ცხოვრების სტილი

სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ფესტივალები, როგორც საინტერესო და თვალწარმტაცი სანახაობა

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.

1520

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ყოველი ქვეყანა განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად აღნიშნავს სხვადასხვა დღესასწაულებს და გამონაკლისს არც აღდგომა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ იმ სააღდგომო ტრადიციებსა და ფესტივალებს, რომლებიც ჩვენთვის უცხო, თუმცა ამავდროულად საინტერესო და თვალწარმტაცია.

ფესტივალები ცოცხალი მუზეუმებია, რომლებიც კარგად გადმოგვცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ყოველი ქვეყანა განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად აღნიშნავს სხვადასხვა დღესასწაულებს და გამონაკლისს არც აღდგომა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ იმ სააღდგომო ტრადიციებსა და ფესტივალებს, რომლებიც ჩვენთვის უცხო, თუმცა ამავდროულად საინტერესო და თვალწარმტაცია.

წყარო: youthensnews.com
წყარო: youthensnews.com

აღდგომის კვირა ესპანურენოვანი ხალხისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელსაც სევილიაში-ესპანეთში, ანტიგუასა და გვატემალაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. „სემანა სანტა“ ასე უწოდებენ ფესტივალს, რაც წმინდა კვირას ნიშნავს. მას სააღდგომო მარხვის ბოლო კვირაში აღნიშნავენ. ამ დროს ქუჩები დახვეწილი და შთამბეჭდავი ხალიჩებით, ფერადი ნახერხით და ყვავილების ფურცლებით ირთვება. ქუჩები საკმევლის სუნშია გახვეული და სხვადასხვა პროცესიებით ქრისტეს ჯვარცმას იხსენებენ. ამ პროცესიების დროს, ასობით ადამიანია ჩაცმული მუქ იასამნისფერ სამოსში, ტაძრებიდან გამოაქვთ ქრისტესა და ღვთისმშობლის ქანდაკებები, რომლებსაც ქუჩებში მიაბრძანებენ და შემდეგ კი კათედრალში ათავსებენ. აღსანიშნავია, რომ „წმინდა კვირის“ ფესტივალი სათავეს მე-14 საუკუნიდან იღებს და ის ყველაზე მასშტაბურად სევილიაში აღინიშნება. აქ 57 რელიგიური საძმო, ანუ 60 000 წევრი ხელმძღვანელობს ფესტივალის მსვლელობას, რომელსაც მილიონობით ადამიანი ესწრება ხოლმე.

წყარო: gibspain.com
წყარო: gibspain.com

განსაკუთრებულად აღნიშნავენ აღდგომის კვირას ბრაგაში, რომელსაც პორტუგალიის რომსაც კი უწოდებენ. ბრაგას სააღდგომო ფესტივალი მეექვსე საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ისეთივე მასშტაბურია, როგორც სევილიის და ანტიგუას ფესტივალები. ქალაქის ცენტრში ხდება საგალობლების ტრანსლაცია, საღამოობით კი ქუჩებში ზარების რეკვის ხმა ისმის. წმინდა კვირა, ბრაგაში ორი პროცესიით აღინიშნება. პირველი ოთხშაბათს, როდესაც ქრისტეს ვნებათა აღნიშვნა ხდება, ხოლო მეორე-დიდი პარასკევის კურთხევაა. ამის შემდგომ, ბრაგას ფესტივალი უკვე, ადგილობრივების მიერ, ინდივიდუალურად აღინიშნება. პარასკევს ქალაქის მცხოვრებლები ზღურბლს ყვავილებით რთავენ და გამვლელ სასულიერო პირებს ეპატიჟებიან, რათა მათი სახლი დაილოცოს

წყარო: portugal.com
წყარო: portugal.com

კიდევ ერთი საინტერესო ფესტივალი, რომელიც აღდგომის დადგომიდან ორ კვირაში იმართება სევილიური აპრილის ფესტივალია. ეს ყველაზე დიდი და ფერადი ფესტივალია ანდალუსიაში. ამ ფესტივალის დროს, ქალაქის ცენტრში ათასი ფერადი კარავი იდგმება, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. უმეტესი მათგანი კერძოა და კლუბების, ასოციაციების, ოჯახების და სხვადასხვა ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ასევე შეხვდებით თავისუფალ კარვებსაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღონისძიებებზე დასწრება. ფესტივალი ორშაბათს საღამოს იხსნება კარვების შთამბეჭდავი განათებით შემდეგ კი, ერთკვირიანი წვეულება იწყება, რომელიც მოიცავს ტრადიციულ ცეკვებს, კერძებისა და სასმელების დაგემოვნებას, ტრადიციულ კოსტუმებში მსვლელობას და ა.შ

წყარო: rinconesdelmundo2016.blogspot.com
წყარო: rinconesdelmundo2016.blogspot.com

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

როგორ შევქმნათ მშვენიერი და მარტივი საახალწლო დეკორაციები ჩვენი ხელებით?

თუ გსურთ რომ თქვენი სახლი, ამ ახალ წელს, განსაკუთრებული იყოს და ორიგინალობით გამოირჩეოდეს მაშინ, გირჩევთ საახალწლო დეკორი თქვენი ხელით დაამზადოთ.

2277
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი გავლენა ადამიანზე

იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი აუცილებელია ფიზიკური აქტოვობა, რომელიც დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, არ დავკარგოთ ბევრი დრო და ვისიამოვნოთ.

1258
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575