როგორ უნდა შევქმნათ იდეალური ჭერი საბავშვო ოთახის ინტერიერის დიზაინში?
საბავშო ოთახის დიზაინის შექმნა საკმაოდ საინტერესო და კრეატიული პროცესია. ამასთან ერთად, ის სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.
საბავშო ოთახის დიზაინის შექმნა საკმაოდ საინტერესო და კრეატიული პროცესია. ამასთან ერთად, ის სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. თქვენ არა მარტო უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მასალები უნდა შეიძინოთ, არამედ ის ფაქტიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პატარა იმ ოთახის მფლობელია, სადაც ის გაიზრდება და განვითარდება. ბავშვის ოთახის რემონტის დროს წვრილმანები არ არსებობს: თქვენ თითოეულ დეტალზე სიღრმისეულად უნდა იფიქროთ. ეს ეხება მთლიან კონცეფციას, ფერთა გამასა თუ დიზაინის თემატიკას. დღეს არც თუ ისე პატარა დეტალზე - ჭერზე - ვისაუბრებთ. რა მასალები უნდა გამოვიყენოთ მტკიცე, უსაფრთხო და ლამაზი ჭერისთვის? როგორ გადავასხვაფეროთ ტრადიციული დიზაინი და შევქმნათ ინდივიდუალური სივრცე?

საბავშვო ოთახის ჭერი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ეკოლოგიურს (უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანებისთვის და გარემოსთვის), გამძლეობას, ჰიგიენურობასს (ამცირებდეს სოკოს ფორმირებასა და გავრცელებას), უსაფრთხოებას, სიმარტივეს დაინსტალირების დროს. ის ასევე ჰარმონიულად უნდა ესაბამებოდეს ოთახის ფერისა და ფაქტურის გადაწყვეტილებას. ასევე გირჩევთ, რომ საბავშვო ოთახისთვის ჭერი არც ისე ძვირადღირებული იყოს, რადგან ბავშვები სწრაფად იზრდებიან, ინტერესები ეცვლებათ, ჭერის გამოცვლა კი რამდენიმე წელში მაინც მოგიწევთ.
გასაჭიმი ჭერი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის სპეციალური ქსოვილი, რომელიც მეტალის ჩარჩოზეა გადაჭიმული. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ის ყოველთვის იდეალურად სწორია, მონტაჟდება სწრაფად (დაახლოებით 3-4 საათში), არ ტენიანდება და მტვერს არ იზიდავს, ფერთა გამის მხრივ კი მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ გასაჭიმი ჭერი საბავშვო ოთახისთვის არც თუ ისე ურიგოა. ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ტიპის ჭერს ნაკლოვანებებიც აქვს: ის შედარებით ძვირია, მონტაჟის შემდეგ უსიამოვნო, სინთეტიკის სუნი რჩება, მასალა ეკოლოგიური არ არის, დაყენების შემდეგ კი ჭერის დონე რამდენიმე სანტიმეტრით მცირდება. თუ გადაწყვეტთ თაბაშირ-მუყაოს გამოყენებას, ეს იაფი, პრაქტიკული და მტკიცე ვარიანტი იქნება. სახელიდან გამომდინარე, ის ეკოლოგიური ნედლეულისგან შედგება: მუყაო და თაბაშირი. ამგვარ ჭერს ხმაურის შემცირება შეუძლია. ასევე არაჩვეულებრივი ვარიანტია თერმული იზოლაციისთვის. მასალის მოქნილობა საშუალებას გაძლევთ დიზაინის ნებისმიერი იდეა განახორციელოთ. ის ასევე საკმაოდ ცეცხლგამძლეა და არ იწვევს მის გავრცელებას. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, თაბაში-მუყაოს ჭერის დამონტაჟება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ჭერის სიმაღლე კი აუცილებლად მცირდება.
ჭერის ფონის შერჩევისას, ქაღალდის ფონი მარტივი და ეკონომიური გზაა. ამასთან ერთად, ის ასევე ეკოლოგიურიცაა და მრავალფეროვანიც. არსებობს მრავალი სურათით, ორნამენტითა თუ პრინტით. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არ ავარჩიოთ ვინილის ფონი, რადგან ის ჰაერს არ ატარებს. ნატურალური ტექსტილის ფონი კი გარანტიაა ლამაზი და უსაფრთხო საბავშვო ჭერის შესაქმნელად. თუ ჭერის შპალერის იდეა არ მოგწონთ, ის შეგიძლიათ არატოქსიკური საღებავებით შეღებოთ.
რაც შეეხება საბავშვო ოთახის ჭერის დეკორირებას, ჩამოკიდეთ სათამაშოები, დეკორატიული ელემენტები, რომლებიც თქვენს პატარას აუცილებლად მოეწონება. თუ ეს უკანასკნელი ჭერზე ხშირად მეორდება, მაშინ ოთახის ინტერიერი მშვიდ ტონებში უნდა გადაწყვიტოთ. ექსკლუზიური დიზაინის შესაქმნელად კიდევ ერთ საინტერესო, ეფექტურ, ოღონდ ძვირიან საშუალებად, ჭერის მოხატვა გვევლინება.
ჩვენ გირჩევთ
როგორ უნდა შევქმნათ რეტროს სტილი სამზარეულოს ინტერიერის დიზაინში?
სამზარეულო სახლის გულია. აქ ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, მის ინტერიერზე ზრუნვა სწრაფად უნდა დაიწყოთ.
ფერების ფსიქოლოგიური ზეგავლენა ადამიანზე და მათი მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში
ფერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7