ცხოვრების სტილი

ჰარბინის ყინულის ფესტივალი-ზამთრის ყველაზე მასშტაბური და განსაკუთრებული სანახობა!

ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება.

1591

ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში, ჩინეთის ჩრდილოეთში არსებულ ქალაქ ჰარბინში, ყინულის ფესტივალი ტარდება. ათასობით ყინულის სკულპტურის ოსტატი და არტისტი იყრის თავს ერთად, რათა მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი და განსაკუთრებული სანახაობა შექმნან. ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის სკულპტურის ფესტივალი, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყინულის ფესტივალია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1963 წლიდან იღებს. ამ პერიოდში ჰარბინში ყინულის ფარნების ფესტივალი და ბაღის წვეულება იმართებოდა. 1985 წლის 5 იანვარს, ამ ყველაფერს ზაოლინის პარკის ღონისძიებაც დაემატა, სადაც პირველად იქნა წარმოდგენილი ყინულისა და თოვლის სკულპტურები. დროთაგანმავლობაში კი, ეს ყველაფერი ისეთ ექსტრავაგანტულ სანახაობად გადაიქცა როგორიც დღესაა.

წყარო: dogonews.com
წყარო: dogonews.com

როგორც წესი, ჰარბინის ყინულის ფესტივალი 5 იანვრიდან იწყება და 5 თებერვალს მთავრდება. თუმცა ხშირად, ეს ერთთვიანი ფესტივალი მარტამდეც გაგრძელებულა. ქალაქი ჰარბინი ციმბირთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, არქტიკული კლიმატი, რომლის წყალობითაც ამ პერიოდში ტემპერატურა -35 გრადუსამდე ეცემა, იძლევა საშუალებას, რომ საოცარმა ყინულის მონუმენტებმა დიდხანს შეინარჩუნონ ფორმა. სკულპტურებისთვის ყინულის ბლოკები, გაყინული მდინარე სონგჰუადან მოაქვთ. სწორედ ამ მდინარის გარშემო იმართება ეს საოცარი ფესტივალი. თავდაპირველად ფესტივალზე მომუშავე არტისტები მხოლოდ ჩინელები იყვნენ, თუმცა შემდეგ ფესტივალმა ინტერნაციონალური სახე მიიღო და ახლა მას მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი ოსტატები ქმნიან. ისინი, შენობებისა და მონუმენტების ასაშენებლად სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს იყენებენ და სწორედ ამიტომაა ეს სანახაობა ასეთი მრავალფეროვანი. ყინულზე მომუშავე ხელოვანები, ყინულის ბლოკებს ელექტრო ხერხით ამუშავებენ და ერთმანეთზე წყლის საშუალებით აკრავენ. აშენებულ ნაგებობის კიდევ უფრო გასალამაზებლად კი მულტიფერად განათებას იყენებენ, რაც ამ ნაგებობეს ღამით ამშვენებს და ზღაპრულ ეფექტს სძენს.

წყარო: festivalharbinice.wordpress.com
წყარო: festivalharbinice.wordpress.com

განსაკუთრებული იყო 2007 წელს ჩატარებული ფესტივალი, რომელიც კანადური თემატიკაზე იყო დაფუძნებული. ფესტივალი კანადელ ექიმს, დოქტორ ნორმან ბეთიუნს ეძღვნებოდა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უდიდესი თოვლის სკულპტურა. კომპოზიცია ორი ნაწილისგან შედგებოდა-„ნიაგარას ჩანჩქერი“ და „ბერინგის სრუტის გადალახვა“ , რაც თავის მხრივ პირველი მოსახლეების მიგრაციას ასახავდა. ეს ყველაფერი 250 მეტრის სიგრძის იყო და 13000 კუბური მეტრი თოვლი იქნა გამოყენებული მის ასაშენებლად.

წყარო: archive.boston.com
წყარო: archive.boston.com

ჰარბინის ინტერნაციონალური ყინულისა და თოვლის სკულპტურის ფესტივალი გამორჩეული არამხოლოდ თავისი დიდებული და განსაუკუთრებული ნაგებობებითაა, არამედ აქ მნახველს შეუძლია უამრავი აქტივობით დაკავდეს. თხილამურებით სრიალი, გამოფენები, ზამთრის ცურვა, თევზაობა, საქორწინო ცერემონიები, ყინულის პორტი, კონცერტები - ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ფესტივალი თავის მნახველს სთავაზობს.

წყარო: edition.cnn.com
წყარო: edition.cnn.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ახალ წელს ჩატარებული გამორჩეული და სიმბოლური დატვირთვის მქონე ღონისძიებები

ახალი წელს უამრავი საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელიც დროთა განმავლობაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ტრადიციად იქცევა ხოლმე.

1720
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

შინაური ცხოველების დადებითი თვისებები და 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ მათზე

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს.

9091
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575