სავახშმო სივრცე — სამზარეულოში
წითელი, თეთრი და შავი ფერების შერწყმით მასიური, მოდერნისტული სამზარეულოს ინტერიერი შეიქმნა, რომელიც მისაღების ფუნქციასაც თავისუფლად ითავსებს.

არქიტექტორ ბენ ოუსის (Ben Awes, CityDeskStudio) ამოცანა ისეთი სამზარეულოს დაპროექტება იყო, დიდი ოჯახის შეკრებისთვის რომ გამოდგებოდა. ოუსმა ბინაში არსებული სასადილო ოთახის სამზარეულოსთან მიერთება გადაწყვიტა, რის შედეგადაც, მთლიანობაში, 36 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართობი მიიღო. ეს კი, საკმარისი სივრცე აღმოჩნდა კუნძულისთვისაც — ცენტრში განთავსებულმა რბილმა ტახტებმა ოთახში ლაუნჯის ატმოსფერო შეიტანა.
იმისათვის, რომ ოთახი უფრო ნათელი ყოფილიყო, მთლიან კედელზე მასიური ფანჯრები ჩამონტაჟდა, რომლებიც ვიზუალურად დახლის ერთგვარი გაგრძელება აღმოჩნდა.
სამზარეულოს ცენტრალური ნაწილი რბილ, კუთხის ტახტს უკავია, რომელიც შავი ლამინატის და თეთრი ტყავის ფაქტურებითაა შექმნილი. ოთახში ტახტის განთავსება არქიტექტორმა მთელი ოჯახის შეკრებისას სიმყუდროვის მუხტის შესატანად მოიფიქრა და სწორედ მის ორ ნაწილს შორის გადაწყვიტა სასადილო მაგიდის დადგმა.
კედლების გასწვრივ განლაგებული დახლების სიმაღლე, რომლებიც სათავსოების ფუნქციას ითავსებს, ტახტის სიმაღლეს ზუსტად ემთხვევა და ინტერიერის სიმეტრიას იცავს. ტახტის დიზაინზეც ბენ ოუსმა იმუშავა, შთაგონება ლუდვიგ ვან დე როის (Mies van der Rohe) მიერ შექმნილი სკამიდან — Barcelona chair-იდან მიიღო. რბილი ნაწილის საფარი — ხელოვნური ტყავი სამზარეულოს მოცემულობისთვის ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა, რადგანაც ადვილად ირეცხება. ტახტი P-Lam-ის ლამინატის დახლებითაა დაბოლოებული, დახლების ზედა ნაწილი კი, ალევრიტის მასალით გააკეთეს.
სასადილო მაგიდა საკმაოდ იშვიათი ფერის, გრანიტის მასალაშია გადაწყვეტილი. ბალანსის დასაცავად, სამზარეულოში არსებული ყველა სათავსოს ზედა ნაწილის გაკეთებაც იმავე გრანიტით მოხდა. არქიტექტორმა მეტი პრაქტიკულობისთვის მაგიდის არასტანდარტული — ფოლადის მოძრავი ფეხების გაკეთება მოიფიქრა: ისინი, სპეციალურად, კუთხეების ნაცვლად, დიაგონალურ პოზიციაზე, 15 სანტიმეტრის დისტანციით — ზიგ-ზაგოვან პერიმეტრზე განათავსა და ერთმანეთთან ჯვარედინი დეტალებით დააკავშირა. ამ კონსტრუქციის დამსახურებით ფეხები იკეცება და სივრცეც იზრდება. შედეგად, მაგიდის გარშემო ბევრ ადამიანს ერთდროულად შეუძლია დაჯდეს, თანაც სასურველ პოზიციაზე.
სამზარეულოში თითქმის ყველა კედელთან განლაგებული დახლები სათავსოების ფუნქციას ითავსებენ. თერმული პლასტმასის თეთრი და წითელი მასალები რეცხვის დროს ძალიან პრაქტიკულია და მათზე აღბეჭდილი ნათითურების მოშორებაც ადვილად ხდება.
სამზარეულოს წითელი კუთხე გაზქურას, თაროში ჩადგმულ მიკროტალღოვან ღუმელს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას და მაცივარს აერთიანებს. ჭურჭლის ნიჟარა, უახლესი ტენდენციის მიხედვით, გაზქურის დახლისგან განცალკევებით, მეორე კედელზე მდებარეობს. ბურთის ფორმის ორიგინალურ პუფ-ბალიშებს დახლთან ჩამოსაჯდომი სკამის ფუნქცია მიენიჭათ.
სამზარეულოში დომინანტ პრიალა ფაქტურებს აგურის იატაკი აბალანსებს, რომელიც, ტრადიციული მასალისგან განსხვავებული, მოიასამნისფრო-მოლურჯო შავი ფერის ალტერნატივითაა გაკეთებული: გამოწვისას ამ აგურის შემადგენელ ნივთიერებაში მყოფი რკინის ნაწილაკები ზედაპირზე ილექებიან და მასალას ღრმა, სარკისებრ ეფექტს აძლევენ. ინტერიერის არაორდინალური იერსახის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ამ მასალის, სტანდარტულზე უფრო მცირე ზომის ფილებია.
სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ
ინტერიერის ცნობილი დიზაინერები, რომელთა შემოქმედებაც ბევრისთვის შთაგონების წყაროა
მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინი სტატიკური სფერო არაა, არსებობენ დიზაინერები, რომელთა აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორია მოდური ტენდენციები ინტერიერის დიზაინში 2017 წელს? რჩევები დიზაინერებისგან!
თანამედროვე მოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მარტო ფეხსაცმელზე და ტანსაცმელსა ახდენს ზეგავლენას, არამედ ინტერიერის დიზაინზეც.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7