როგორ შევარჩიოთ ფარდები მისაღები ოთახისთვის ისე, რომ მივიღოთ კომფორტული სივრცე?
თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით.
თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. ამასთან ერთად სივრცეში კომფორტული ასტმოსფეროს შეგრძნება არ უნდა დაირღვეს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით. მათი არჩევის დროს გაითვალისწინეთ: ოთახის ზომა, ჭერის სიმაღლე, ფანჯრების რიცხვი და ზომა, ინტერიერის სტილური გადაწყვეტილება, ფერების გამა, ავეჯის ფერი და ტექსტურა.
თანამედროვე სტილის ოთახები სიმარტივით გამოირჩევა, რაც მათ მინიმალიზმთან აახლოვებს. ამასთან ერთად სივრცეში კომფორტული ასტმოსფეროს შეგრძნება არ უნდა დაირღვეს. აქედან გამომდინარე, ოთახის სწორი დეკორირება ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ფარდებს კი ლომის წილი მიუძღვით. მათი არჩევის დროს გაითვალისწინეთ: ოთახის ზომა, ჭერის სიმაღლე, ფანჯრების რიცხვი და ზომა, ინტერიერის სტილური გადაწყვეტილება, ფერების გამა, ავეჯის ფერი და ტექსტურა.
როცა საქმე მისაღებ ოთახს ეხება, კლასიკური ფარდები, რომლებიც ზევიდან ქვევით სწორად ეშვება, საიმედო ვარიანტია თანამედროვე ნივთების დასაბურად. ვიწრო ფანჯრებისთვის ორიგინალური ვიზუალური ეფექტი კი ყველაზე ჩვეულებრივი ფარდებითაც კი შეგიძლიათ შექმნათ. ამ მხრივ, თქვენს ოთახში ბუნებრივი სინათლე ყოველთვის საკმარისი იქნება. ამის გარდა, თუ ფანჯრები ბუხრის გვერდიგვერდ მდებარეობს, ჰარმონიულ სიმეტრიასაც მიიღებთ. ხით მოჩუქურთმებული ფარდები ისეთი ოთახებისთვისაა შესაფერისი, რომლებსაც მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები აქვთ. თუ თქვენი მისაღები ოთახი საშუალო ან პატარა ზომისაა, ამგვარი ფარდების ადგილი აქ არ არის. თანამედროვე ინტერიერში ისინი ზედმეტად უბრალოდ აღიქმება: მათი ფოჩები აღარ გამოიყენება, ხოლო ფანჯრის დამატებითი დეკორი არ არის საჭირო.
რომაული ჟალუზი - ეს არის მთლიანი ქსოვილი, რომელიც დისტანციურად დაშორებული ჰორიზონტალური ხაზებისგან შედგება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ცალკეული ფანჯრების დეკორაციისთვის, ასევე კომპლექსურად ტრადიციულ ფარდებთან ერთად. მათი უპირატესობა ისაა, რომ მართვის პრინციპიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მისაღებ ოთახში სინათლე სურვილისამებრ გაანაწილოთ. რაც შეეხება ქსოვილის ჟალუზებს, ისინი პოპულარობას კვლავ არ კარგავენ. თუმცა საცხოვრებელი სივრცისთვის სჯობს მათ ვერტიკალური მიმართულება მისცეთ. ისინი ოთახს არა მარტო მზისგან დაიცავენ, არამედ ჭერის სიმაღლის ვიზუალურ ილუზიასაც კი შექმნიან. აქედან გამომდინარე, ვერტიკალური ჟალუზები საცხოვრებელი სახლისთვის უფროა შესაფერისი, ვიდრე ჰორიზონტალური, რომელიც ოფისებისთვის გამოიყენება. მაგრამ, თუკი, ამ უკანსკნელის შეძენას გადაწყვეტთ, ღია ფერები შეარჩიეთ. მისაღებ ოთახში ასევე კარნიზების თანამედროვე ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი: ფარდები რგოლების საშულებით მრგვალი კარნიზის ორ პატარა ნაწილზეა დაკიდული. ამ შემთხვევაში, სქელი ფარდები დეკორაციისთვის გამოიყენება, ჰორიზონტალური ჟალუზები კი - პრაქტიკულობისთვის. თუ გინდათ, რომ მისაღები ოთახი ელეგანტურად გამოიყურებოდეს, ფრანგული ფარდები გამოიყენეთ.
რაც შეეხება ფერებს, კლასიკური, მუქი, მკვრივი მატერიის ფარდა ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის მისაღები ოთახისთვის შესაბამისი იქნება. ტრადიციული მუქი ფერი ხაზს სახლის თანამედროვეობას გაუსვამს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამფერი აბაჟურები, ბალიშები და სხვა დეკორატიული ელემენტები გექნებათ. მისაღები ოთახის დიზაინის მოწყობისას ერთი დაუწერელი კანონი არსებობს: თუ კედლები ნახატებითაა მორთული, ფარდები უბრალო უნდა იყოს ან პირიქით. თუმცა ყველა კანონში ერთი გამონაკლისი არსებობს: შეგიძლიათ ფარდებისთვის თამამად გამოიყენოთ სხვადასხვა პრინტისა და ტექსტურის დიზაინი. დიდ ფანჯრებზე ნათელი, პასტელის ტონის ფარდები კომფორტულ და სარელაქსაციო ატმოსფეროს შექმნის. თუ კედლები მუქია, მაშინ ღია, ნახევრად გამჭვირვალე ფარდები ინტერიერში არაჩვეულებრივრი დამატება იქმნება. ფერების ამგვარი კონტრასტი ოთახს დინამიკურობას შესძენს.
ჩვენ გირჩევთ
ჰოლივუდური სტილი - გლამურული და მდიდრული დიზაინი, საცხოვრებელ გარემოში
ჰოლივუდის ოქროს ხანაში, ისეთი დიზაინერები, როგორიც არიან უილიამ ჰაინსი და დოროთი დრეიპერი, ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ...
როგორ გავაფორმოთ საახალწლო ინტერიერი? 3 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
დღესასწაულებისთვის მზადების ბოლო დღეებში ინტერიერის დიზაინერები და საახალწლო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები უამრავ არჩევანს გვთავაზობენ...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7