ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფერი და მისი სწორად გამოყენება ინტერიერში
ფერს უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე. მისი ინტერიერში გამოყენება ცალკე მეცნიერებაა...
არქიტექტურის ისტორია ძალიან ლოგიკურად მიყვება კაცობრიობის ისტორიას. ყველა ეპოქას განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს: განვითარებისა და პრიორიტეტების შესაბამისად. იდეები მუდმივად იცვლება, მაგრამ მათი გამოხატვის არქიტექტურული საშუალებები: ფერი და ფორმა - უცვლელია. პირამიდებიცა და თანამედროვე კონცეპტუალური არქიტექტურაც ადამიანური აზრის გამოხატულებაა და ფერს მასში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ფერისა და ბუნებრივი განათებულობის სწორი გამოყენებითაა მიღებული გოთიკური ტაძრების განუმეორებელი ინტერიერიცა და მოდერნული "დე სტილის" ავეჯიც. ასე რომ, ფერს ნამდვილად შეუძლია შეკრას ან მთლიანად დაანგრიოს სივრცე.
წყარო: Fresh Home
გასული საუკუნის დასაწყისში ხელოვნებაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ფერს უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე. იმდენად, რომ თანამედროვე დიზაინში კოლორისტიკა დამოუკიდებელი დარგია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში ფერებით თამაშს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მთავარი, დამხმარე, პასტელური ფერებისა და ტონების მნიშვნელობა მაინც უნდა ვიცოდეთ, რადგან არაფერი ისე არ განსაზღვრავს ინდივიდუალიზმს ინტერიერში, როგორც ფერი. გარდა ამისა, ყველა ჩვენთვის მოსაწონ, თანამედროვე თუ ისტორიულ მიმდინარეობას საკუთარი ფერთა პალიტრა გააჩნია, რომელთა გარეშეც მათი ხასიათის დაჭერა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
წყარო: Beverly Ellsley
ფიზიკური და ფსიქოლოგიური გავლენა
ფერების სიმბოლიზმი გერბებზე, დროშებსა და ლოგოებზე უბრალო ახირება ნამდვილად არაა. ფსიქოლოგიის შესწავლამ დაგვანახა, რომ სხვადასხვა ფერს ჩვენს პერსონაზე სხვადასხვა გავლენა აქვს და ტონალობები სივრცის ფუნქციის მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის წითელი ფერის ფიზიო და ფსიქო ზემოქმედება ჩვენზე: წითელ ოთახში პულსი გვიჩქარდება, ვკარგავთ დროის შეგრძნებას და მადას. ასე რომ, დაივიწყეთ წითელი ფერით დომინირებული სამკითხველო, საძინებელი ან სამზარეულო. წითელი საკმაოდ აგრესიული ფერია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არც ბავშვთა ოთახშია რეკომენდებული. ენერგიის აფეთქებას და დაღლას იწვევს ნარინჯისფერიც. თუმცა, წითელი ფერი აუცილებელია ნეიტრალური ფერების მქონე ინტერიერში, მის გასაცოცხლებლად. გარდა ამისა, თუ თქვენს ოთახში არის რაიმე ისეთი, რაზეც ყურადღების გამახვილება გნებავთ, გააკეთეთ მასზე წითელი ფერით აქცენტი. აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტი აქვთ ცივ ფერებს, რის გამოც სასწავლო აუდიტორიებში, საავადმყოფოებსა და ოფისებში ლურჯის, ნაცრისფერისა და ცივი, ბაცი ყვითელის სხვადასხვა ტონები დომინირებს. აღსანიშნავია, რომ ფერები მოქმედების მიხედვით დაბალანსებული უნდა იყოს, რომ უკიდურესობები თავიდან ავირიდოთ.
წყარო: House and Garden
ილუზიის ეფექტი
ფერებს თვალის მოტყუება შეუძლია, ამ თვისებას ინტერიერის პროექტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. საწყისები ძალიან მარტივია - ნათელი, თბილი ტონები თითქოს უფრო გვაახლოებს საგნებთან და სივრცეს ზრდის, ხოლო მუქი ტონალობები თითქოს ამძიმებს და ამცირებს გარემოს. ორივე ეფექტს თავისი დანიშნულება აქვს და სხვადასხვაგვარ სივრცეში მათი სწორი გამოყენება გვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ამიტომ, თუ თქვენ, პატარა საძინებელს აქტიური, თბილი ფერებით შეღებავთ, ის თვალისთვის კიდევ უფრო დაპატარავდება, ხოლო დიდი სივრცე კი პირიქით - უფრო მყუდრო და ადვილად სამართავი გახდება.
წყარო: Vtwonen.nl
ზონირება და აქცენტირება
თანამედროვე დიზაინი საცხოვრებელი გარემოს, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საერთოდ, ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ზონირება და ტიხრების მინიმუმამდე შემცირება სივრცეებში სწორედ ამას ემსახურება, რადგან ზრდასრული, თანამედროვე ადამიანი ღია, ნათელ სათავსოში ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს. თავისუფალი გეგმარების პირობებში, რაც თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე დიდი მიღწევაა, ფერისა და ტონალობის სწორი გამოყენებით შესაძლებელია საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ზონირება. მეტიც, ის განათების, ფერისა და ფორმის გარეშე შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ თანამედროვე ინტერიერის დიზაინში თეთრი და მასთან მიახლოებული ტონების მკვეთრი აქცენტებით გახალისება ძალიან მოდური და მარტივია. მაგალითად, სრულიად თეთრ, ბუნებრივად განათებულ ოთახში პასტელური აქცენტებით თამაში თქვენს ინტერიერს მყუდროს გახდის და ბუნებრივად დაალაგებს ფუნქციონალურ არეებს. ძალიან ეფექტური და გემოვნებიანი იქნება, თუ თქვენს მიერვე არჩეული ფერის სხვადასხვა ტონალობით თეთრ ოთახში, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს, ზონებს მიუთითებთ. მაგალითად, საძინებელში შეგიძლიათ გამოყოთ დასაძინებელი, სამუშაო და სამკითხველო ზონა. ფერის მიხედვით ეს სავსებით ბუნებრივად ხდება.
წყარო: Vtwonen.nl
ფერის საინტერესო გამოყენების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, ყველაფერი, ალბათ ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, თანამედროვე ინტერიერისთვის ხომ ინსპირაციის წყარო კონკრეტული პიროვნებაა. არქიტექტურის მთავარი მიზანია სწორად ვიპოვოთ საარსებო სივრცე.არქიტექტურის ისტორია ძალიან ლოგიკურად მიყვება კაცობრიობის ისტორიას. ყველა ეპოქას განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი აქვს: განვითარებისა და პრიორიტეტების შესაბამისად. იდეები მუდმივად იცვლება, მაგრამ მათი გამოხატვის არქიტექტურული საშუალებები: ფერი და ფორმა - უცვლელია. პირამიდებიცა და თანამედროვე კონცეპტუალური არქიტექტურაც ადამიანური აზრის გამოხატულებაა და ფერს მასში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ფერისა და ბუნებრივი განათებულობის სწორი გამოყენებითაა მიღებული გოთიკური ტაძრების განუმეორებელი ინტერიერიცა და მოდერნული "დე სტილის" ავეჯიც. ასე რომ, ფერს ნამდვილად შეუძლია შეკრას ან მთლიანად დაანგრიოს სივრცე.
წყარო: Fresh Home
გასული საუკუნის დასაწყისში ხელოვნებაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ფერს უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე. იმდენად, რომ თანამედროვე დიზაინში კოლორისტიკა დამოუკიდებელი დარგია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში ფერებით თამაშს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მთავარი, დამხმარე, პასტელური ფერებისა და ტონების მნიშვნელობა მაინც უნდა ვიცოდეთ, რადგან არაფერი ისე არ განსაზღვრავს ინდივიდუალიზმს ინტერიერში, როგორც ფერი. გარდა ამისა, ყველა ჩვენთვის მოსაწონ, თანამედროვე თუ ისტორიულ მიმდინარეობას საკუთარი ფერთა პალიტრა გააჩნია, რომელთა გარეშეც მათი ხასიათის დაჭერა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
წყარო: Beverly Ellsley
ფიზიკური და ფსიქოლოგიური გავლენა
ფერების სიმბოლიზმი გერბებზე, დროშებსა და ლოგოებზე უბრალო ახირება ნამდვილად არაა. ფსიქოლოგიის შესწავლამ დაგვანახა, რომ სხვადასხვა ფერს ჩვენს პერსონაზე სხვადასხვა გავლენა აქვს და ტონალობები სივრცის ფუნქციის მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის წითელი ფერის ფიზიო და ფსიქო ზემოქმედება ჩვენზე: წითელ ოთახში პულსი გვიჩქარდება, ვკარგავთ დროის შეგრძნებას და მადას. ასე რომ, დაივიწყეთ წითელი ფერით დომინირებული სამკითხველო, საძინებელი ან სამზარეულო. წითელი საკმაოდ აგრესიული ფერია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არც ბავშვთა ოთახშია რეკომენდებული. ენერგიის აფეთქებას და დაღლას იწვევს ნარინჯისფერიც. თუმცა, წითელი ფერი აუცილებელია ნეიტრალური ფერების მქონე ინტერიერში, მის გასაცოცხლებლად. გარდა ამისა, თუ თქვენს ოთახში არის რაიმე ისეთი, რაზეც ყურადღების გამახვილება გნებავთ, გააკეთეთ მასზე წითელი ფერით აქცენტი. აბსოლუტურად საპირისპირო ეფექტი აქვთ ცივ ფერებს, რის გამოც სასწავლო აუდიტორიებში, საავადმყოფოებსა და ოფისებში ლურჯის, ნაცრისფერისა და ცივი, ბაცი ყვითელის სხვადასხვა ტონები დომინირებს. აღსანიშნავია, რომ ფერები მოქმედების მიხედვით დაბალანსებული უნდა იყოს, რომ უკიდურესობები თავიდან ავირიდოთ.
წყარო: House and Garden
ილუზიის ეფექტი
ფერებს თვალის მოტყუება შეუძლია, ამ თვისებას ინტერიერის პროექტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. საწყისები ძალიან მარტივია - ნათელი, თბილი ტონები თითქოს უფრო გვაახლოებს საგნებთან და სივრცეს ზრდის, ხოლო მუქი ტონალობები თითქოს ამძიმებს და ამცირებს გარემოს. ორივე ეფექტს თავისი დანიშნულება აქვს და სხვადასხვაგვარ სივრცეში მათი სწორი გამოყენება გვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ამიტომ, თუ თქვენ, პატარა საძინებელს აქტიური, თბილი ფერებით შეღებავთ, ის თვალისთვის კიდევ უფრო დაპატარავდება, ხოლო დიდი სივრცე კი პირიქით - უფრო მყუდრო და ადვილად სამართავი გახდება.
წყარო: Vtwonen.nl
ზონირება და აქცენტირება
თანამედროვე დიზაინი საცხოვრებელი გარემოს, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საერთოდ, ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ზონირება და ტიხრების მინიმუმამდე შემცირება სივრცეებში სწორედ ამას ემსახურება, რადგან ზრდასრული, თანამედროვე ადამიანი ღია, ნათელ სათავსოში ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს. თავისუფალი გეგმარების პირობებში, რაც თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე დიდი მიღწევაა, ფერისა და ტონალობის სწორი გამოყენებით შესაძლებელია საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ზონირება. მეტიც, ის განათების, ფერისა და ფორმის გარეშე შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ თანამედროვე ინტერიერის დიზაინში თეთრი და მასთან მიახლოებული ტონების მკვეთრი აქცენტებით გახალისება ძალიან მოდური და მარტივია. მაგალითად, სრულიად თეთრ, ბუნებრივად განათებულ ოთახში პასტელური აქცენტებით თამაში თქვენს ინტერიერს მყუდროს გახდის და ბუნებრივად დაალაგებს ფუნქციონალურ არეებს. ძალიან ეფექტური და გემოვნებიანი იქნება, თუ თქვენს მიერვე არჩეული ფერის სხვადასხვა ტონალობით თეთრ ოთახში, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს, ზონებს მიუთითებთ. მაგალითად, საძინებელში შეგიძლიათ გამოყოთ დასაძინებელი, სამუშაო და სამკითხველო ზონა. ფერის მიხედვით ეს სავსებით ბუნებრივად ხდება.
წყარო: Vtwonen.nl
ფერის საინტერესო გამოყენების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, ყველაფერი, ალბათ ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, თანამედროვე ინტერიერისთვის ხომ ინსპირაციის წყარო კონკრეტული პიროვნებაა. არქიტექტურის მთავარი მიზანია სწორად ვიპოვოთ საარსებო სივრცე.ჩვენ გირჩევთ
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს? რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7