ექსტერიერი

ბუნების დაბრუნება საცხოვრებელ ფართში - ტერასების, აივნებისა და სახურავების გამწვანება

რადგან ადამიანისთვის ბუნებასთან ყოველდღიური კონტაქტი აუცილებელია, შეგიძლიათ ჯანსაღი გარემო სახლშივე შეიქმნათ...

2704

ფიტოდიზიანის, ლანდშაფტისა და ზოგადად ბუნების კომპოზიციის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში უკვე ვისაუბრეთ: ცხადია, რომ ჩვენ არ ვართ მექანიკური არსებები და გარემოსთან ურთიერთობა აუცილებელია ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ურბანისტებმა და ეკოლოგებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმ საჭიროებებისა და პრობლემების გაანალიზება, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. ამიტომაც, ეკო-ქალაქის, მწვანე გარემოსა და საზოგადოებრივი სივრცეების პროცენტული წილი ქალაქებში გაიზარდა. თუმცა, დიდ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესი მთლიანად შეცვლილია და ისინი საზოგადოებრივ სივრცეს, პარკებსა და სკვერებს იშვიათად იყენებენ. მათთვის ყველაფერი მობილურია, ინფორმაცია - სწრაფი, დრო კი ძალიან ძვირფასი.

ამიტომაც, უფრო მოსახერხებელი გახდა ჯანსაღი გარემოს სახლში, საცხოვრებელში შემოტანა. ფართი სიმცირისა და დროის უქონლობის გამო, მწვანე სივრცეებმა ოთახებში, აივნებსა და ტერასებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხრიკებით პარკების ჩანაცვლება შეუძლებელია, ის მაინც ჯანსაღ, ფუნქციური და ესთეტიური დანამატია ინტერიერი დიზაინისთვის. გარდა ამისა, დიდ ქალაქში, სადაც სივრცე ვერტიკალურად იზრდება, მყუდრო, დასასვენებელი გარემოს საცხოვრებელში მოწყობა აუცილებელია.

სახურავებისა და ტერასების გამწვანება

სახურავის გამწვანება პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტაა - მეტიც, გერმანიის ზოგიერთ ნაწილში კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოსახლეს სახურავი გაამწვანოს. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალის დახმარების გარეშე სახურავზე სასურველი კომპოზიციის შექმნა და მცენარეების არჩევა ძალიან რთულია. თუმცა, თუ საკმარისი ფართი და თანხა გაქვთ, გარდა იმისა, რომ ბაღში დაისვენებთ სახლიდან გაუსვლელად, მთლიანად შეცვლით მიკროკლიმატს. ზაფხულში, სიმწვანე სახურავს გადახურებისგან იცავს, რაც მთელს შენობაზე მოქმედებს, ხოლო ზამთარში სითბოს ინარჩუნებს. ეს ყველაფერი კი ენერგოდანახარჯებს ამცირებს. რაც შეეხება ესთეტიკასა და დიზაინს, შეზღუდული ამ მხრივ საერთოდ არ ბრძანდებით, შეგიძლიათ ეთნო ხასიათის ბაღი ან თუნდაც პატარა სკვერი მოაწყოთ სახურავზე. უმჯობესი იქნება, თუ რაც შეიძლება მეტი ვარიაციის მწვანეს შემოიტანთ საკუთარ ბაღში, გაიყვანეთ ბილიკები, დააწყვეთ ავეჯი - ეცადეთ რომ ეს სივრცე ისევე ორგანულად გამოიყენოთ, როგორც საძინებელი ან სამზარეულო, რადგან თანამედროვე ადამიანისთვის მწვანე ზონა ასეთივე საჭიროებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ტერასებს, აქ საქმე ბევრად მარტივადაა. ტერასული გადახურვა ნამდვილად შეიძლება მიკრო საზოგადოებრივ სივრცედ ჩამოყალიბდეს. თბილისური ბანიანი სახლები სწორედ ასეთი გამოცდილებაა. ქალაქს უკვე აქვს ბანის, ანუ სახურავის საზოგადოებრივ სივრცედ გამოყენების გამოცდილება. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ეს უნიკალური ტრადიციაა: ის აახლოვებს მეზობლებს, ქმნის უბნის მიკროკლიმატს, პატარა საზოგადოებას, გაერთიანებას. ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. ტერასის გამწვანებამ კი შესაძლოა ეს ტრადიცია გააცოცხლოს.

აივნის გამწვანება

აივანი, სახურავისა და ტერასისგან განსხვავებით, პირდაპირ შემოდის ინტერიერში. შესაბამისად, მას ცალკე მდგომ გამწვანებულ გარემოდ ვერ აღვიქვამთ. ამიტომაც, მისი მოწყობის სტილი და ხასიათი ინტერიერთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. გარდა ამისა, აივანი ფასადზეც გამოდის. ტერასასა და სახურავთან შედარებით, ის უფრო მცირე მასშტაბისაა, ამიტომ რამდენიმე საყვარელი მცენარის ქოთნით გატანა, მოაჯირზე სუროს აშვება და ერთი კომფორტული სავარძელი სავსებით საკმარისი უნდა იყოს.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ორიგინალური და ულამაზესი ნაძვის ხეები მსოფლიოს გარშემო

ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულის დადებითმა მუხტმა ყველა ჩვენგანი მოიცვა.

1283
ნახე მეტი
ექსტერიერი

უცნაური და არქიტექტურულად გამორჩეული სახლები მსოფლიოს გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

1254
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575