ინტერიერი

მაიკლ სმიტი- ინტერიერის გამორჩეული დიზაინერი და მისი შთამბეჭდავი ნამუშევრები

თანამედროვე მოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მარტო ფეხსაცმელზე და ტანსაცმელსა ახდენს ზეგავლენას, არამედ ინტერიერის დიზაინზეც.

1509

მაიკლ სინ სმიტი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. მას ეკუთვნის თეთრ სახლში ოვალური კაბინეტის 2010 წლის დიზაინი. ამჟამად მაიკლი ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის 1964 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა. სწავლობდა ოტისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. შემდეგ კი სწავლა ლონდონში ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში გააგრძელა. სმიტმა კარიერა ნიუ-იორკელ დიზაინერთან ჯონ სალადინოსთან ერთად დაიწყო. საკუთარ ბიზნესს კი 1990 წლიდან აწარმოებს.

მაიკლ სინ სმიტი ამერიკელი ინტერიერის დიზაინერია. მას ეკუთვნის თეთრ სახლში ოვალური კაბინეტის 2010 წლის დიზაინი. ამჟამად მაიკლი ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის 1964 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა. სწავლობდა ოტისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. შემდეგ კი სწავლა ლონდონში ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში გააგრძელა. სმიტმა კარიერა ნიუ-იორკელ დიზაინერთან ჯონ სალადინოსთან ერთად დაიწყო. საკუთარ ბიზნესს კი 1990 წლიდან აწარმოებს.

წყარო: goop.com
წყარო: goop.com

ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუს დროს, სმიტმა თავისი სტილს მოდერნიზებულად ტრადიციული უწოდა. ფაქტობრივად, მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც ვინტაჟურ, ასევე თანამედროვე ელემენტებს. მათ შორის, ანტიკვარებს, უზბეკური სუზანის (ტახტზე გადასაფარებელი ჭრელი ქსოვილი) ტესქტურებს, მე-18 საუკუნის ჩინურ შპალერს, მოროკოულ ხალიჩებსა და ასე შემდეგ. მან ასევე შექმნა ავეჯისა და ქსოვილის საკუთარი ხაზი. მისი წარმოების ფილები, ქვები, ვინტაჟური და თანამედროვე სააბაზანოს განათება, ხალიჩები, გობელენებიც კი ლიცენზირებულია სხვადასხვა ფირმისთვის. არქიტექტურული დაიჯესტის მიხედვით, სმიტი ტოპ არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების ასეულში შედის. მისი სტილი ხასიათდება როგორც ამერიკული მოდერნიზმისა და ევროპული სტილის ნაზავი. Elle Decor-ის მიერ კი ის 2003 წლის ინტერიერის დიზაინერად დასახელდა. სმიტის კლიენტები ისეთ ადამიანებს ითვლის, როგორებიცაა, მწერალი ჯიჯი გრეიზერი, მოდელი სინდი კროუფორდი, რეჟისორი სტივენ სპილბერგი, მსახიობები დასტინ ჰოფმანი და მიშელ ფაიფერი.

წყარო: goop.com
წყარო: goop.com

მაიკლისთვის ნებისმიერი პროექტის დაწყების წერტილი სახლის ისტორიასა და მასში მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესებს ეხება. მთავარი კი იმ საერთო ნარატივების პოვნაა, რაც ამ ორს ახასიათებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი მისივე საცხოვრებელია ლოს-ანჯელესში. მიუხედავად იმისა, რომ სმიტის ესთეტიკა კლასიკური სტილის არქიტექტურაში ჯდება, მან საოცრება მოახდინა 90-იანების სახლის დიზაინზე. ეს უკანასკნელი განკუთვნილი იყო კერძო კოლექციის გალერეისთვის. ამიტომ, სმიტმა გალერეის ისტორია მოიძია და აქედან გამომდინარე თავისი დიზაინი შექმნა. იმის ნაცვლად, რომ ის კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში დარჩენილიყო ან თანამედროვე სახლი შეექმნა, სმიტმა ისეთი ნაწილები შეარჩია, რაც იყო უნიკალური და სკულპტურული - თითქოს ისინი გალერეაში გამოფენისთვის ყოფილიყოს განკუთვნილი.

წყარო: goop.com
წყარო: goop.com
წყარო: goop.com
წყარო: goop.com

მაიკლ სმიტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევრად თეთრი სახლის ახლებური დეკორირება ითვლება. სმიტისა და ობამას კოლაბორაციული პროგრესი უფრო მეტია ვიდრე დიზაინერისა და კლიენტის ტიპური ურთიერთობა. სმიტი ობამას დიზაინის შესახებ წიგნებს უგზავნიდა. ამ უკანასკნელში ძირითადად ელეგანტური და მარტივი რაღაცები იყო აღწერილი. კონტექსტის გასაგებად, თავის მხრივ, სმიტი იმ ყველა ადამიანის წერილს კითხულობდა, რომლებსაც ოდესმე ამ შენობის ისტორიის შექმნაში მიუღიათ მონაწილეობა. დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი საოჯახო სასადილო ოთახი, რომელიც მიშელ ობამას სურვილით 2015 წელს თეთრი სახლის ისტორიაში პირველად გაიხსნა. სმიტმა აქ თავი მოუყარა მე-19 საუკუნის მონღოლურ სასადილო მაგიდასა და ბუფეტს, რომელსაც ადრე დენიელ ვებსტერი ფლობდა. რაც შეეხება საძინებელ ოთახს, სმიტი თვლის, რომ ეს ზუსტად იმდენად ინტიმური და ელეგანტური ადგილია, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღამე ტკბილად სძინავს ხოლმე.

წყარო: architecturaldigest.com
წყარო: architecturaldigest.com
წყარო: architecturaldigest.com
წყარო: architecturaldigest.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ საძინებელი მარტივად და ამ წლის ტენდენციებით

საკუთარი სახლის გაფორმება, ჩვენივე პიროვნების სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად საძინებლის დიზაინისგან კი, ჩვენ ველით კომფორტს, სიწყნარეს და მშვიდ ატმოსფეროს.

1769
ნახე მეტი
ინტერიერი

ელეგანტური ფრანგული სტილი ანუ, როგორ შევმატოთ პომპეზურობა ჩვენს საცხოვრებელ გარემოს

ფრანგული სტილი ყველანაირი სწავლებისა და ცდის გარეშე დაიბადა და უბრალოდ საცხოვრებლის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი დამოკიდებულების შედეგია.

1632
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575