ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სააბაზანო ოთახი?

როდესაც სახლში რემონტს აკეთებთ, არ შეიძლება სააბაზანო ოთახის არ დაფასება და მისი ზედაპირულად გაკეთება.

2073

როდესაც სახლში რემონტს აკეთებთ, არ შეიძლება სააბაზანო ოთახის არ დაფასება და მისი ზედაპირულად გაკეთება. ეს ალბათ ის ოთხია, რომელსაც ყოველდღიური სამზადისის დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ და ამიტომ, აუცილებელია ის მაქსიმალურად კომპაქტურად და პრაქტიკულად მოვაწყოთ და ამავდროულად ისე, რომ შეიქმნას მშვიდი ატმოსფერო. სააბაზანო ოთახის მიკროკლიმატს თუ გავითვალისწინებთ, ამ მრავალფუნქციური ადგილისთვის დიზაინის შერჩევა არც ისე მარტივი საკითხია. სააბაზანო ოთახში ისეთი სათავსოები უდნა დაიდგას, რომლის ზედაპირიც დაცული იქნება მაღალტენიანობისგან და ტემპერატურის გამუდმებული ცვლილებისგან. ასევე უნდა შეირჩეს მოსახერხებელი და პრაქტიკული სანტექნიკა, ორიგინალური აქსესუარები და სხვ. ჩვენ გაგიზიარებთ სხვადასხვა დიზაინერულ პროექტებს, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ დაგეხმარებათ სწორი აქცენტების დანახვაში და არჩევანის გაკეთებაში.

როდესაც თქვენ გსურთ თანამედროვე დიზაინით მოაწყოთ სააბაზანო ოთახი აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის ტენდენციებს, რომლებიც ყოველწლიურად იცვლება. სანტექნიკის ნაწილი, პატარა დეკორატიული ნივთები, პრაქტიკული თაროები, ავეჯი და სხვ. - ამ ყველა დეტალის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია, თუ გსურთ რომ თვენი ინტერიერი ყველასგან გამოირჩეოდეს. მაშ ასე, ჩვენ გვსურს რომ აბაზანაში შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც დაგვეხმარება დავისვენოთ დამღლელი დღის შემდეგ და აღვიდგინოთ ძალები შემდეგი დღისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიზაინერები გამოარჩევენ შემდეგ აქტუალურ ტენდენციებს: ასახვა ბუნების სიახლოვესთან (დაწყებული მატერიებით, დამთავრებული ფერთა გამით); ტექნოლოგიებისა და ბუნებრიობის ბალანსი, მაღალი ფუნქციურობა, რომელიც მომსახურებისას სიმარტივეს ინარჩუნებს; რესურსების მაქსიმალურად ეკონომიური გამოყენება; რამდენიმე კვადრატულ მეტრში ფუნქციურობის, ესთეტიკისა და ტექნოლოგიების გაერთიანების უნარი. 

აბაზანების გაფორმების ერთ-ერთი ტენდენცია არის ბუნებრივი ზედაპირების იმიტაცია. მოსაპირკეთებელი ფილები, ხის, ქვის, აგურისა და ტყავის იმიტაცია სწორედ ისაა რასაც თანამედროვე დიზაინერები გვთავაზობენ. კერამიკული ფილების დახმარებით, თქვენ შეგიძლით მიიღოთ არამხოლოდ საიმედო დაცვა, არამედ ორიგინალური ინტერიერი, რომელიც დატვირთული იქნება ბუნებრივი ფერებით და სპეციალური ატმოსფეროთი. 

კომბინირებული მატერიალების გამოყენება კიდევ ერთი ტენდენციაა უტილიტალური სივრცის თანამედროვე დიზაინში. ამ საკითხში შეგიძლიათ ბევრად შორს წახვიდეთ და გაცდეთ კერამიკული ფილების და მოზაიკის ტრადიციულ კომბინაციას. ერთმანეთთან თავსებადობაშია წყალგაუმტარი, დეკორატიული თაბაშირი, მინის ფილები, პრიალა და გლუვი კერამიკა, გლუვი, ხის და ქვის (თუნდაც იმიტაცია) ზედაპირები. სწორედ ასეთი კომბინაციები გაძლევთ საშუალებას გააფართოვოთ საზღვრები სველი წერტილების მოწყობისას. 

კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი ორიგინალური სანტექნიკის შერჩევაა. იყავით თავისუფალნი და ნუ მოერიდებით თანამედროვე ფორმებსა თუ ზომებს. აბაზანა, ნიჟარა და უნიტაზი ამ ოთახის განუყოფელი და ყველაზე თვალშისაცემი ნაწილია. ამიტომ ისინი განსაკუთრებული გემოვნებით უნდა შეირჩეს. 

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2018 წლისთვის?

აი, რას გვირჩევენ დიზაინერები 2018 წლის მისაღები ოთახისთვის. რა ტრენდები უნდა გავითვალისწინოთ მის მოსართავად?

2932
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური მცენარე თქვენი ბინის ინტერიერისთვის

მცენარის შერჩევა ბინის ინტერიერის გათვალისწინებით არც ისე მარტივია. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით შეძლებთ ზუსტად ის მცენარე შეარჩიოთ, რომელიც თქვენს ბინას სჭირდება!..

1758
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575