როგორ მოვაწყოთ ერთოთახიანი ბინის დიზაინი ისე, რომ სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ?
თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ რემონტის დროს აუცილებელია სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად გამოიყენოთ.
თუ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ რემონტის დროს აუცილებელია სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად გამოიყენოთ. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერიერის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებაც. სანამ კონკრეტულად დიზაინის შემუშავებაზე გადახვალთ, რამდენიმე დეტალი უნდა დაგეგმოთ. მაგალითად, გააერთიანებთ თუ არა სამზარეულოს მისაღებ ოთახთან, რამდენად მოახდენთ სივრცის დიფერენცირებას ზონების მიხედვით: დაძინების და დასვენების სეგმენტი, ვიდეო-ზონა, სამუშაო ადგილი, საბავშვო კუთხე. ერთოთახიანი ბინისთვის ვიზუალური გაფართოება რამდენიმე დიზაინერული ხრიკითა და ტექნიკით შეგიძლიათ. ყველაზე მარტივი და პოპულარული მსუბუქი პალიტრის გამოყენებაა. იმისთვის, რომ სივრცე ჩანდეს დიდი, მაგრამ არა უფორმო, გამოიყენეთ ფერთა ტონის შემდეგი განლაგება: ჭერი უნდა იყოს ყველაზე ღია, კედლები - ერთი-ორი ტონით მუქი, იატაკი კი - კონტრასტულად მუქი. სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის სარკის, პრიალა და მინის ზედაპირების გამოყენებაც არაჩვეულებრივი ვარიანტია. ავეჯს რაც შეეხება, გაითვალისწინეთ, რომ აარჩიოთ კომპაქტური და ამასთან ერთად, ფუნქციური დივან-სკამები, შენახვის სისტემები, მაგიდები და სხვა. დეკორის გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ბინა მინიმალისტურ სტილში, დეკორაციებს მოკლებული უნდა იყოს. უბრალოდ, შეგიძლიათ უარი თქვათ, მაგალითად, კედლის დეკორირებაზე. ერთოთახიან ბინაში აუცილებელია საკმარისი განათება. ფანჯრები ამას ბუნებრივად ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ დაამატეთ განათების ხელოვნური წყარო. ლამაზი დიზაინის სანათურებით სივრცესაც დაამშვენებთ.

საცხოვრებლის ფუნქციური ზონების გაერთიანება საინტერესო ტრენდად იქცა მთელ მსოფლიოში. ფაქტია, ბინის მსგავსი მოწყობა საკმაოდ ეფექტურია, მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი ერთოთახიანია. ღია ტიპის ეს დაგეგმარება მოიცავს დასვენებისა და სამუშაო ტერიტორიების ორგვარ განაწილებას. ერთ შემთხვევაში, მისაღები ოთახი ჩვეული როლით არის გაფორმებული. დასასვენებელ ფუნქციას კი დივანი ან ტახტი ითავსებს, რომელიც მარტო ღამით იშლება. მსგავსი დაგეგმარების უპირატესობა ისაა, რომ პატარა სივრცეში სასურველი სიტუაციის ორგანიზება მარტივად შეიძლება. უარყოფითი ის ფაქტია, რომ მაცხოვრებელს სულ დივანზე მოუწევს ძილი. ეს კი, ყველა შემთხვევაში, არაკომფორტულია. მეორე ვარიანტია, მისაღები ოთახისა და საძინებლის გაერთიანება. ამ დროს კედლის დივანი აირჩიეთ. დღის ვარიანტში ეს ჩვეულებრივი დასაჯდომი იქნება, საღამოს კი - დასაძინებელი სივრცე. გირჩევთ, მსგავსი გასაშლელი ავეჯი ფანჯრის კუთხეში მოათავსოთ. ამ შემთხვევაში სინათლე არ გადაიფარება და მცირე სივრცე „მკვდარ“ ზონას არ დაემსგავსება.
უმეტეს შემთხვევაში, ერთოთახიანი ბინების სამზარეულო 6.5 კვადრატულ მეტრზე დიდი არ არის. ამ პატარა სივრცეში უნდა იყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შესანახი თაროები, სასადილო ზონა. ზუსტად ამ ფუნქციური სეგმენტისთვის ადგილი არასოდეს არ არის საკმარისი. ამიტომ ზოგჯერ სასადილო მაგიდა და სკამები მისაღებ ოთახში გადაგვაქვს ხოლმე. თუმცა ეს პრობლემა შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ, თუ სამზარეულოს კუნძულს ფანჯრის რაფამდე გააგრძელებთ.
ჩვენ გირჩევთ
რის მიხედვით შევარჩიოთ საშხაპე კაბინები?
თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში აბაზანა იშვიათად თუ შეგხვდებათ. ალტერნატიულ ვარიანტად საშხაპე კაბინა და მისი მრავალი მოდიფიკაცია გვევლინება.
როგორ შევმატოთ ინტერიერს ძველი ჰოლივუდის გლამური
სენტიმენტალური ნივთები, ანტიკვარები და ინტერიერის გაფორმებისას დიზაინერის გონივრული გადაწყვეტილებები ლოს-ანჟელესში მდებარე გასაქირავებელ აპარტამენტში ძველი ჰოლივუდის ატმოსფეროს ქმნიან...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7