ინტერიერი

ცოცხალი, ანუ მწვანე კედლის გამოყენება ინტერიერში და მისი დადებითი თვისებები

დღეს-დღეობით ვერტიკალურ ბაღებს იყენებენ როგორც შენობის ფასადზე, ასევე ინტერიერში. ესთეტიურად, ასეთი პანელების განხილვა ხდება როგორც ცოცხალი დეკორი...

1810

მწვანე, იგივე ცოცხალი კედლები, არქიტექტურაში უკვე საკმაოდ გავრცელებული ტრენდია: ჩვენს ქალაქშიც შეიძლება ვიხილოთ მაღალი დონის ფიტო-ექსტერიერი. თუმცა, მწვანე კედელს “ტრენდს”, ალბათ ვერც ვუწოდებთ, რადგან მხოლოდ არქიტექტურული ჯილდოების მოპოვებისთვის მათი დეკორატიული გამოყენება წარსულს ჩაბარდა - დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ცოცხალი ვერტიკალის იდეა. საინტერესოა ისიც, რომ ინტერიერში სიმწვანის შემოტანის ამ ხერხს 1930-იანი წლებიდან მიმართავენ და ის თანამედროვე ახირება სულაც არაა.

წყარო: Moss Wall

ტექნიკურად, მწვანე კედელი ვერტიკალურ პანელს წარმოადგენს, რომელზეც დრენაჟის დახმარებით იზრდება სხვადასხვა ჯიშის მცენარე. დღეს-დღეობით ვერტიკალურ ბაღებს იყენებენ როგორც შენობის ფასადზე, ასევე ინტერიერში. ესთეტიურად, ასეთი პანელების განხილვა ხდება როგორც ცოცხალი დეკორი და მათ უდიდესი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ასეთი დეკორი ნამდვილი სიმბოლოა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის, დამორჩილებული ესთეტიკისა და პირველსაწყისში დაბრუნების. მწვანე კედელი განასახიერებს ქალაქგარეთ დარჩენილ თავისუფლებას და რელაქსაციას.

რაც შეეხება მის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ვერტიკალური ბაღის მოვლა რთულია, სამუშაო სივრცეებსა და საცხოვრებელ ფართში მათი გამოყენება ერთნაირი წარმატებითაა შესაძლებელი. მთავარია პანელის დიზაინი და მცენარეების ჯიშები სწორად იყოს შერჩეული.

წყარო: Naruse Inokuma Architects

დიზაინი ფუნქციის გარეშე წარმოუდგენელია, მხოლოდ ესთეტიური ღირებულებები არასოდეს გამხდარა ფუნდამენტური ცვლილებების საწყისი. ამ შემთხვევაშიც ასეა, დეკორატიულად შეუდარებელ მცენარეთა კედლებს სხვადასხვა სიკეთეები ახასიათებთ ინტერიერსა და ექსტერიერში. აღსანიშნავია, რომ შიდა სივრცეებში გამოყენებისას, ცოცხალი კედლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანებზე: კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ტიპის ინტერიერში უკეთ ვმუშაობთ და სტრესი არ გვეკარება. გარდა ამისა, მწვანე კედელი მნიშვნელოვნად ასუფთავებს ჰაერს, იჭერს მტვერსა და ბაქტერიებს, არეგულირებს ტენიანობას, რის შედეგადაც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შანსი მცირდება. ამ ხერხით გაწმენდილი ჰაერი ძალიან კარგად მოქმედებს ტვინის კვებაზეც.

წყარო: Skanska

რაც შეეხება ექსტერიერს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მწვანე კედლების როლი ფასადის დაცვაში: მცენარეები გადახურებისგან, რადიაციისა და ნესტისგან შესანიშნავად იცავენ ფასადს. გარდა ამისა, ამცირებენ ენერგეტიკულ ხარჯებსაც - ფასადზე დამონტაჟებული მწვანე პანელები ირეკლავენ მზის სხივებს, შესაბამისად აგრილებენ ინტერიერსა და გარემოს.

ამ დადებითი თვისებების გარდა, ცოცხალი კედლები გვიცავენ ხმაურისგან, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერზე გამოყენებისას. თანამედროვე ცხოვრების სტილში კი ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რადგან ხმაური ნერვულ სისტემას იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე ჩვენ გვგონია. მეორე უმთავრესი საკითხი კი არის ფართის ღირებულება. სიმწვანე, ყოველთვის ზრდის ქონების ფასს, მითუმეტეს, თუ ეს სიმწვანე უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ცოცხალი ინსტალაციაა.

წყარო: Arcane Motif

როგორც ვხედავთ, არქიტექტურა ყველანაირად ცდილობს ბუნებრივი ესთეტიკა დაიმორჩილოს და მასთან ერთად იარსებოს. თანამედროვეობაში ბრუტალური, ნაცრისფერი გადაწყვეტილებები პოპულარული აღარ არის. დიზაინი ცდილობს ინტელექტუალური ადამიანი გაუმჯობესებული პირობებით დაუბრუნოს მშობლიურ გარემოს.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

საზღვაო სტილი ინტერიერის დიზაინში ანუ როგორ შევქმნათ ნათელი და ენერგიული გარემო საცხოვრებელში

საზღვაო სტილის ინტერიერი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მზის, სითბოსა და ზღვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

1453
ნახე მეტი
ინტერიერი

ორსართულიანი საწოლები - ოპტიმალური და პრაქტიკული გადაწყვეტილება საძინებლის დიზაინში

თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკულიდა ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.

4664
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575