მაროკოული სტილი ინტერიერის დიზაინში, ანუ შთამაგონებელი და მდიდრული გარემო თქვენს საცხოვრებელში
მაროკოული ინტერიერის დიზაინი გთავაზობთ ახლო აღმოსავლეთის, დინამიკური კონტრასტების, ტრადიციული ნიმუშებისა და უნიკალური აქსესუარების ტანდემს.
ჩრდილო-აფრიკული ქვეყანა მაროკო, დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა კულტურას, ცივილიზაციასა თუ რელიგიას მასპინძლობდა: დაწყებული ბერბერებიდან თუ არაბებიდან, დამთავრებული ესპანელებითა და რომაელებით. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, ის რომ მაროკოული სტილის დიზაინი, დეკორი თუ არქიტექტურა მრავალფეროვანი, მდიდარი და შთამაგონებელია. მაროკოული ინტერიერის დიზაინი გთავაზობთ ახლო აღმოსავლეთის, დინამიკური კონტრასტების, ტრადიციული ნიმუშებისა და უნიკალური აქსესუარების ტანდემს. წითელისა და ფორთოხლისფერის ვიბრაციული ფერები აფრიკული დაისის ალტერნატივაა. ოქროსფერი, ღია ყავისფერი და ყვითელი კი მიმდებარე უდაბნოს ფერებს გაგახსენებთ.

როგორც წესი, მაროკოული სტილის სახლების კედლები ტადელაკტით არის დაფარული. ეს უკანასკნელი ნაციონალური მაროკოული თაბაშირია, რომელიც ქვიშისა და სხვადასხვა ბუნებრივი პიგმენტებისგან მზადდება. ინტერიერი ფართოდ მოიცავს ბუნებრივ მასალებს: ქვასა და ხეს. კედლები ერთგვაროვანი ფერებითაა მოხატული. ჭერი, როგორც წესი, უბრალოდ გალესილია, მაგრამ ის შეიძლება ხის პანელებით იყოს გაფორმებული და მოჩუქურთმებული. ზაფხულის სიცხისგან თავის ასარიდებლად, ჭერსა და კედლები პატარა და ვიწრო ფილებით არის დაფარული. მაროკოული ინტერიერის კიდევ ერთი დამახასიათებელი ატრიბუტი მაღალ, ვიწრო ფანჯრებზე შავი ფერის, ნაჭედი რკინით დამზადებული გისოსებია. ადგილობრივი ლანდშაფტი და კლიმატი ბინის დიზაინში ფერების სახით იმკვიდრებს თავს. მაროკოული სტილის შესაქმნელად, ყველა ის ფერი გამოიყენეთ, რომელიც „მიწის ყვავილებს მოგაგონებთ“ - მიხაკისფერი, ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერი და ბრინჯაოს ფერი. ბუნებრივი ფერები ტადელაკს ჰარმონიულად ერწყმის - ვარდისფერი, წითელი, იისფერი, ლურჯი და ყველანაირი მწვანე. მაროკოულ სტილში მთავარია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ შეუხამებთ ერთმანეთს თბილ და ცივ ფერთა ტონს.
მაროკოულ დიზაინში ტექსტურა მნიშვნელოვანია. უხეში, მობათქაშებული კედლები, რბილი, ხავერდოვანი გობელენები და ხალიჩები - აი რა არის დამახასიათებელი ამ ინტერიერის დიზაინისთვის. ხალიჩები ნაქსოვი აბრეშუმისა და შალისგან უნდა იყოს. რაც შეეხება ავეჯს, მაროკოული დიზაინში მხოლოდ ხისგან დამზადებულ, მოჩუქურთმებულ მაგიდებსა და სკამებს შეხვდებით. მეტალის ან ბრინჯაოსგან ქმნილი აქსესუარები, საღამოს ლამაზად განათებული სანთლები ოთახში მაროკოულ ატმოსფეროს შექმნის. ამგვარი სანათურები განსაკუთრებით დამახასიათებელია ამ ინტერიერის სტილისთვის. ისინი ძირითადად დამზადებულია მეტალისგან, სპილენძისა და თითბერისგან. ასევე სხვა პოპულარული აქსესუარებია სარკე, რომლის ჩარჩო მეტალისგან ან ხისგან არის დამზადებული, მისი დიზაინი კი ისლამური კულტურის ზეგავლენას განიცდის. მაროკოული სტილის სახლებში ხშირად შეხვდებით კედლებზე ჩამოკიდებულ თიხის ჭურჭელს, ვაზებსა თუ დეკორატიულ სანათურებს.
ჩვენ გირჩევთ
ორიენტალიზმი - ინტერიერის სახასიათო სტილი და პინტოს მრავალფეროვანი შემოქმედება
ორიენტალიზმი ხელოვნებაში თითქმის მთლიანად აღმოსავლურ კულტურას და მის სტერეოტიპულ გამოვლინებებს აღნიშნავს.
რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ნატურალურ მასალას სახლის მოწყობისას?
ამ საუკუნის ყველაზე დიდი ტრენდი ბუნებასთან დაახლოებაა. გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევები და შეიქმენით ბუნებრივი გარემო სახლში.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7