გრაფიტი და ინსტალაციები ინტერიერში - თანამედროვე ხელოვნება თქვენს საცხოვრებელ გარემოში
ღირებულებების ცვლასთან ერთად ხელოვნებაც იცვლება. თანამედროვე ხელოვნება ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რაც ყველა სტილთან კარგად ინტეგრირების საშუალებას იძლევა.
ხელოვნება პირველ რიგში განვითარებისა და ცნობიერების სარკეა. კაცობრიობისა და ღირებულებების ცვლასთან ერთად კი ხელოვნებაც იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი ხანია გაარღვია ფუნქციური ჩარჩოები და იქცა თვითგამოხატვის საშუალებად, ხშირად თანამედროვე სტილი ხისტად შემოდის საზოგადოების ცხოვრებაში. სწორედ ასე მოხდა გრაფიტისა და თანამედროვე ინსტალაციების შემთხვევაშიც.
ხელოვნება პირველ რიგში განვითარებისა და ცნობიერების სარკეა. კაცობრიობისა და ღირებულებების ცვლასთან ერთად კი ხელოვნებაც იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი ხანია გაარღვია ფუნქციური ჩარჩოები და იქცა თვითგამოხატვის საშუალებად, ხშირად თანამედროვე სტილი ხისტად შემოდის საზოგადოების ცხოვრებაში. სწორედ ასე მოხდა გრაფიტისა და თანამედროვე ინსტალაციების შემთხვევაშიც.
თუმცა, გრაფიტი კრიმინალად, ინსტალაცია კი უნიჭო ხელოვანის ახირებად კარგა ხანია აღარ ითვლება. გრაფიტი და ინსტალაცია სივრცის, არქიტექტურული მოცულობის გარეშე ვერც განვითარდებოდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ თანამედროვე, მოცულობითი ხელოვნება რაც შეიძლება უხვად შეიტანონ საცხოვრებელ გარემოში. ეს კი ძალიან კარგად გამოსდით, რადგან თანამედროვე ხელოვნება ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, რაც ყველა სტილთან კარგად ინტეგრირების საშუალებას იძლევა.
გრაფიტის ინტერიერის დიზაინში ძირითადად მხატვრობის დატვირთვა აქვს. გრაფიტული, ხულიგნური, მოხატულობა საცხოვრებელ სივრცეში მოულოდნელობის ეფექტს ქმნის. მნიშვნელობა არ აქვს, პატარა სტენსილი იქნება, თუ დიდი, აბსტრაქტული ნამუშევარი, გრაფიტულ მოხატულობას, თავისუფლების, ინდივიდუალობის განწყობა შემოაქვს სივრცეში. საინტერესოა ისიც, რომ კედლის მოხატვა მყვირალა ფერებითა და აბსტრაქტული კომპოზიციით თქვენც შეგიძლიათ. მთავარია გქონდეთ სათქმელი, აზრი, რომელიც იმსახურებს დიდი, ჭყეტელა ასოებითა და ნახატებით გაავსოს კედლის ზედაპირი. გრაფიტის ძირითადად შემოსასვლელების, კორიდორებისა და გალერეული სისტემის გასაცოცხლებლად იყენებენ. მართალია, ინტერიერის დიზაინში გრაფიტის თავისუფლების სოციალური იდეა იკარგება, მაგრამ თუ წმინდა ესთეტიური თვალსაზრისით გსიამოვნებთ მისი აღქმა, ოთახში გრაფიტის გამოყენება სავსებით გამართლებულია.
თანამედროვე ხელოვნება ცალკე არ არსებობს და გაძლევთ უამრავ საშუალებას საკუთარი იდეები თქვენსავე სივრცეში გამოხატოთ.
ჩვენ გირჩევთ
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი ჩვენი პატარებისთვის? საინტერესო რჩევები დიზაინერებისგან
შვილის ყოლა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის მოწყობაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7