ხელსაქმე, როგორც რელაქსაციის საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი მხარეები
თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე.
დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მინიჭება საკუთარი თავისთვის თავადვე შეგვიძლია და ეს არც ისე რთულია. როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანზე, მის ფიზიკურ და მენტალურ მხარეზე. თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე.
დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მინიჭება საკუთარი თავისთვის თავადვე შეგვიძლია და ეს არც ისე რთულია. როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანზე, მის ფიზიკურ და მენტალურ მხარეზე. თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე.
მეცნიერები ადასტურებენ, რომ ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხეზე და თიხაზე მუშაობა და სხვ. ადამიანის ტვინს ეხმარება გამოჰყოს ჰორმონი დოპამინი, რაც თქვენს ხასიათს აუმჯობესებს და სიმშვიდეს ჰგვრის. განვითარებულ ქვეყნებში კარგად დანერგილი პრაქტიკაა ქსოვის და თიხის თერაპია. უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ხელსაქმითაა დაკავებული აღიარებს, რომ მათი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ამ ხელობების შესწავლა დაიწყეს. ისინი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ და ეს ყველაფერი, სწორედ საყვარელი საქმიანობის პოვნამ განაპირობა.
როდესაც რაიმე ხელობით ხარ დაკავებული თითქოს დრო ჩერდება, საყვარელ საქმიანობაში იკარგები და ხდები რაღაც უფრო დიდის ნაწილი. ეს ყველაფერი თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით კარგად აისახება. ტვინი ვარჯიშობს და თქვენ ეჩვევით ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტას. ამასთან ერთად, ხელსაქმით დაკავებული ადამიანები ადვილად ივითარებენ კოგნიტურ უნარ-ჩვევებს, უუმჯობესდებათ კიდურებისა და თვალების კოორდინაცია და სივრცის აღქმის უნარი.
დაფიქრდით რომელი ხელობის შესწავლა გსურთ, იქნება ეს ქსოვა, ქარგვა თუ ხეზე მუშაობა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის საქმე იპოვოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და რომელიც მოგცემთ საშუალებას საკუთარი თავი წარმოაჩინოთ. ნუ მოგერიდებათ სასწავლო ჯგუფში სიარულის, პირიქით ეს საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებთანაც საერთო ინტერესები გექნებათ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის საყვარელ საქმეს. რაიმე ხელობით დაკავება, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვისაცაა სასარგებლო. ასე, რომ თუ თქვენ შვილები გყავთ შეგიძლიათ მათთან ერთად დაეუფლოთ რაიმე ხელობას და ერთად განვითარდეთ საყვარელ საქმეში. გახსოვდეთ, რომ არასდროსაა გვიან რაიმეს სწავლა, მთავარია მონდომება და საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა. ეს არ არის, უბრალოდ გართობა, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვის და სიმშვიდისთვის აუცილებელი საქმეა. ასე, რომ არ დაიშუროთ დრო და ენერგია და იპოვეთ საყვარელი ხელსაქმე.
ჩვენ გირჩევთ
სამი მარტივი თერაპია, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება
ჩვენს გარშემო არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ალბათ ყველაზე მარტივი ამ სამი თერაპიის ჩატარებაა.
6 რჩევა, რომელიც თქვენი სახლის სწრაფად და მარტივად დალაგებაში დაგეხმარებათ
დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს სახლში დასვენებას და თავისუფლად ყოფნას, თუმცა ხანდახან ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი არეულობაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7