა.

წყარო: www.clipart-library.com
წყარო: www.clipart-library.com
ნაგვის გამოყოფის ხარისხი მონაწილეთა საქმიანობაზეა დამოკიდებული. მისი განცალკევება თითოეული მოქალაქის პასუხისგებმლობაა. ამ საკითხში ცნობიერების ამაღლება ხელს უწყობს ნაგვის სწორად განაწილებისა და გადამუშავების ეფექტურობას. 

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ჰაი ლაინ მოძრაობა და ურბანული გამწვანების აუცილებლობა

სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ

1365
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

დაბინძურებული გარემოს გავლენა ცხოველებზე - პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ!

ყოველდღიურად ათასობით ცხოველი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გარემოს შეუწყვეტლად აბინძურებენ.

2581
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575