ინტერიერი

კრეატიული და გამორჩეული ინსტალაციები ჩვენს გარშემო

თანამედროვე ინსტალაციები ხელოვნების მეტადრე საიტერესო ფორმას წარმოადგენს.

1130

ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, უკანასკნელი პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული. ეს ეკო-მეგობრულ ინსტალაციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ყოველგვარ ფორმალურ ჩარჩოებს სცდება და ცდილობს უფრო მეტად იყოს ბუნებასთან ახლოს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია მსოფლიოში „მოგზაურობს“. ეს სოციალურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს და ეხმარება მსოფლიოს ადამიანებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში.

ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, უკანასკნელი პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული. ეს ეკო-მეგობრულ ინსტალაციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ყოველგვარ ფორმალურ ჩარჩოებს სცდება და ცდილობს უფრო მეტად იყოს ბუნებასთან ახლოს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია მსოფლიოში „მოგზაურობს“. ეს სოციალურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს და ეხმარება მსოფლიოს ადამიანებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში.

კონსუმერიზმის სამყაროში, სტუდია „Super Nature Design“-მა გადაწყვიტა ადამიანებს შორის ბუნებისა და სამომხმარებლო ქცევების შესახებ ცნობიერება გაეზარდა. დიზაინერებმა შემოგვთავაზეს ინსტალაცია სათაურით: „ნაქსოვი ტყე“, რომელიც ორ უზარმაზარ ხის ირემს მოიცავს. ისინი მნახველების მიერ უნდა მოიქსოვოს. ყოველ სტუმარს სტრუქტურის ირგვლივ ძაფის მოხვევას სთხოვენ. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ ირმები მთლიანად არ დაიფარება. ინსტალაციის მთავარი აზრიც ესაა: დაგვანახოს, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ადამიანის ქმედება ბუნებასა და გარემოზე. პირველად „ნაქსოვი ტყის“ ინსტალაცია 2011 წელს ჰონგ კონგში, ერთ-ერთ ფესტივალზე დაიდგა.

ახალი წლის ინსტალაციები ხშირად ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ატრაქციად იქცევა ხოლმე. საინტერესოა ბრიტანელი შემოქმედის ალექს ჩინეკის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც უზარმაზარ ყინულის კუბშია მოთავსებული. „ებრძოლე ცეცხლს ნაყინით“ - 5 მეტრის სიმაღლის ხე ამ სიმბოლოს ატარებს. გასაოცარი ინსტალაცია, რომელიც მორთულია 1200 ნათურით თითქმის ორ სართულიანი სახლის სიმაღლისაა. ხეს გარშემო არტყავს ყინულის გუბე, რომელიც ნელ-ნელა მოედნის საკულტო შადრევნებში დნება. ამის შესაქმნელად ალექსმა 249 კილოგრამი სუფთა ცვილი გამოიყენა. „ებრძოლო ცეცხლს ნაყინით“- ჩინეკის პორტფოლიოს ბოლო ნამუშევარია, რომელიც სკულპტურის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და კონსტრუქციის წესრიგს აერთიანებს. ჯამში კი ეს, არაჩვეულებრივ საჯარო ხელოვნების ნიმუშს გვაძლევს

სინათლის ხელოვნება გამოყენებით ხელოვნებას მიეკუთვნება, რომლის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, სინათლეა. ეს არის ფორმა, სადაც, როგორც ქანდაკებას შეუძლია წარმოქმნას სინათლე, ასევე - პირიქით. სინათლის სკულპტურები შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. ის შეგხვდებათ: მუზეუმებში, გამოფენებზე, ფესტივალებზე. სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰოლანდიელმა დიზაინერმა, დენ რუზგრადმა, ბრწყინვალე სინათლის ინსტალაცია შექმნა. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთის ციალის ეფექტს ირეკლავს. ის ჰოლანდიაში მდებარეობს და წარმოადგენს სინათლის ტალღისებურ ხაზებს, რომელიც მიწის 4 ჰექტარზე ვრცელდება. ინსტალაცია ქმნის „ვირტუალური წყალდიდობის“ ეფექტს, რომელიც ავრორა ბორეალისს წააგავს. მსგავსი ულამაზესი შედეგის შესაქმნელად, რუზგარდმა გამოიყენა ცისფერი LED ნათურები. ამით მან წყლის ილუზია შექმნა. LED განათებები პერიფერიის გარშემო დაიდგა და დაინსტალირდა, ისე რომ ლინზები სინათლეზე ყოფილიყო ფოკუსირებული. ჰაერში სხივები იკვეთება და ჩრდილეოეთის ციალის ილუზიას წარმოქმნის.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ჭკვიანი სახლები ინტერიერის თანამედროვე დიზაინერებისგან

თანამედროვე სამყარო უამრავ ინოვაციურ პროექტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს და „მომავლის სამყაროსთან“ გვაკავშირებს.

2482
ნახე მეტი
ინტერიერი

თანამედროვე სააბაზანოს ძირითადი კონცეფციები

იმისათვის რომ სააბაზანოში სასურველი ვიზუალური ეფექტი და დახვეწილი სტილი მივიღოთ ძალიან ბევრი ესთეტიკური ფაქტორია გასათვალისწინებელი.

2332
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575