გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში
გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.
გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე. რეალურად, ეს უკანასკნელი არქიტექტურული სტილია, რომელიც შუა საუკუნეებში წარმოიშვა. პირველად ის 1150 წელს გამოჩნდა და ცნობილი იყო, როგორც „ფრანგული სტილი“. გოთიკური სტილის ბევრი დიდებული მაგალითის პოვნა დიდ ბრიტანეთსა და პარიზში შეგიძლიათ. ის იმდენად ლამაზი და კომპლექსურია, რომ დღევანდელობაში მრავალი დიზაინერი მას სახლის ინტერიერის მოსაწყობად იყენებს ხოლმე. მოდერნული გოთიკური ინტერიერი თავისი ელეგანტურობითა და რთული კონცეპტით გამოირჩევა. როცა ვიქტორიანულ გოთიკურ სტილს წარმოიდგენთ, მუქი, დაღვრემილი ოთახების ნაცვლად, შთამბეჭდავად დეკორირებული, ძველი ეკლესიები გაიხსენეთ. გოთიკური დიზაინი ვერტიკალური სტილია, რომელშიც სინათლე დიდ როლს თამაშობს.

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს სახლში გოთიკური ინტერიერის დიზაინი შექმნათ, არ შეგეშინდეთ იყოთ დრამატულიც და ამავდროულად - ელეგანტურიც. დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის მოკრძალებული ან მარტივი დიზაინი და გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ქსოვილები. მაგარი, ორნამენტული, ხის ავეჯი გოთიკური სტილისთვის დამახასიათებელია. არ დაგავიწყდეთ ბევრი დეკორატიული დეტალის შეძენაც. ეს უკანასკნელი ორნამენტული უნდა იყოს. ძირითადად შეარჩიეთ რკინის, მეტალის, ხის ან ქვის დეკორაციები. ამის ყველაზე კარგი მაგალითებია: კერამიკული ჭურჭელი, ხის შანდლები და ნაჭედი რკინისგან დამზადებული სანათურები. გოთიკური ავეჯი დამზადებულია მძიმე, გამძლე მუხისგან. თაღოვანი კაბინეტები, სპირალური სკამები და მუქი ქსოვილებისგან დამზადებული გადასაკრავები - გოთიკურ სტილში ჯდება.
თუ გსურთ, რომ სახლში ნამდვილი გოთიკური ატმოსფერო შექმნათ, შეიძინეთ ბევრი შპალერი. ეს უკანასკნელი, უმჯობესია, ორნამენტული, ჩუქურთმიანი დიზაინის იყოს. გოთიკური ფერები დიდებული არქიტექტურისა და მძიმე ავეჯის შესაბამისია: მუქი და მდრიდრული. იასამნისფერის, შავის, ტყის მწვანის, ზურმუხტისფერის, ოქროსფერის, ლალისფერის, ოკეანისფერის მუქი ვარიანტი - აი, რა ფერები დაგჭირდებათ თქვენი სახლისთვის. გამოიყენეთ შავი ზომიერად, კონცეტრირდით მდიდარ, დრამატულ ფერებზე. გოთიკურ კედლებს ყვავილებისა და სიმწვანის პატერნები ფარავს. ტრაფარეტული დიზაინის, ჰერალდიკური სიმბოლოებისა და პოპულარული ტრომპლოის 3D დიზაინის ტანდემი, გოთიკური ოთახებისთვის მეტად გავრცელებული რამ არის. გოთიკური ინტერიერის დიზაინერები კედლებს ბრტყელი ფერებით ღებავენ, ამით ქვის ზედაპირის სიმულირებას აკეთებენ. პოპულარულია კედლების გობელენებით დაფარვა. ვიტრაჟით მორთული ფანჯრები ხშირად რკინის ან კალისგანაა დამზადებული, რომლებთანაც დიდ სანთლებს შეხვდებით ხოლმე.
რაც შეეხება ქსოვილს, გირჩევთ, აირჩიოთ აბრეშუმის ან ხავერდის მატერიები. გაითვალისწინეთ მათი ტექსტურა და ნიმუში. ხავერდი უხდება ფარდებს ან მოდერნისტულ გოთიკური ავეჯის საფარს. აბრეშუმი კი არაჩვეულებრივია საწოლის თეთრეულისა და ბალიშებისთვის. შეგიძლიათ თქვენს გოთიკურ ოთახს სხვადასხვა სტილის ნიმუშები დაამატოთ. ქსოვილები, ტექსტურა, მდიდარი ფერები, მუქი შპალერი, მძიმე ფარდები, დრამატული ფანჯრები და არქიტექტურა - ეს ყველაფერი თქვენს სახლს გოთიკური სტილის ულამაზეს ადგილად გადააქცევს.
ჩვენ გირჩევთ
შეარჩიეთ თაროები სახლისთვის, დიზაინერების რჩევების მიხედვით
თუ გსურთ, რომ ეს ცარიელი სივრცე არამხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურიც იყოს, მაშინ დროა თაროების შექმნაზე დაფიქრდეთ.
ნაცრისფერი საძინებელი - თანამედროვე ტრენდი დიზაინერებისგან
გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7