ინტერიერის რევოლუციონერი დიზაინერი დოროთი დრეიპერი და მისი შთამბეჭდავი შემოქმედება
დრეიპერმა დიზაინის კონცეპტის რევოლუცია მოახდინა. მან დაამსხვრია „ისტორიული პერიოდის ოთახის“ სხვადასხვა სტილი, რომელიც წინამორბედთა შემოქმედებაში დომინირებდა.
ცნობილი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერი დოროთი დრეიპერი მდიდარ და პრივილეგირებულ ოჯახში 1889 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ თემს მიეკუთვნებოდა. დოროთი იყო პირველი, რომელმაც ინტერიერის დიზაინი პროფესიად აქცია - პირველი ინტერიერის დიზაინის კომპანია ზუსტად მას ეკუთვნის, რომელიც 1923 წელს დაარსა. „დოროთი დრეიპერი & კომპანია“ - ეს იყო ის, რაც იქამდე, არავის არ სმენოდა, მითუმეტეს ქალისგან.
ცნობილი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერი დოროთი დრეიპერი მდიდარ და პრივილეგირებულ ოჯახში 1889 წელს დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ თემს მიეკუთვნებოდა. დოროთი იყო პირველი, რომელმაც ინტერიერის დიზაინი პროფესიად აქცია - პირველი ინტერიერის დიზაინის კომპანია ზუსტად მას ეკუთვნის, რომელიც 1923 წელს დაარსა. „დოროთი დრეიპერი & კომპანია“ - ეს იყო ის, რაც იქამდე, არავის არ სმენოდა, მითუმეტეს ქალისგან.
დრეიპერმა დიზაინის კონცეპტის რევოლუცია მოახდინა. მან დაამსხვრია „ისტორიული პერიოდის ოთახის“ სხვადასხვა სტილი, რომელიც მის წინამორბედთა შემოქმედებაში დომინირებდა. როგორც შემოქმედი, ის თანამედროვესთან ერთად პიონერიც იყო. დრეიპერმა შექმნა „თანამედროვე ბაროკოს“ სტილი. ეს უკანასკნელი გათვლილი იყო დიდ საჯარო სივრცესა და მოდერნულ არქიტექტურაზე. დოროთისთვის საჯარო სივრცე წარმოადგენდა იმ ადგილს, სადაც ადამიანები დაისვენებდნენ, შეიგრძნობდნენ თავისუფლებასა და სილამაზეს. ის იყენებდა ვიბრაციულ, „ლაქებიან“ ფერებს და მათგან ორიგინალურ კომბინაციებს ქმნიდა. მაგალითად, ბადრიჯნისფერისა და ვარდისფერის ტანდემი, ბაცი მწვანე ფერისა და ფირუზისფერი ცისფერის ლაქებით. მისი საყვარელი კომბინაცია კი „ყრუ“ თეთრისა და „ბრწყინვალე“ შავის სინთეზი იყო. დახვეწილი თაბაშირის დიზაინი და სამკაულები კარზე, კედლებსა და ჭერზე; შავი და თეთრი კუბოკრული იატაკი; მასიური კარები; დახვეწილი თაბაშირის ან რთული აგებულების სარკის ჩარჩოები - ერთი სიტყვით ამ ყველაფერს “დრეიპერის ხელწერასაც“ კი უწოდებდნენ.
დოროთის სტილისთვის დამახასიათებელი იყო: დიდი პრინტები მთლიან კედლებზე, ტროპიკული ფოთლები, ყვავილოვანი ქსოვილები, კაშკაშა ჭაღები, ექსტრავაგანტული ჰოლი, ძვირფასი მატერიები და ასე შემდეგ. ამბობდნენ, მისი ერთი ინტერიერის დათვალიერებით თქვენ, არაბულ საღამოებს, ჩინურ სტილს, ნეო-კლასიციზმს, თეატრალურ თუ ეკლექტიკურ სტილს შეიგრძნობდით. მისი თავდაჯერებულობა და გემოვნება იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ სასტუმროს პროექტის ყველანაირი დიზაინი (დაწყებული მენიუს დიზაინით, დამთავრებული მომსახურე პერსონალის ფორმით) საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. მისი კარიერის კულმინაცია 1948 წელს გადაკეთებული ისტორიული გრინბრაიერის სასტუმროა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული შენობა სამოქალაქო ომის დროს თითქმის სულ დაიწვა, ის „დრეიპერიზმის“ ცოცხალი მონუმენტია. დრეიპერმა შეცვალა ნიუ-იორკში შერი-ნიდერლანდის, ჩიკაგოში დრეიკის, სან ფრანცისკოში ფეირმონტის სასტუმროების დიზაინი. მხოლოდ, რიო დე ჟანეიროში ქვიტანდინას დიზაინმა მას 10 მილიონი დოლარი მოუტანა.
დოროთის დიზაინის სამყაროს ნამდვილ შემოქმედს უწოდებდნენ. ის გასული საუკუნის ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო. „თქვენი კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს“, - ამბობდა დოროთი. დიდი დეპრესიის დროს, ის ადამიანებს ურჩევდა, მათი კარი წითლად შეეღებათ. უამრავმა ადამიანმა ეს რჩევა გაითვალისწინა. ამ პერიოდში, დოროთის მიერ შექმნილი პროვანსული ვარდის ქსოვილის 10 000 მეტრი იქნა გაყიდული. დოროთი სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰაიმერით იტანჯებოდა. ამის მიუხედავად, მსოფლიო დიზაინერული ზღაპრების შემქმნელს არასოდეს არ დაივიწყებს.
ჩვენ გირჩევთ
რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.
საზღვაო სტილი ინტერიერის დიზაინში ანუ როგორ შევქმნათ ნათელი და ენერგიული გარემო საცხოვრებელში
საზღვაო სტილის ინტერიერი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მზის, სითბოსა და ზღვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7