ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი ჩვენი პატარებისთვის? საინტერესო რჩევები დიზაინერებისგან

შვილის ყოლა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის მოწყობაა.

1738

შვილის ყოლის გადაწყვეტილების მიღება რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის კეთილმოწყობაა. ეს, არა მხოლოდ ბავშვისთვისაა საჭირო, არამედ თქვენთვისაც. აქ ხომ დიდი დროის გატარება მოგიწევთ.

შვილის ყოლის გადაწყვეტილების მიღება რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც შედარებით მარტივია და სახალისოც - ეს ჩვილისთვის განკუთვნილი ოთახის კეთილმოწყობაა. ეს, არა მხოლოდ ბავშვისთვისაა საჭირო, არამედ თქვენთვისაც. აქ ხომ დიდი დროის გატარება მოგიწევთ.

წყარო: architecturaldigest.com
წყარო: architecturaldigest.com

ვარდისფერი გოგონებისთვის, ცისფერი კი ბიჭებისთვის - მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება მაშინ მოგვისმენია, როცა საბავშვო ოთახისთვის ფერებს ვარჩევთ. მრავალი დიზაინერი კი ცდილობს ამის სტერეოტიპების დარღვევას. და მართლაც, რატომ უნდა შემოვისაზღვროთ მხოლოდ ამ ორი ფერით, როდესაც შეგვიძლია ჩვენი პატარას ოთახი უფრო მრავალფეროვანი და ზღაპრული იყოს? დიზაინერები, რომლებიც მსგავსად ფიქრობენ გვთავაზობენ ავეჯს, საწოლებსა თუ აქსესუარებს ნეიტრალურ ფერებში. როცა საქმე ფერებს ეხება, ეცადეთ ფერთა გამა დაკვირვებით აარჩიოთ. საფუძველი, საშუალოდ ნეიტრალური ტონი უნდა იყოს, შემდეგ კი ინდივიდუალური შტრიხები დაუმატეთ. სურათები, გრაფიკული შპალერი, ოთახს სიღრმეს და მნიშვნელობას შესძენს.

წყარო: homelk.com
წყარო: homelk.com

დიდი ყურადღება მიაქციეთ საბავშვო საწოლს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ის დროებითი საგანია და განსაკუთრებულ არჩევანს არ საჭიროებს, მაგრამ ბევრ ბავშვს მასში 3-4 წლამდე სძინავს. ასევე თუ რამდენიმე შვილის ყოლას აპირებთ, მყარი საწოლი არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. მისი შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ის არ უნდა იყოს მეორეული. აუცილებელია მყარი და მჭიდრო მატრასი, რადგან ბავშვი მასსა და საწოლს შორის არ გაიჭედოს. ასევე ჭანჭიკები არ უნდა იყოს დაკარგული, გატეხილი ან არასწორად დამაგრებული. საწოლი, რომელიც არასწორად არის აწყობილი, დაკარგული აქვს კადონი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

წყარო: freshouse.de
წყარო: freshouse.de

საბავშვო ოთახში აუცილებლად დაგჭირდებათ გამოსაცვლელი მაგიდაც. როდესაც ჩვილს პამპერსს უცვლით აუცილებელია ყველა საჭირო ნივთი იქვე გქონდეთ. ზუსტად ამისთვისაა გამოსაცვლელი მაგიდაც. ორი არჩევანი გაქვთ: იყიდოთ გამოსაცვლელი მაგიდა ან გამოსაცვლელი დაფა, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ კომოდს დაუმატოთ. თუ პატარა სივრცის პრობლემა გაქვთ, ამ უკანასკნელს გირჩევთ. ორივე შემთხვევაში გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: იქვე იქონიეთ ბავშვის სათამაშოები, რადგან გამოცვლის პროცესში ჩვილს თამაშის საშუალება ჰქონდეს. ასევე გამოიყენეთ კონტეინერები ან კომოდის უჯრები ისეთი ნივთების შესანახად, როგორებიცაა: პამპერსები, ლოსიონები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ნაჭრები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, აუცილებლად დაგჭირდებათ საქანელა სავარძელიც. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი იქნება ჩვილის ოთახში, რადგან არაჩვეულებრივი საშუალებაა ბავშვის დასაძინებლად, საჭმელად, წასაკითხად და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ოთახში იქონიოთ წიგნების თაროც, რათა თქვენს პატარას ძილის წინ ზღაპრები უკითხოთ ხოლმე.

წყარო: casinhadosbichos.blogspot.com
წყარო: casinhadosbichos.blogspot.com

კარადა - საბავშვო ოთახის აუცილებელი ატრიბუტია. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ყველაზე პატარა ადამიანებს ყველაზე ბევრი რამ სჭირდებათ: სათამაშოები, პამპერსები, წიგნები, ტანსაცმელი. კარადა უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს დღევანდელ თუ ხვალინდელ მოთხოვნებს. როცა საქმე საბავშვო ოთახის დეკორაციებით დატვირთვას მიადგება, გირჩევთ საბავშვო ხალიჩა აუცილებლად შეიძინოთ. აირჩიეთ ისეთი, რომელიც მარტივად იწმინდება. ბამბის ხალიჩების გარეცხვა კი სარეცხი მანქანით შესაძლებელია. აუცილებელია ოთახში ფარდებიც ჰქონდეთ, რომელიც დაძინებისას ოთახს ჩამოაბნელებს. საბოლოოდ, გახსოვდეთ, რომ ოთახის დეკორირებისას, ის არ უნდა „ყვიროდეს“ სიტყვა „ბავშვს“. ის თქვენი გემოვნებისა და სტილის ტანდემი უნდა იყოს.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო ოთახი?

როდესაც სახლში რემონტს აკეთებთ, არ შეიძლება სააბაზანო ოთახის არ დაფასება და მისი ზედაპირულად გაკეთება.

2072
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ იატაკი? ძირითადი ტიპები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

იატაკი უფრო მეტია ვიდრე დიზაინური ელემენტი თქვენს სათავსოში. მის სწორად შერჩევაში პროფესიონალი დიზაინერების ეს რჩევები გამოგადგებათ...

1984
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575