იკებანა - შექმენით შთამბეჭდავი დეკორი საკუთარი ხელით
იკებანა უკვე დიდი ხანია უნივერსალურ დეკორად ითვლება ინტერიერის დიზაინში, რადგან ყვავილების კომპოზიცია ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.
დღეს უამრავი ადგილი არსებობს, სადაც სახლისთვის დეკორატიული ნივთების შეძენა შეგვიძლია. ამის მიუხედავად არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ თავად შექმნან რაიმე განსხავებული და ორიგინალური, საცხოვრებელი გარემოსთვის. ჩვეულებრივი დეკორის ყიდვას ორი უარყოფითი მხარე აქვს. პირველი, ის შეიძლება სხვასაც მარტივად აღმოაჩნდეს სახლში და მეორე, ყოველთვის მარტივი არაა ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც მთლიანად უხდება ინტერიერის დიზაინს. სწორედ აქედან გამომდინარე გთავაზობთ დეკორის თავად დამზადებას ძალიან საინტერესო გადაწყვეტით. იკებანა უკვე დიდი ხანია უნივერსალურ დეკორად ითვლება ინტერიერის დიზაინში, რადგან ყვავილების კომპოზიცია ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს. ჩვეულებრივი თაიგულისგან განსხვავებით კი ის სახლის მეპატრონის ელეგანტურობას და კარგ გემოვნებას უსვამს ხაზს.
დღეს უამრავი ადგილი არსებობს, სადაც სახლისთვის დეკორატიული ნივთების შეძენა შეგვიძლია. ამის მიუხედავად არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ თავად შექმნან რაიმე განსხავებული და ორიგინალური, საცხოვრებელი გარემოსთვის. ჩვეულებრივი დეკორის ყიდვას ორი უარყოფითი მხარე აქვს. პირველი, ის შეიძლება სხვასაც მარტივად აღმოაჩნდეს სახლში და მეორე, ყოველთვის მარტივი არაა ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც მთლიანად უხდება ინტერიერის დიზაინს. სწორედ აქედან გამომდინარე გთავაზობთ დეკორის თავად დამზადებას ძალიან საინტერესო გადაწყვეტით. იკებანა უკვე დიდი ხანია უნივერსალურ დეკორად ითვლება ინტერიერის დიზაინში, რადგან ყვავილების კომპოზიცია ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს. ჩვეულებრივი თაიგულისგან განსხვავებით კი ის სახლის მეპატრონის ელეგანტურობას და კარგ გემოვნებას უსვამს ხაზს.
ბევრს გონია, რომ ასეთი სილამაზის შექმნისთვის აუცილებელია ცოცხალი ყვავილების გამოყენება, თუმცა ეს ასე არ არის. მისი შექმნის პროცესში თამამად შეგიძლიათ დაამატოთ გამომშრალი ყვავილები და ხელოვნური მცენარეებიც კი. ასე თქვენს იკებანას უფრო მიმზიდველი და განსხვავებული სახე ექნება. ასევე აუცილებელია მთელი რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც იკებანას შექმნის პროცესში გამოგადგებათ. ჩვენ გამოვყავით ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ლამაზი ყვავილები ლამაზ კომპოზიციას არ ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიციის ყველა ელემენტი სწორად განლაგდეს ერთმანეთთან მიმართებაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იკებანა ნამდვილად მიმზიდველი. ასევე არ უნდა დავივიწყოთ სეზონურობა. მასალების მოგროვებისას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა დროა ახლა და რა შემთხვევისთვის ამზადებთ თქვენს კომპოზიციას. არ შეგეშინდეს სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვის და არც კომპოზიციის შემადგენელი ელემენტების სიმრავლეზე შეწუხდეთ. მთავარია იყოთ თავისუფალი, მონდომებული და გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას.
მუშაობა დაიწყეთ მაშინ, როდესაც იქნებით კარგ ხასიათზე და ძალიან მშვიდად. საქმე იმაშია, რომ იკებანას შექმნა მოითხოვს დიდი ყურადღებას და მუზას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიუძღვნათ თავი, რამდენიმე საათი მაინც. ასევე, უნდა აღინიშნოს ის წესები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია იკებანას შექმნის დროს. პირველი - ეს არის მთავარი ელემენტის განლაგება. ხელოვნების ამ ქმნილებაში განსაკუთრებული როლი უნდა ქონდეს ცენტრალურ ელემენტს. ეს შეიძლება იყოს ყვავილი, ღერო, ან ფოთოლიც კი. ამავდროულად, კომპოზიციაში უნდა შეინარჩუნოთ დინამიკა. ამისთვის საჭიროა, რომ ყველა დეტალი გარკვეული კუთხით დახრილი და დაშორებული იყოს ზედაპირიდან, ან ლარნაკიდან.
კლასიკური თაიგულისგან განსხვავებით, იკებანას შექმნა მოითხოვს გარკვეულ ასიმეტრიას. ამის ხარჯზე ის უფრო მსუბუქი, ბუნებრივი ჩანს და ამიტომაცაა უნივერსალური ნებისმიერი ინტერიერისთვის. თუმცა ეს არი ნიშნავს, იმას რომ იკებანას შექმნა დაუფიქრებლად უნდა დაიწყოთ. აუცილებელია განსაზღვროთ რომელ ოთახში იქნება ის განთავსებული, ან ვისთვის იქნება შექმნილი. უნდა იცოდეთ, რომ მისი განთავსება არაფრით შეიძლება იქ სადაც მზის სხივები უხვად ანათებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე დაკარგავს პირვანდელ სახესა და სილამაზეს.
გახსოვდეთ, რომ ლამაზი ჩვეულებრივი თაიგულის დამზადება ყველას შეუძლია. იკებანას შექმნას კი ხელოვნებაა და მასთან გამკლავება არაა მარტივი. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის უფრო მარტივი იყოს გადავწყვიტე უფრო კონკრეტული მიმართულება გაგიზიაროთ, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ. როგორც ახალბედებს, გთავაზობთ თქვენი კომპოზიციის მთავარ ელემენტად ორქიდეა აირჩიოთ. ეს ყვავილი ნათლად გამოიყურება და მასზე მუშაობაც უფრო მარტივია. ასევე დაგჭირდებათ შემდეგი მასალები: წვრილი, მაღალი ლარნაკი, სეკატორი, მაკრატელი, დეკორატიული ქვიშა, ან შუშის ბურთები, დეკორატული ღერო (ე.წ. ტინგა). თავიდან ნახევრამდე აავსეთ ლარნაკი ქვიშით, ან შუშის ბურთულებით. შემდეგ ორქიდეას ორი ღერო ლარნაკში მოათავსეთ. ისინი სხვადასხვა მხარეს უნდა იყვნენ მიმართულნი და 15˚ კუთხით დახრილნი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუმატოთ თქვენს კომპოზიციას დეკორატიული ღერო. კარგი იქნება თუ მას ორქიდეებს შორის, ოდნავ დახრილად განათავსებთ. ასეთი, კომპოზიცია საკმაოდ ლაკონურია, ამიტომ ის წელიწადის ნებისმიერ დროს შეეფერება.
ჩვენ გირჩევთ
შექმენით მარტივი და ორიგინალური დიზაინის ჭაღები საკუთარი ხელით
გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ჭაღები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში.
როგორ განვაახლოთ ლარნაკები მარტივად, საკუთარი ხელით?
გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ლარნაკები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7