როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტური მენეჯმენტი? ის, რაც წარმატებას მოგვიტანს!
ადამიანს რომელსაც დროს სწორად წარმართვის ძალა შესწევს, მართავს და აკონტროლებს მთელ თავის ცხოვრებას!
დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, რთულია ფეხი აუწყო ცხოვრების ტემპს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ხშირად დაუწუწუნია, რომ ვერ ასწრებს საქმის დროზე გაკეთებას, არ რჩება დრო არათუ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. თუმცა არიან ადამიანთა ის კატეგორიაც, რომლებიც ამ ყველაფერს თავისუფლად ასწრებენ, ნაკლებად გადაღლილები და მეტად ბედნიერები არიან. სინამდვილეში ჩვენ ყველას თანაბარი დრო აქვს - დღეში 24 საათი იმისათვის, რომ შევასრულოთ პირადი თუ პროფესიონალური პასუხისმგებლობები და ამავდროულად დაგვრჩეს თავისუფალი დროც. თანამედროვე სამყაროში არსებობისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია, დროის რაციონალურად გადანაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, ნაყოფიერი ქმედითუნარიანობის ამაღლებაში.

იმისათვის, რომ დრო სწორად გადავანაწილოთ, აუცილებელია პრიორიტეტების დასახვა. ყოველდღიურად უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ხშირად არც კი ვიცით რომელი მათგანით დავიწყოთ, ამიტომ აუცილებელია ყველა საქმე პრიორიტეტების მიხედვით დავალაგოთ და დავგეგმოთ. დაყავით გასაკეთებელი საქმეების სია სირთულისა და მნიშვნელობის მიხედვით, გათვალეთ მათი შესრულების მიახლოებითი ვადები და ამის მიხედვით დააწყვეთ დღის გეგმაც.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დავიცვათ. თქვენ მხოლოდ სამსახურისთვის არ ხართ გაჩენილნი და რაც არ უნდა მნიშვნელოვნად თვლიდეთ თქვენს საქმეს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენთვის აუცილებელია ოჯახურ გარემოში დროის გატარება. ყოველთვის გამოყავით დრო ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, მოაწყვეთ ვახშამი სახლში ან პიკნიკი ბუნებაში და გაერთეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დაუთმეთ დრო თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, ეს თქვენი განტვირთვისთვის აუცილებელია.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქედან გამომდინარე ყველას განსხვავებულად უწევს დროის განაწილება, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა დაუთმოს საკუთარ თავს. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანს სჭირდება დრო განმარტოებისთვის, რომელსაც საკუთარ განვითარებს დაუთმობს. შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერი რამ, იკითხოთ წიგნები, ივარჯიშოთ, ისეირნოთ, მთავარია თქვენ თავს ასიამოვნოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დღის გეგმის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ვერ აგვარებთ მათთვის განკუთვნილ დროში, დრო მოაკელით გართობას და სულ ბოლოს პირადი განვითარებისთვის გამოყოფილ საათებს.
შეიძლება ფიქრობთ, რომ დაგეგმილი ცხოვრება უინტერესოა და ეს ყველაფერი რობოტად გაქცევთ, თუმცა ეს ასე არაა. როდესაც ჩადგებით რეჟიმში და ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმილი გექნებათ, მიხვდებით რომ ასე ცხოვრება უფრო მარტივია. თქვენ მეტი დრო დაგჩრებათ საკუთარი თავისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და რაც მთავარია სამსახურის საქმესაც დროულად გააკეთებთ. დროის მენეჯმენტი დაგეხმარებათ მუდმივი დაძაბულობისა და ნერვიულობის დაძლევაში, რომელსაც აქამდე უდროობა იწვევდა. მთავარია, პატივი სცეთ საკუთარ თავსა და გეგმებს, არ გადაუხვიოთ მათ. შეხედეთ ამ ყველაფერს, როგორც ახალ გამოწვევას, ყოველთვის მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე და გახსოვდეთ რომ, ადამიანს რომელსაც დროს სწორად წარმართვის ძალა შესწევს, მართავს და აკონტროლებს მთელ თავის ცხოვრებას!
ჩვენ გირჩევთ
ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.
შობა-ახალი წლის ტრადიციები და მათი წარმოშობის საინტერესო ისტორია
ახალ წელს ადამიანები თავისი კულტურისთვის დამახასიათებელი საახალწლო რუტინით ხვდებიან ხოლმე.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7