გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, რომლებსაც 2018 წლისთვის უნდა ველოდოთ
2018 წელი არქიტექტურაში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტს თურქეთში, ევროპის უმაღლესს შენობებს და ორიგინალური დიზაინის პირველ შოტლანდიურ მუზეუმს.
2018 წელი არქიტექტურაში ნამდვილად გამორჩეული იქნება. ჩვენ ველოდებით მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტს თურქეთში, ევროპის უმაღლესს შენობებსა და ორიგინალური დიზაინის პირველ შოტლანდიურ მუზეუმს. მომავალ წელს ცათამბრჯენებს უპირატესობა მიენიჭებათ. ის შეგვხვდება ნიუ-იორკში, მუმბაიში, ინდოეთში. დანარჩენ პროექტებზე კი ჩვენი სტატიით გაიგებთ. 2004 წელს, ლონდონელ არქიტექტორ ტომას ჰეთერვიქსა და მსახიობ ჯოანა ლუმლის ერთი საინტერესო იდეა მოაფიქრდათ: შეექმნათ ხიდი, რომელზეც ბაღი იქნებოდა გაშენებული. წარმოუდგენელი 366 მეტრიანი საცალფეხო ბილიკი მდინარე ტემზას გადაკვეთს, ტაძრის მხარეს კი სამხრეთ სანაპიროს დაუკავშირებს. ხიდს ორი გიგანტური მცენარის ფორმა ექნება. მის დასამზადებელ მასალად კი სპილენძსა და ნიკელს გამოიყენებენ. 270 ხე, 2 000 ბუჩქი, 64 000 ყვავილი ამ ადგილს პატარა მწვანე ოაზისად გარდაქმნის. ხიდისთვის ასაშენებელი თანხა, 60 მილიონი ევრო, საქველმოქმედო ფონდებიდან მოგროვდა. კრიტიკამაც, თავისთავად, არ დააყოვნა. მიუხედავად ამისა, კონსტრუქციის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დამთავრდება.

შემდეგი პროექტის დამტკიცებას კი, ქალაქის საკონსულოში, 2 კენჭისყრა დასჭირდა. საბოლოოდ, შვეიცარიულმა კომპანიამ, „Herzog & de Meuron“, მოიპოვა იმის ნებართვა, რომ პარიზული პროექტი წამოეწყო. ეს იქნება ქალაქში მესამე ყველაზე მაღალი შენობა. მას მხოლოდ ეიფელისა და მონპარასეს კოშკები თუ გაუსწრებენ. სამომავლო პროექტი მოიცავს 120-ოთახიან სასტუმროს, საოფისე სივრცესა და უამრავ კულტურულ ატრაქციონს. მინის შენობამ უკვე გამოიწვია მეზობლების მწვავე კრიტიკაც. ისინი თვლიან, რომ ამის გამო, მათ ცხოვრება ჩრდილში მოუწევთ. ასევე ზოგიერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პროექტის დიზაინი საკმარისად ენერგოეფექტური არ არის. სამკუთხედის ფორმის შენობაში 500 მილიონი ევრო ევროპულმა უდიდესმა კომპანია, Unibail Rodamco-მ, ჩადო. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.
სტუდიო “Gang” კი 2018 წლისთვის აშენებს შენობას, რომელიც ვარსკვლავებსა და მზეს შეხედავს. ჩიკაგოელმა არქიტექტორთა კოლექტივმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მზით კვეთის ტექნიკა. ეს ნიშნავს შემდეგ რამეს: სექციები მართკუთხა ბლოკებად გადაკეთდა, რაც სინათლეს საშუალებას აძლევს გაანათოს სამეზობლო - მანჰეტენის პარკი. თავად შენობა კი ამ პარკსა და ჰადსონის მდინარის შუაგულში იქნება აგებული. ნაგებობა ძვირფას ქვას მოგაგონებთ. ის ბაღის ხედებს მაქსიმალურად ავითარებს, ხელს უწყობს ბუნებრივი სინათლისა და სუფთა ჰაერის გავრცელებას. პროექტი დამზადდება მინისგან, ის დაახლოებით 57 000 კვადრატული მეტრის იქნება. მასში ძირითადად ოფისები ან გასაქირავებელი ოთახები შეგხვდებათ.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე აგარაკები-არქიტექტურისა და დიზაინის საინტერესო და ინოვაციური ტანდემი
აგარაკები სეზონური საცხოვრებლებია, რომებიც ძირითადად ქალაქ გარეთ, მშვიდ გარემოში გვხვდება ხოლმე.
დოგმებისა და შეზღუდვებისგან განთავისუფლებული თანამედროვე საკულტო არქიტექტურა
თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7