თანამედროვე კაბინეტი, როგორც კომფორტისა და სტილის ტანდემი თქვენს ბინაში
რაც უფრო მეტად იმატებს ფრილანსერების რაოდენობა, მით უფრო იზრდება სურვილი სამუშაო ოთახების კრეატიულ ინტერიერზე.
რაც უფრო მეტად იმატებს ფრილანსერების რაოდენობა, მით უფრო იზრდება სურვილი სამუშაო ოთახების კრეატიულ ინტერიერზე. ამჟამად სამუშაო კაბინეტი არ არის მხოლოდ მაგიდა და სკამი, რომელზეც ადამიანი ლეპტოპთან ერთად ზის და მუშაობს. ჩვენ კომფორტისა და სტილის ტანდემს ვეძებთ და ამავდროულად, ეს ყველაფერი თანამედროვე ტენდენციებს უნდა პასუხობდეს. მინიმალისტური სტილის მიხედვით, ერთ დროს, სამუშაო ოთახი გადატვირთული იყო ფურცლებითა და ზედმეტი ავეჯით. დღესდღეობით კი საწინააღმდეგოს ვხედავთ: თანამედროვე სამუშაო ოთახები მოიცავს მხოლოდ მნიშვნელოვან ნივთებს, როგორებიცაა უკაბელო პრინტერი, კომპაქტური ავეჯი და სამუშაო კომპიუტერი.
რაც უფრო მეტად იმატებს ფრილანსერების რაოდენობა, მით უფრო იზრდება სურვილი სამუშაო ოთახების კრეატიულ ინტერიერზე. ამჟამად სამუშაო კაბინეტი არ არის მხოლოდ მაგიდა და სკამი, რომელზეც ადამიანი ლეპტოპთან ერთად ზის და მუშაობს. ჩვენ კომფორტისა და სტილის ტანდემს ვეძებთ და ამავდროულად, ეს ყველაფერი თანამედროვე ტენდენციებს უნდა პასუხობდეს. მინიმალისტური სტილის მიხედვით, ერთ დროს, სამუშაო ოთახი გადატვირთული იყო ფურცლებითა და ზედმეტი ავეჯით. დღესდღეობით კი საწინააღმდეგოს ვხედავთ: თანამედროვე სამუშაო ოთახები მოიცავს მხოლოდ მნიშვნელოვან ნივთებს, როგორებიცაა უკაბელო პრინტერი, კომპაქტური ავეჯი და სამუშაო კომპიუტერი.
კომპლექსური გადაწყვეტილება იქნება, თუ თქვენ არასამუშაო და სამუშაო ოთახებს დაახლოვებთ. ეს ზუსტად იმ ადამიანებისთვის იქნება საუკეთესო, რომლებსაც სურთ პირადი და პროფესიული ცხოვრება დიდად არ იყოს ერთმანეთისგან დაშორებული. დიზაინერები ფიქრობენ, რომ საინტერესოა ისეთი სამუშაო ოთახის შექმნა, რომელიც სამზარეულოდან კაბინეტამდე იქნება გადაჭიმული. ეს უნიკალური აზრი, რომელიც სამუშაოს და სახლს აკავშირებს, თანამედროვე ტექნოლოგიური კულტურის მიერ შემუშავდა. მთავარი მიზანი არის ის, რომ წყნარი სამუშაო გარემო შეიქმნათ, რომელიც არ დაგღლით და დასვენებასაც შეძლებთ. არის კიდევ ერთი ახალი ტრენდი, რომელიც ზემოთ ხსენებულისგან საერთოდ განსხვავდება. ეს სარდაფში ან სხვენში ოფისის მოწყობაა. მსგავსი იდეა საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლი პატარაა და სურთ პირადი და ბიზნეს ცხოვრება განცალკევებით ჰქონდეთ.
რაც შეეხება, სამუშაო ოთახის ინტერიერის დიზაინს, დღესდღეობით პოპულარობას ბუნებრივი საგნები ინარჩუნებს. ისინი წარმატებით გამოიყენება ავეჯის წარმოებასა და დეკორის ელემენტების შექმნაში. ამ სეზონის მოდური ტრენდებია: ბუნებრივი მოტივები, ფერის სიმდიდრე, ბევრი სარკე და შუქი. ასევე ხე, ბუნებრივი ქვები და ნიჟარები, რომლებიც ჰარმონიულ და საინტერესო ატმოსფეროს ქმნიან. ოფისის ავეჯი, პირველ რიგში, პრაქტიკული, ელასტიკური და ფუნქციური უნდა იყოს. ამ ყველა მოთხოვნას ბუნებრივი ხისგან დამზადებული ავეჯი აკმაყოფილეს. აუცილებლად დაგჭირდებათ მყუდრო დივანი და მოდური, ელეგანტური სკამი. როგორც წინა სეზონებში, ჩაშენებული ავეჯი ახლაც პოპულარულია. კომფორტული კარადა-კუპე და ტევადი თაროები კი თავიანთ პოზიციებს არ თმობენ. ოფისში სივრცის დასაზოგად, ისინი საუკეთესოა. კვლავ მოდურია დიდი სარკეები, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა ოთახის ვიზუალური გაფართოებისთვის. დივანის ზემოთ ბევრი, სხვადასხვა ფორმის სარკე დაკიდეთ. ისინი ოთახს გაანათებს, სხვადასხვა ფორმა კი კედელს გაალამაზებს. სეზონის მთავარი ტრენდია - არაჩვეულებრივი განათება, რომელიც ყველგან უნდა იყოს, იატაკზეც კი. ინტერიერში შემდეგი ფერების გამოყენებაა მოდური: ყვითელის, ცისფრისა და მწვანეს ნათელი ტონები, ქარვისფერი, ასევე იასამნისფერი და ზურმუხტისფერი. ბევრი მათგანი სამუშაო კაბინეტის ინტერიერში არაჩვეულებრივად ჯდება.
დიზაინერები გვირჩევენ, რომ დეკორის ელემენტები ჩვენივე ხელით შევქმნათ. ასევე სასურველია, თუ თქვენს სამუშაო ოთახს სახლის მცენარეებით გაამდიდრებთ. რაც უფრო მეტი მცენარე გექნებათ, მით უკეთესი. მცენარეები თქვენს სამუშაო კაბინეტს სიცოცხლეს შთაბერავს.
ჩვენ გირჩევთ
ბუნებრივი და ხელოვნური განათების როლი არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში
განათება, სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ნამდვილი ოსტატები დღესაც ცდილობენ სხივი მატერიად აქციონ და საკრალური როლი დაუბრუნონ მას. ბუნებრივია, რომ ეს ყველაზე კარგად საკულტო არქიტექტურაში ჩანს.
როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?
საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ოთახია ჩვენს სახლში. დიზაინერების თანამედროვე ხედვა კი ამ ოთახის მაქსიმალურ კომფორტულ ადგილად გადაქცევას ემხრობა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7