როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი 2018 წლის ტრენდების მიხედვით?
საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ოთახია ჩვენს სახლში. დიზაინერების თანამედროვე ხედვა კი ამ ოთახის მაქსიმალურ კომფორტულ ადგილად გადაქცევას ემხრობა.
რადგანაც, ცხოვრების მესამედს სიზმრებში ვატარებთ, საძინებელი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ოთახია ჩვენს სახლში. დიზაინერების თანამედროვე ხედვა კი ამ ოთახის მაქსიმალურ კომფორტულ ადგილად გადაქცევას ემხრობა. დღეს შემგოთავაზებთ, თუ რა ტრენდები უნდა გაითვალისწინოთ 2018 წლის საძინებლის ინტერიერის დიზაინში. თანამედროვე ტენდენციების ჩამოყალიბებაში მრავალი ფაქტორი ფიგურირებს. 2018 წელს ესენია: გარემოს დაცვა, რესურსების შემცირება, ენერგოეფექტურობა. აქედან გამომდინარე, ტრენდების სამყაროში სახლები მინიმალისტური მოტივებით მშვენდება - არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ცხოვრებისთვის სასურველი და საჭირო ნივთები. გადაჭარბებული ფუფუნება უკვე ცუდ გემოვნებად ითვლება.

2018 წლის მთავარი ტრენდენცია - ეს მთლიანად სიმარტივეა, რომელიც, როგორც მთლიანი იმიჯის შექმნაში, ასევე მისი ინდივიდუალური ელემენტების განაწილებაში ფიგურირებს. ნათელი და ფართო ოთახი პრიორიტეტულია. თუ საძინებლის ფართი ამის საშუალებას არ გაძლევთ, სიდიდის შექმნა სინათლით შეგიძლიათ. როგორც დიზაინერები გვირჩევენ, საძინებელ ოთახში დამატებითი ავეჯის შერჩევისას უმჯობესია, პატარა და მოკლე მოდელები ავარჩიოთ. მათ ხარჯზე კი საწოლის ზომა გავზარდოთ. რაც შეეხება მატერიებს, 2018 წელს ყველაზე ხშირად გამოყენებადი იქნება შემდეგი მასალები: ძვირფასი ხე, მინა, ბროლი, დახვეწილი, ბუნებრივი ქსოვილი. საქმე როცა დეკორირებას ეხება, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აქსესუარები არა მარტო ფუნქციური, არამედ ისეთიც იყოს, რომ ოთახი უფრო მყუდრო და კომფორტული გახადოს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ: ცენტრალური ჭაღი, ლამაზი ფარდები თუ ტექსტილური გაფორმებები. ეს უკანასკნელი ბიუჯეტური ქსოვილიც შეიძლება იყოს.
2018 წლისთვის მრავალფუნქციურ საძინებელ ოთახს უპირატესობა მიენიჭება. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ რამდენიმე სეგმენტის განთავსება შეგეძლებათ: სამუშაო თუ ტანსაცმლის შემნახველი უჯრების. თანამედროვე საძინებელი ოთახის დიზაინი ეკლექტურია. სხვადასხვა სტილის გაერთიანება კი კომფორტულ მინიმალიზმს გვაძლევს, რაც დღეს პოპულარულია. მინიმალისტური-ლაკონურობიდან გამომდინარე, დიზაინერების ფავორიტი 2018 წლის სტილი, სკანდინავიურია. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა შევქმნათ კომფორტული დიზაინი მინიმალური ძალისხმევით. თუ ამ სტილს გაითვალისწინებთ, 2 ძირითადი ფერი: თეთრი და ნაცრისფერი გამოიყენეთ. თეთრით ჭერი და კედლები გააფორმეთ, ნაცრისფერით კი - ავეჯი, იატაკის საფარი, კედლის პანელები თუ ჭერის სხივები.
ეკო სტილი კი ნელ-ნელა მოდური ხდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რადიკალური რიტმი, გლობალური დათბობები და სხვა სტიქიური უბედურებები გვიბიძგებს იქითკენ, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ. ამიტომ საძინებლის ინტერიერის შექმნისას, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი დეტალი და მასალა გამოიყენოთ.
ჩვენ გირჩევთ
როგორ შევარჩიოთ ტექსტურა და პატერნი ჩვენი ინტერიერისთვის?
დიზაინი დეტალებისგან შედგება. მნიშვნელობა არ აქვს მის ტიპს: ტექნიკის, ავეჯისა თუ მოცულობის დიზაინში ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია...
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7