კლასიკური სტილის ლონდონური აბაზანა
შუა საუკუნეების კაშკაშა ფერები და ვინტაჟური რკინეულობა მთელი ოჯახისთვის შთამბეჭდავ აბაზანას ქმნიან.

აბაზანა, რომელსაც წარმოგიდგენთ, წარმოშობით ისლანდიელ მომღერალს და კომპოზიტორს _ ჰეიდრან ანა ბიორნსდოტერს (Heidrun Anna Bjornsdottir) ეკუთნის და მისივე დიზაინითაა შექმნილი. 4-სართულიანი ვიქტორიანული სტილის სახლი კლეპჰემში, ლონდონში მდებარეობს და იქ მომღერალი მეუღლესთან, სამ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. „თავიდან, როდესაც მთელი სახლი გავარემონტეთ, სველი წერტილებისთვის ხელი არ გვიხლია. ეს აბაზანა ოდნავ მოგვიანებით გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი უფრო დიდი ფართობის, ვინტაჟური სივრცის შექმნა იყო, რომელიც მთელი ოჯახის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა და შუა საუკუნეების ფერებში იქნებოდა გადაწყვეტილი“, _ განაცხადა ბიორნსდოტერმა.
ბიორნსდოტერმა და მისმა მეუღლემ სახლში არსებული ორი მცირე ზომის სველი წერტილი _ ტუალეტი და აბაზანა შეაერთეს და შედეგად სრულიად საკმარისი სივრცე მიიღეს საშხაპის, აბაზანის ნიჟარის და ელეგანტური სათავსოების განსალაგებლად. მდიდრული იერსახისთვის უპირატესობა ტრადიციულ, ვინტაჟური სტილის დეკორს მიენიჭა.
ბიორნსდოტერმა თქვა: „სახლი ვიქტორიანულია და აბაზანაც კარგად ჩაჯდა შენობის მთლიან სტილში. ჩვენი დევიზია თანამედროვედ ვიცხოვროთ და ამავდროულად ტრადიციები შევნარჩუნოთ“.
შუა საუკუნეების სტილის აბაზანის ნიჟარა ოთახში ცენტრალურ ნაწილს იკავებს, მის უკან კი ანტიკვარული სარკეებით გაფორმებული კედელია. სარკეების ხაჯზე სივრცე ბევრად უფრო დიდი ჩანს.
აბაზანა და უნიტაზი ნიკელის მასალაშია გადაწყვეტილი. წყვილმა უპირატესობა კლასიკური აბაზანების მწარმოებელ კომპანია Drummonds-ს მიანიჭა, სარკე კი Rupert Bevan-ისაა. აბაზანის კედლებზე _ უნიტაზის თავზე და საშხაპის გვერდით პრინტებსაც შენიშნავთ, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია და 1960-70-იან წლებში მოღვაწე ამერიკელ ფოტოგრაფ სლიმ აარონსს (Slim Aarons) ეკუთნის.
როგორც გაირკვა, ბიორნსდოტერმა კაფელს ინტერნეტში მიაგნო. „ფირუზისფერი ჩემი საყვარელი ფერია და იდეალურად ჩაჯდა აბაზანის გამაში. მინდოდა ისეთი ეფექტი მიმეღო, იქ მოხვედრისას თავი სასტუმროში ან არდადეგებზე რომ მეგრძნო.“
კაფელ Philadelphia Tile-ს კომპანია Rustico Tile & Stone-ი აწარმოებს. თავიდან კაფელი სხვა ფერების ვარიაციებით იყო წარმოდგენილი და ზღვისფერის და ფირუზისფერის უნიკალური ნაზავის მისაღებად მომღერალმა კომპანიას სპეციალური შეკვეთა მისცა. შედეგად საკმაოდ ინტენსიური პროდუქტი მიიღეს, ამიტომაც, ინტერიერი რომ არ გადატვირთულიყო, აბაზანის დანარჩენი ნაწილი თეთრ ფერში გადაწყდა.
სივრცის გასაზრდელად უნიტაზი ოთახის მეორე მხარეს გადაიტანეს, საშხაპე კი, ოთახი შხეფებისგან რომ დაეცვათ, ყველა მხრიდან მინით შემოსაზღვრეს.
კაფელის თითოეული ფილის სიგრძე და სიგანე დაახლოებით 20 სანტიმეტრია. ვიზუალურად ძალიან გავს ტრადიციულ, გამომწვარი თიხის მასალას და ფერის მაქსიმალური მდგრადობის შესანარჩუნებლად სპეციალური პიგმენტის შემცველი ცემენტითაა გაკეთებული.
საშხაპის გვერდით პატარა ნიშას შენიშნავთ, სადაც ადრე ფანჯარა იყო, ამოვსების შემდეგ კი აბაზანის ნივთების თაროს ფუნქცია შეითავსა. ვინტაჟური იერსახისთვის აბაზანის და საშხაპის ყველა დეტალი ნიკელის მასალაში, სახელურები კი ოქროსფერ ფერშია გადაწყვეტილი.
ბიორნსდოტერს თავიდან უნდოდა, რომ უნიტაზის უკანა კედელი, რომელიც მთლიანად სარკეებითაა დაფარული, ბრტყელი ყოფილიყო, მაგრამ ამის საშუალება არ მისცათ მილმა. საბოლოოდ, მილის შესანიღბად პატარა საფეხური გაკეთდა, რომელზეც წიგნებიც დაალაგეს და აბაზანაში ჩაწოლისას ღვინის ჭიქის დასადების ფუნქციაც შეითავსა.
საკმაოდ ეფექტური გამოვიდა ხელის დასაბანი ორმაგი ნიჟარა რუხი ფერის მარმარილოს ქვით. ისევე, როგორც ყველა დეტალი, ულამაზესი ჭაღიც ანტიკვარის იმიტაციაა. ჭაღი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ოთხი სახის განათებაზე, რომლებსაც დიმერების ეფექტი აქვს.
სტატია მომზადებულია houzz.com-ის მასალებზე დაყრდნობით.

ჩვენ გირჩევთ
რომელი ტრენდები გადადის ან რჩება უცვლელი 2018 წლის ინტერიერის დიზაინში?
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს.
აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში
აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7