ორიენტალიზმი - ინტერიერის სახასიათო სტილი და პინტოს მრავალფეროვანი შემოქმედება
ორიენტალიზმი ხელოვნებაში თითქმის მთლიანად აღმოსავლურ კულტურას და მის სტერეოტიპულ გამოვლინებებს აღნიშნავს.
არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში თვითგამოხატვისთვის, აზრებისა და გარემო პირობების გადმოსაცემად უამრავი ხერხი დაგროვდა. ეს „ხერხები“ სხვა არაფერია თუ არა სტილები, რომლებსაც ერთმანეთისგან ეპოქა, რელიგია და კულტურა განასხვავებს. ზუსტად ისევე, როგორც სხვა მიმდინარეობები, უკვე საკმაოდ ბევრი სტილის ორომტრიალში გაჩნდა ორიენტალიზმიც. ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, ორიენტალიზმი ხელოვნებაში თითქმის მთლიანად აღმოსავლურ კულტურას და მის სტერეოტიპულ გამოვლინებებს აღნიშნავს. სწორედ ამ სტერეოტიპულობისა და ზედაპირულობის გამო ტერმინმა მეოცე საუკუნეში, ცოტათი კოლონიარისტული და უხეში ელფერი მიიღო. ორიენტალიზმი, როგორც ტერმინი, თითქოს მთლიანად დასავლეთის კულტურის დამოკიდებულებას გამოხატავს, აღმოსავლეთის ალტერნატივის მიმართ. ასევე ტერმინი ორიენტალისტური ხელოვნებაც, დასავლურ კულტურაში ძალიან ფასადურად და დეკორატიულად გამოიყენება. ხელოვნებას არასოდეს გამოურიცხავს მსგავსი ესთეტიკის არსებობა, ამიტომაც ორიენტალიზმი გარკვეული გემოვნების მქონე ადამიანებში დღემდე არ კარგავს აქტუალობას. თუ გიტაცებთ შუა აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების კულტურა, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი გთავაზობთ, რომ ინსპირაცია სწორედ ორიენტალიზმისგან აიღოთ.

ყველაზე პოპულარული ინტერიერის დიზაინერი, რომელსაც მართლაც გამორჩეული ხედვა და ესთეტიკური ხელწერა აქვს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სინთეზში, ალბერტო პინტოა. იგი კასაბლანკაში დაიბადა და 2012 წელს გარდაიცვალა. კასაბლანკაში, არგენტინელი მშობლების მიერ გაზრდილ ალბერტოს, კულტურულად ძალიან მრავალფეროვანი ბავშვობა ჰქონდა. მიიღო რა განათლება პარიზში, მისთვის ორი სამყაროს შეთავსება და ორიენტალისტური, კონკრეტულად კი ჩრდილო-აფრიკული და სპარსული ესთეტიკის აღქმა თითქოს ბუნებრივად იქცა. თითქოს, მასში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე არსებობდა დასავლეთის დახვეწილობა და აღმოსავლეთის პომპეზურობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ალბერტო პინტო ერთ-ერთი წამყვანი ინტერიერი დიზაინერი გახლდათ და მისი ნიჭი სრულად იტევდა თანამედროვე ცხოვრების არაერთგვაროვნებასა და ქაოსს. პინტოს პროექტები არ იყო მხოლოდ ორიენტალიზტური, იგი ქმნიდა კლასიკას, მოდერნს, იშვიათად მინიმალიზმსაც.
თუმცა, მისი მთავარი თვისება, რაც დიდი ფართობის მქონე სახლისთვის მყუდროების მინიჭებასა და დათბობაში მდგომარეობდა, არსად ისე კარგად არ ჩანს, როგორც ორიენტალიზმში. კომფორტის მატერიით შექმნა, მკვეთრი ფერებისა და სახასიათო დეკორის კომბინაცია პინტოს მთავარი ხერხია მიზნის მისაღწევად. თავად ამბობდა, რომ საყვარელი სტილი ან ეპოქა არ გააჩნდა და მისთვის მთავარი იყო ადამიანს საცხოვრებელი ფართის შიში არ ჰქონოდა, თავი მყუდროდ ეგრძნო. სწორედ ამ გრძნობის გადმოტანას ცდილობდა ესთეტიკაში ადამიანი, რომელსაც სახლების კოლექცია ჰქონდა მსოფლიოს მასშტაბით: უკლებლივ ყველაში, ჩაის ტილოებიც კი მისი დიზაინით იყო შექმნილი.
ჩვენ გირჩევთ
გოთიკური სტილი ინტერიერში ანუ როგორ შევქმნათ ელეგანტური და შთამბეჭდავი გარემო საცხოვრებელში
გოთიკური ინტერიერის დიზაინი შუა საუკუნეების ერას წარმოადგენს. ხშირად ტერმინი „ვიქტორიანული გოთიკა“ დეპრესიის, ჟრუანტელის გამომწვევ ასოციაციებს ქმნის ხოლმე.
საძინებლის მოწყობის 9 ორიგინალური იდეა
საძინებელი ის ადგილია, სადაც მაქსიმალური სიმშვიდის შეგრძნებას ვეძებთ. იხილეთ მისი მოწყობის 9 ორიგინალური იდეა...
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7