ცხოვრების სტილი

საინტერესო საახალწლო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოს გარშემო

ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს.

2589

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყველა ქვეყანაში თავისებურად ხდება, რადგან სხვადასხვა ერის ხალხები განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებლები არიან. ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ როგორც ქართულს, ისე სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო საახალწლო ტრადიციებზე ვისაუბრებთ.

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყველა ქვეყანაში თავისებურად ხდება, რადგან სხვადასხვა ერის ხალხები განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მატარებლები არიან. ყოველთვის საინტერესოა გაეცნო უცხო ქვეყნის წარმომადგენლების საინტერესო წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ როგორც ქართულს, ისე სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო საახალწლო ტრადიციებზე ვისაუბრებთ.

წყარო: www.telegraph.co.uk
წყარო: www.telegraph.co.uk

მანამ, სანამ ფინელები საშობაო ნაძვის ხეს მორთავენ ისინი აუცილებლად ბრინჯის ფაფას მიირთმევენ და ქლიავის წვენს სვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნაძვის ხის მორთვას. რაც შეეხებათ პოლონელებსა და ბულგარელებს, ისინი საახალწლო სუფრაზე ზუსტად 12 კერძს დებენ, რომელთა შორის არც ერთია ხორცეული. მეტად უცნაური და საინტერესო ტრადიცია აქვთ ესპანეთში - 31დეკემბრის ბოლო მომენტისთვის, სანამ საათი 12-ს ჩამოკრავს, ისინი პირს ყურძნებით ივსებენ. თითო მარცვლის ჩადებისას სურვილ იფიქრებენ და იდებენ იმდენ ყურძნის მარცვალს, რამდენჯერაც საათი დარეკავს ბოლო წამებს, ახალი წლის დადგომამდე. განსაკუთრებული და საკმაოდ ძველი ტრადიციების მატარებელნი არიან შოტლანდიელები, რომლებიც ახალი წლის საღამოს ქუჩაში ცეცხლოვან აღლუმს აწყობენ. ეს ტრადიცია საკმაოდ ძველია და მისი ფესვები ვიკინგების ხანას უკავშირდება. გერმანელები საშობაო სუფრაზე ვაშლებით, ნიგვზითა და ქიშმიშით მორთულ კერძსა და მთელი კვირის განმავლობაში გამომცხვარ ღვეზელებს დებენ. ამ ყველაფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. გერმანელების რწმენით, ვაშლი კეთილისა და ბოროტის შეცნობის სიმბოლოა, რაც შეეხება კაკალს, ის ცხოვრებისეულ საიდუმლოსა და სიძნელეს ასახავს.

წყარო: www.thesun.co.uk
წყარო: www.thesun.co.uk

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან საახალწლო რიტუალები სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციებისა, მეკვლეს ტრადიცია ყველასთვის საერთოა. მეკვლე, მეფეხე, მეფეხური - ის ადამიანია, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას ერთხანს საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული თუ რამდენად კარგი ან ცუდი იქნებოდა მომავალი წელიწადი ოჯახისთვის. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლებოდა, ხოლო მეკვლე, უპირველეს ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს, რომელმაც გზა უნდა გაიკვალოს ოჯახისკენ და „ბედნიერი ფეხით“ ესტუმროს მას.

წყარო: www.mylilac.wordpress.com
წყარო: www.mylilac.wordpress.com

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული წმინდა ბასილის სახელთან. ძველ საქართველოში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქრისტიანობა დამკვიდრდებოდა, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი "ბასილას" ქანდაკებაც. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ბასილა არა წმ. ბასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება იყო, ბასილას კვერები კი - მასთან დაკავშირებული ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ. მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ბასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას, ბასილა ეწოდა. 

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

შინაური ცხოველების დადებითი თვისებები და 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ მათზე

მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები სახლში ელოდებიან, იმ ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა, რომელსაც ისინი გვანიჭებენ უცხო არ უნდა იყოს.

8924
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

მეხსიერების გაუმჯობესების აუცილებლობა და 5 გზა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ

კარგი მეხსიერების ქონდა დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინის სიცოცხლისუნარიანობაზე.

8018
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575