ინტერიერი

რის მიხედვით შევარჩიოთ საშხაპე კაბინები?

თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში აბაზანა იშვიათად თუ შეგხვდებათ. ალტერნატიულ ვარიანტად საშხაპე კაბინა და მისი მრავალი მოდიფიკაცია გვევლინება.

2561

თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში აბაზანა იშვიათად თუ შეგხვდებათ. ალტერნატიულ ვარიანტად საშხაპე კაბინა და მისი მრავალი მოდიფიკაცია გვევლინება. ცხოვრების სწრაფი ტემპი, წყლის მაღალი ტარიფი, მცირე ფართობის მქონე ბინები - ეს ის მიზეზებია, რის გამოც, საშხაპე კაბინებს ვამჯობინებთ ხოლმე. ამ სტატიით გაიგებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ კომფორტული, მრავალფუნქციური, ესთეტიკური და პრაქტიკული საშხაპე კაბინა.

თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში აბაზანა იშვიათად თუ შეგხვდებათ. ალტერნატიულ ვარიანტად საშხაპე კაბინა და მისი მრავალი მოდიფიკაცია გვევლინება. ცხოვრების სწრაფი ტემპი, წყლის მაღალი ტარიფი, მცირე ფართობის მქონე ბინები - ეს ის მიზეზებია, რის გამოც, საშხაპე კაბინებს ვამჯობინებთ ხოლმე. ამ სტატიით გაიგებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ კომფორტული, მრავალფუნქციური, ესთეტიკური და პრაქტიკული საშხაპე კაბინა.

წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com

სააბაზანო ოთახში საშხაპე ზონის არჩევის ორგვარი ვარიანტი არსებობს: ეს არის მზა კაბინის დამონტაჟება თავისივე აქსესუარებით. მისი შეძენის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ სააბაზანოს ოთახის პარამეტრები, ბიუჯეტი, საშხაპე კაბინის ფუნქციურობის განსაზღვრა, პადონის დონე. მზა კაბინებს პადონის და მასთან შესაბამისი კედლების სხვადასხვა ფორმა აქვთ. გვხვდება კვადრატის, მართკუთხედის, ხუთკუთხედის, მრავალკუთხედისა და წრის ფორმის მაგვარი პადონები. კაბინების არჩევის მეორე ვარიანტი ისაა, რომ თქვენ თავად შეარჩიოთ აქსესუარები და მისი მოაჯირები.

წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com

გვხვდება ღია და დახურული საშხაპე კაბინები. ღია კონსტრუქციას სახურავი არ აქვს და ამიტომ შედარებით იაფიც ღირს. დახურულში კი გვხვდება ზედა კედელი, სავენტილაციო და განათების სისტემა. ზოგიერთ მოდელში რადიო და სატელეფონი ხაზიც არსებობს. სითბოსა და ტენიანობის შესანარჩუნებლად დახურული მოდელები უპირობო ლიდერები არიან. მაგრამ იმ ადამიანებს რომლებსაც დახურული სივრცის შიში აქვთ, ღია მოდელს ირჩევენ ხოლმე.

წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com

საშხაპე ზონის გამოყოფის ბევრი ორიგინალური ვარიანტი არსებობს. ყველაზე მარტივია ის აბაზანის კუთხეში გააკეთოთ. ორი კედელი გაქვთ, თქვენ მხოლოდ კარის შერჩევა და დაკიდვა დაგრჩებათ. ხშირად ფარდასაც გამოიყენებე ხოლმენ. დიზაინერები კი გვირჩევენ, რომ მინა ავირჩიოთ. ის უსაფრთხო და მექანიკური დაზიანებების მხრივ მდგრადი გახლავთ. ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულ საშხაპე ზონას კი შუქის დამონტაჟება არ უნდა, რადგან სინათლე გამჭვირვალე მინიდანაც შემოდის. საშხაპე კაბინის მინა შეიძლება იყოს მოხატული, შეღებილი, გრავირებული. თანამედროვე საბეჭდი საშუალებების დახმარებით კი მის ზედაპირზე ნებისმიერი რამ შეგიძლიათ ამობეჭდოთ. გამოიყენება დაბურული მინაც. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის.

წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com

თანამედროვე საშხაპე კაბინაში მხოლოდ დუშს აღარ შეხვდებით. ეს უკვე მრავალფუნქციური ზონაა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია „ტროპიკული წვიმა“. ამ დროს წყლის ნაკადი დუშის უამრავი და დიდი ხვრელებით მოეწოდება. გაქვთ ისეთი შეგრძნება, თითქოს მართლა ტროპიკული წვიმის ქვეშ იმყოფებით. პროცედურას სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ასევე არსებობს ჰიდრომასაჟის ფუნქციაც. ამ დროს ,ორ რიგად, 4-დან 12-მდე ინჟექტორი არის ჩამწკრივებული. ისინი სხვადასხვა დონეზე არის დამონტაჟებული. წყალი მიეწოდება სხეულის ნებისმიერ ნაწილს. ასევე საშხაპე კაბინებს აქვს პანელიც, რისი მიხედვითაც შეგიძლიათ აირჩიოთ ჰიდრომასაჟისა თუ ტროპიკული წვიმის ფუნქციაც. ასევე დაარეგულიროთ წყლის დონე და ტემპერატურა.

წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com
წყარო: www..remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში, ანუ როგორ გამოვხატოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად

არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს.

1808
ნახე მეტი
ინტერიერი

ელსი დე ვულფი - ქალი, რომელმაც ინტერიერის დიზაინში ყველა სტერეოტიპი დაანგრია

ამბობენ, რომ პროფესია ინტერიერის დიზაინერი დღევანდელი გაგებით, ქალმა ჩამოაყალიბა და ეს ქალი, ამერიკელი მსახიობი, ელსი დე ვულფი იყო.

1163
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575