ლანდშაფტური არქიტექტურა და მისი მნიშვნელობა გარემოში
ბუნებრივი კომპოზიციის მისაღებად ფორმა ხშირად გარემოსგან გამომდინარეობს... როგორ შემოვიყვანოთ ლანდშაფტური დიზაინი ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში?
გაიხსენეთ თქვენი საყვარელი შენობა - უბრალოდ ფორმა, რომელთანაც ძალიან ბევრი მოგონება გაკავშირებთ, ან თუნდაც ესთეტიურად მოგწონთ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საყვარელ ფორმაზე ფიქრისას მხოლოდ სამშენებლო მასალა არ გიდგათ თვალწინ და საყვარელ შენობას გონებაში მის ირგვლივ მყოფ გარემოსთან ერთად აღიქვამთ. ლოგიკურია - საყვარელ ფორმას მოჰყვა საყვარელი ადგილი, ის გარემო რაშიც აღიქმება არქიტექტურა.
წყარო: Charlotte Rowe
მეტიც, ბუნებრივი კომპოზიციის მისაღებად ფორმა ხშირად გარემოსგან გამომდინარეობს, ან პირიქით, ცდილობს ის დაიმორჩილოს. ლანდშაფტის დიზაინი გარემოს კომპოზიციურობის, სისტემაში მოყვანის, მთავარი ხერხია და ის დასაბამიდან აქტუალურია. უძველესი დროიდან, ბუნებრივი ელემენტებით შემდგარი კომპოზიცია: კანონზომიერი ნარგავები ბაღებში, წყლის სარკე ან ხელოვნური რელიეფი, მაცხოვრებლის სტატუსსა და მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებდა. ბუნებისა და ფორმის შეთავსება, დიზაინის დახმარებით, ყოველთვის სიმბოლურ ხასიათს ატარებს და გარემოს, ხალხის ცხოვრების სტილს უნდა ასახავდეს, თბილისური ეზოები ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ლანდშაფტი, ისე ახლოსაა ფორმასთან და უბრალო კომუნიკაციასთან, რომ ზოგიერთი არქიტექტორის აზრით, სწორედ ბაღების დაგეგმარების განვითარებამ გამოიწვია ზოგადად ქალაქგეგმარების განვითარება, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ქალაქის ცხოვრებაში.
NY, High Line
ლანდშაფტი, როგორც სოციალური სივრცე
გარემოს სისტემაში მოყვანა ყოველთვის სიმბოლური იყო და ის ფორმასთან ერთად გაჩნდა. ისეთ საკრალურ ადგილებს, როგორებიცაა სალოცავი, სახლი ან ქალაქის ფართო მოედანი, ყველა კულტურაში ახლდა შესაბამისი გარემო, ლანდშაფტური მოწყობა. ამიტომაც, სხვადასხვა კულტურას, პრინციპული განსხვავებების მიხედვით, განასხვავებს საცხოვრებელი გარემოს მოწყობაც. არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კულტურა ამ კუთხით. თანამედროვე ურბანულ გარემოში გავრცელებულ პარკებს მთლიანად ინგლისურ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ: ინგლისურ პარკში აუცილებლად შეხვდებით ტბას, თითქოს თავის ნებაზე მიშვებულ ბუნებას, ბუნებრივი ბილიკებით და აუცილებლად არქიტექტურაზე ორიენტირებული გარემოთი. თითქოს ყველა მინიშნებას რაღაც ფორმამდე მივყავართ, იქნება ეს ხიდი თუ პატარა ტაძარი. რა თქმა უნდა, ფუნქციები შეიცვალა, მაგრამ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი პარკია მსგავსი თავისუფალი გეგმარებით. ინგლისურისგან ძალიან განსხვავდება ფრანგული ბაღი, რომელიც მთლიანად სიმეტრიაზე და რთულ ფორმებზეა დამყარებული, იშვიათი და ფერადი გარემოთი, შადრევნებით. აქ ყველაფერი ისეა გადაწყვეტილი, რომ ადამიანი გავლენა და ძალა სათანადოდ გამოჩნდეს. რაც შეეხება აღმოსავლეთს, მათი ლანდშაფტური კულტურა იმდენად დიდია, რომ ჩინეთში იდეალური ბუნების პატარა იმიტაცია განსაკუთრებულად ხდებოდა და მისი დიზაინი მეპატრონის სტატუსზე იყო დამოკიდებული. თუმცა, თანამედროვე ქალაქში მნიშვნელოვანი აღარაა ერთი კულტურის გავლენა გარემოზე, მნიშვნელოვანი პიროვნების წინ წამოწევაა: ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში 33 მილიონი ადამიანი 2,8 მილიარდჯერ სტუმრობს საზოგადოებრივ სივრცეს მარტო, თანმხლებთა გარეშე. ეს კი გარემოსთან კავშირს, მოგონებებს და ქალაქთან დაახლოებას ნიშნავს და ძალიან კარგად ამჟღავნებს თანამედროვე ადამიანის საჭიროებებსა და ხასიათს.
წყარო: Stuart Crane
როგორ შემოვიყვანოთ ლანდშაფტური დიზაინი ყოველდღიურ ცხოვრებაში
ჩვენს ქალაქში ჯერ-ჯერობით მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა, მაგრამ თუ ნელ-ნელა მეტ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს სამყოფ გარემოს, ყველაფერი მარტივად გამოსწორდება. ლანდშაფტის საცხოვრებელ გარემოში შემოტანა არც ისე რთულია. თუ გვაქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ან თუნდაც ჩვენი ბინის წინ გვინდა მწვანე კომპოზიციის შექმნა, დრო არ უნდა დავკარგოთ. ლანდშაფტური არქიტექტურა და დიზაინი თქვენი ფართის ფასს ძალიან გაზრდის. ლანდშაფტის არქიტექტორის დახმარებით, ფასი მინიმუმ 15 პროცენტით გაიზრდება, ეს იმითაა განპირობებული, რომ გარემო საცხოვრებლად ჯანსაღი გახდება და პირადი სივრცისგან გაუსვლელად მიიღებთ ბუნებისგან ყველა სარგებელს. თუ საკმარისი ფართი გაქვთ, სასურველ გარემოს შეგიძლიათ წყლის სარკეც დაუმატოთ, რადგან თანამედროვე ლანდშაფტში ბუნებრივად წარმოჩენილი გუბურა ან ნაკადული ძალიან აქტუალურია.
წყარო: Rees Roberts and Partners
მეტიც, დიდი ფართის ლანდშაფტის სისტემაში მოყვანისას შეგიძლიათ ინსპირაცია სასურველი კულტურისგან აიღოთ და გააცოცხლოთ. ეთნო მოტივების მქონე პარკი ან თუნდაც ასეთი ტიპის ბავშვთა სათამაშო სივრცე ახალი ტრენდია და ის გლობალიზაციის, ეკოლოგიისა და გარემოს პრობლემების შეცნობის შეუცვლელი მეთოდია ახალგაზრდა თაობისთვის. რა თქმა უნდა, არცერთ ლანდშაფტის დიზაინერს არ აქვს ილუზია, რომ თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში ამდენი დაგეგმარებული მწვანე სივრცის ადგილი არსებობს. ჩვენი სივრცე ხომ ვერტიკალურად იზრდება და არა ჰორიზონტალურად. ამიტომაც, თუ ფართის პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ გამწვანება უბრალოდ სახურავზე აიტანოთ. არაა აუცილებელი მაღალფასიანი სადრენაჟო სისტემის მოწყობა, დასაწყისისთვის დიდი, ქოთნის მცენარეების სწორი არჩევაც დაგეხმარებათ სასურველი გარემოს ჩამოყალიბებაში. თუ სახურავზეც არ მიგიწვდებათ ხელი, აივნით ნამდვილად შეგიძლიათ საცხოვრებელში სიმწვანე შემოიტანოთ და ის ინტერიერის ორგანულ ნაწილად აქციოთ, რადგან ლანდშაფტი თავის თავში სწორედ ამას მოიაზრებს.ვერავითარი დიზაინი ვერ შეძლებს ფუნქციის გარეშე იარსებოს. ამიტომ, ჯობს მოძებნოთ თქვენს თავში ადამიანი, რომელსაც ბუნებასთან სიახლოვე სჭირდება, ამაში კი სოციალური და ძირითადი ფუნქციების გარეთ გატანა ნამდვილად დაგეხმარებათ.

ჩვენ გირჩევთ
ცენტრალ პარკი - ყველაზე მასშტაბური რეკრეაციული ზონა და მისი როლი ნიუ-იორკში
ცენტრალ პარკი ყველაზე პოპულარული ურბანული პარკია მსოფლიოში და ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს.
თანამედროვე ხიდები, როგორც ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციური დიზაინის კარგი მაგალითი
უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7