დეკორაცია

შექმენით მარტივი და ორიგინალური დიზაინის ჭაღები საკუთარი ხელით

გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ჭაღები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში.

1932

განათება ინტერიერის დიზაინის ფორმირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი უამრავი ფორმა და ფუნქციური დანიშნულება არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი ჭაღებია. უკვე ძველმოდურია ის მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ გასანათებლად გამოიყენება. თანამედროვე ინტერიერში ჭაღი შეიძლება მთავარი დეკორატიული ელემენტი გახდეს. გარდა ესთეტიკური და ფუნქციური მნიშვნელობისა, ჭაღს შეუძლია სივრცის ზონირებაც.

 

 

განათება ინტერიერის დიზაინის ფორმირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი უამრავი ფორმა და ფუნქციური დანიშნულება არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი ჭაღებია. უკვე ძველმოდურია ის მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ გასანათებლად გამოიყენება. თანამედროვე ინტერიერში ჭაღი შეიძლება მთავარი დეკორატიული ელემენტი გახდეს. გარდა ესთეტიკური და ფუნქციური მნიშვნელობისა, ჭაღს შეუძლია სივრცის ზონირებაც.

 

 

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

აქსესუარები, ქსოვილები და დეკორისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები შესაძლებელია მარტივად შეუთავსოთ მოდას, სეზონს და ხასიათს, ან სულაც შეცვალოთ და ახალი ნივთით ჩაანაცვლოთ. თუმცა ჭაღების და სანათების შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორც წესი, რემონტიდან რემონტამდე ჩვენ, ჭაღებს და სანათებს არ ვცვლით. როდესაც მათ ვყიდულობთ ისინი სამუდამოდ იმკვიდრებენ ადგილს ბინაში. თუმცა, თუ თქვენ ისეთ ადამიანს მიეკუთვნებით, რომელიც მუდმივად ცვლილებებისკენ ისწრაფვის და არ უყვარს ერთფეროვნება ინტერიერის დიზაინში, გთავაზობთ მარტივ და ორიგინალურ გზას იმისთვის, რომ თქვენი ჭაღები განაახლოთ და დრო სასიამოვნოთ გაატაროთ შემოქმედებით პროცესში.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჭაღი ბუმბულებით საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტაა თანამედროვე ინტერიერის დიზაინში. ამ ჰაეროვანი და ლამაზი მორთულობის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. თქვენ დაგჭირდებათ ქაღალდი, წებო, ქაღალდის ჭაღი და მაკრატელი. გადაკეცეთ ქაღალდები თანაბრად, ოთხჯერ. გამოჭერით ბუმბულის ფორმა, შემდეგ კი გვერდებზე ჩაჭერით. ბუმბულები თანაბრად მიაწებეთ ქაღალდის, 4-4 სანტიმეტრის გამოტოვებით. თუ თქვენ ქაღალდის ზედმეტად უბრალოდ გეჩვენებათ, შეგიძლიათ იგივე პრინციპით ნამდვილი ბუმბული გამოიყენოთ.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

თუ რეტრო სტილის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად სცადეთ ძველი სანათის განახლება, ჩვენი რჩევების მიხედვით. თქვენ დაგჭირდებათ სანათის კარკასი, სხვადასხვა ფერის და დეკორატიული თასმა. თასმები მორიგეობით მიაბით კარკასის ქვედა ნაწილს, შემდეგ კარგად გაჭიმეთ და ზემოთ გაკვანძეთ. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ სამივე ფერს არ მორჩებით. შემდეგ კი უკუღმა ჩამოკიდეთ ჭერზე.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

არყის ხის ქერქი საკმაოდ საინტერესო მატერიაა ხელნაკეთი სანათის შესაქმნელად. იმისათვის რომ სანათი გააკეთოთ არ ღირს ხის გატყავება, საკმარისია არყის ხის ჩამოვარდნილი მერქანიც. არყის ხის მერქანი საკმაოდ ადვილად აალებადია, ამიტომ გირჩევთ ის ჯერ წყალზე დამზადებული ჰერმეტიკით დაამუშაოთ. ჰერმეტიკი ასევე დაიცავს მერქანს დახეთქვისგან და გამოშრობისაგან. იმისათვის რომ სანათმა ფორმა არ დაკარგოს, მერქნის ბოლოები ერთმანეთს მიაწებეთ, გაკერეთ, ან დააფიქსირეთ ბაწრით. თუ სანათის ხშირად გამოყენებას აპირებთ, მაშინ წებოს ვარიანტი არ გამოგადგებათ, რადგან გამუდმებული გაცხელებით ის დაკარგავს თავის თვისებებს.

წყარო: www.remontbp.com
წყარო: www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

იკებანა - შექმენით შთამბეჭდავი დეკორი საკუთარი ხელით

იკებანა უკვე დიდი ხანია უნივერსალურ დეკორად ითვლება ინტერიერის დიზაინში, რადგან ყვავილების კომპოზიცია ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.

1750
ნახე მეტი
დეკორაცია

იაპონელი ფლორისტის მაკოტო აზუმას შთამბეჭდავი შემოქმედება

იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.

1227
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575