რომელი ტრენდები გადადის ან რჩება უცვლელი 2018 წლის ინტერიერის დიზაინში?
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს.
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს. სახლის დეკორი წინა წლებთან შედარებით მეტად თამამი იქნება. ორგანული აქცენტებით გაფორმებული ძვირფასი ქვის, ხავერდისა და სპილენძის ბალანსი, 2018 წლისთვის, წამყვან ადგილს არ დაკარგავს. თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს სახლში ფერები და ავეჯი შეცვალოთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევებით გაიგებთ, თუ რომელი ტრენდი გადადის მოდიდან და პირიქით.
2018 მოახლოვდა, დიზაინერები და ექსპერტები კი იმ ტრენდებს გვაცნობენ, რომლებიც მომავალ წელს ინტერიერის დიზაინს დაამშვენებს. სახლის დეკორი წინა წლებთან შედარებით მეტად თამამი იქნება. ორგანული აქცენტებით გაფორმებული ძვირფასი ქვის, ხავერდისა და სპილენძის ბალანსი, 2018 წლისთვის, წამყვან ადგილს არ დაკარგავს. თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს სახლში ფერები და ავეჯი შეცვალოთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევებით გაიგებთ, თუ რომელი ტრენდი გადადის მოდიდან და პირიქით.
2017 წელს, ინტერიერის მთლიანად თეთრში გადაწყვეტა, წამყვანი ტრენდი იყო. ეს ფერი არც მომავალ წელს დაკარგავს პოპულარობას, თუმცა მას ნეიტრალური ფერები, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, დაუმატეთ. 2018-ში, თეთრი და უჟანგავი ფოლადის ნიჟარები მოდური აღარ იქნება. მათ ადგილს ქვის მასალისგან დამზადებული მუქი დიზაინის ნიჟარა დაიკავებს. მოდიდან გადადის აქცენტური კედელიც. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, კედლებზე დატანებულ სენტიმენტალურ ციტატებსა თუ წარწერებს, წინა წლების განმავლობაში, ხშირად ვხედავდით. 2018 წლისთვის კი, ეს კონცეპტი მომაბეზრებელი და ძველმოდური ხდება.
ულტრა იასამნისფერი და ოკეანისფერი მწვანე (ზურმუხტისფერისა და საფირონის ტანდემი) 2018 წლის წამყვანი ფერებია. შემოდგომიდან მოყოლებული კი, კაშკაშა ხავერდის ავეჯი ერთ დიდ ტრენდად გვევლინება. საძინებელ ოთახში შედარებით წყნარი ფერები, მაგალითად, იასმნისფერი გვხვდება. ეს არის ცვალებადი და ფემინური ფერი, რომელსაც დიზაინერები მილენიალურ ვარდისფერსაც უწოდებენ. მოდურია მძიმე კაბინეტიანი სამზარეულოც, რომელიც თბილ ნარცისფერში, ლურჯსა და კრემისფერში არის გადაწყვეტილი. მოგწონთ თუ არა, თითბერი ძველ დიდებას 2018 წლისთვის კვლავ იბრუნებს. ის განსაკუთრებით უხდება სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ავეჯს. მოდაში შემოდის იაპონური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება: ვაბი-საბი - ვიპოვოთ სილამაზე არასრულყოფილებაში. სახლის დიზაინში, კონკრეტულად ეს სტილი გულისხმობს ხელით დამზადებულ ან ხელით მოხატულ ნივთებს, რომელშიც შედის, როგორც თეთრეული, ასევე კერამიკა. შედეგად თქვენ იღებთ პერსონალურ, ორგანულ, ესთეტიკურ ნამუშევრებს. ორიგინალური ფორმის, 70-იანი სტილის, ავეჯი თქვენს მისაღებ ოთახს რეტრო ატმოსფეროს მიანიჭებს. ყვავილოვანი პრინტი წელსაც არ კარგავს ტრენდულობას. ტრადიციულად ფემინური სტილი ახლებურად გამოიყურება, თუ მათ ბოჰემურ სტილში გადაწყვეტთ. ორგანულ მატერიებზე დატანებული ყვავილოვანი პრინტი და ნეიტრალური პალეტი ინტერიერს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს. ტრენდულობას ასევე არ კარგავს შავისა და თეთრის კლასიკური კომბინაციაც. მოდურია ქვის ნებისმიერი ტიპი. გაზაფხულზე კი, დიზაინერები ვარაუდობენ, რომ მაღალი ხარისხის მატერიები, როგორებიცაა, მარმარილო და ალბატრონი, გამოყენების პიკს მიაღწევს.
ჩვენ გირჩევთ
მოაწყვეთ ჰარმონიული და პრაქტიკული სააბაზანო ოთახი 2017 წლის თანამედროვე ტენდენციების მიხედვით
ბუნებასთან სიახლოვე, ბალანსის ძიება და რეალობის განცდა - ეს უკანასკნელი ის მოდური ტენდენციებია, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერს უკავშირდება
როგორ მოვაწყოთ მცირე ფართის საცხოვრებელი ადგილი კომპაქტურად-რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კომფორტულად, კომპაქტურად და გემოვნებით მორთოთ პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7