თანამედროვე აგარაკები-არქიტექტურისა და დიზაინის საინტერესო და ინოვაციური ტანდემი
აგარაკები სეზონური საცხოვრებლებია, რომებიც ძირითადად ქალაქ გარეთ, მშვიდ გარემოში გვხვდება ხოლმე.
აგარაკები სეზონური საცხოვრებლებია, რომებიც ძირითადად ქალაქ გარეთ, მშვიდ გარემოში გვხვდება ხოლმე. გამოიყენებენ სათევზაოდ, სანადიროდ და დასვენების სხვა აქტივობებისთვის. აგარაკების მნიშვნელოვანი ნაწილი მზარდი ბაღებია. მათი ისტორია რუსეთიდან მოდის. პირველი აგარაკები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გვხვდება. მეფეები ერთგულ ვასალებს პატარა მიწის ნაკვეთს აძლევდნენ ხოლმე. თავად სიტყვა „დაჩაც“ ზმნიდან „дать" მოდის, რაც მიცემას/გადაცემას ნიშნავს. დღეს თანამედროვე და საინტერესო კონცეპტის მქონე აგარაკებს შემოგთავაზებთ.
აგარაკები სეზონური საცხოვრებლებია, რომებიც ძირითადად ქალაქ გარეთ, მშვიდ გარემოში გვხვდება ხოლმე. გამოიყენებენ სათევზაოდ, სანადიროდ და დასვენების სხვა აქტივობებისთვის. აგარაკების მნიშვნელოვანი ნაწილი მზარდი ბაღებია. მათი ისტორია რუსეთიდან მოდის. პირველი აგარაკები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გვხვდება. მეფეები ერთგულ ვასალებს პატარა მიწის ნაკვეთს აძლევდნენ ხოლმე. თავად სიტყვა „დაჩაც“ ზმნიდან „дать" მოდის, რაც მიცემას/გადაცემას ნიშნავს. დღეს თანამედროვე და საინტერესო კონცეპტის მქონე აგარაკებს შემოგთავაზებთ.
„ვოლგადაჩა“ რუსეთის ერთ-ერთ სოფელში, მდინარე ვოლგას სანაპიორებთან მდებარეობს. აგარაკის სახლის ფანჯრებიდან მე-17 საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია და ულამაზესი ჩანჩქერი მოჩანს. სახლი ხისგან არის კონსტრუირებული. როგორც სხვა ტიპურ აგარაკებს ახასიათებთ, „ვოლგადაჩაც“ ერთსართულიანია და დიდი სხვენი აქვს. ტრადიციული და საბჭოური აგარაკებისგან განსხვავებით, ის იზოლირებულია, აღჭურვილია გათბობით, ცეცხლის ღუმელითა და შიდა აბაზანით. მინიმალისტური სახლის ექსტერიერი და მისი შემოგარენი გადახურული ვერტიკალური დაფებით არის დაფარული. 90 კვადრატული მეტრის, მართკუთხა იატაკის გეგმა ღია საცხოვრებლისთვისაა განკუთვნილი. სახლი იტევს მისაღებს, სასადილო და სამზარეულო ოთახებს. სახლის ინტერიერი მთლიანად თეთრ ფერშია მოხატული. სახლის ქვედა დონეზე გათბობაა დამონტაჟებული, მეორე დონეზე კი მთლიანი აბაზანაა, რომელსაც მინის კარი აქვს. რაც შეეხება სახლის ბაღს, ის ქვიშისგან არის ფორმირებული და გეოტექსტილითაა დაფარული.
შემდეგი აგარაკი კი წინასთან შედარებით მეტად თანამედროვეა, ის ფინეთში მდებარეობს. ბალტიის ზღვის უნიკალურ ქვიან კუნძულზე გადაწყვიტეს სახლების აშენება, რომელთა მოდელები გათვალისწინებული იქნებოდა ოჯახების სურვილებსა და მოთხოვნებზე. ეს ორი სახლი ერთ ჭერქვეშ მდებარეობს. მთავარ სახლში ოთახები შუალედური სივრცით არის გამოყოფილი. საუნას სახლში კი, საუნა და აბაზანა საპირფარეშოსგან არის განცალკევებული. მთავარი არქიტექტურული დიზაინის ნაწილი იყო ის, რომ სახლებიდან ხედი ზღვასა და კლდოვან ბუნებაზე გასულიყო. ამას ხელს უზარმაზარი ფანჯრები უწყობს. სახლების სიმაღლე ყურადღებით არის დაგეგმილი. დიდი ტერასა სიბერიული ლარიქსისგან არის დამზადებული, რომელიც არაჩვეულებრივ ჰარმონიაში მოდის კლდოვან სანაპიროსთან. ხის მორი შესანიშნავი მატერიაა ამ სახის შენობებისთვის - ის ძლიერია, სუნთქავს და დიდი ხანი ძლებს. არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ პლასტმასი არ გამოეყენებინათ, ასევე ზედაპირზე არ გვხვდება არანაირი ლურსმნები. გარდა ამ ყველაფრისა, სახლის აშენების დროს, დიდი ყურადღება ინჟინერიასაც მიექცა. მაგალითად, სახურავზე დამონტაჟებულია სპეციალური ქარის დეფლექტორები. ეს პროექტი თანამედროვე ფინურ- სკანდინავიური აგარაკის დიზაინს წარმოადგენს.
ჩვენ გირჩევთ
ევროპის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როგორც ხელოვნების ნიმუში და მათი მოდერნისტული არქიტექტურა
თანამედროვე მსოფლიო ინოვაციური მუზეუმების შენობებით გვაოცებს ხოლმე. დღეს ზუსტად მათზე ვისაუბრებთ
ორიგინალური და უნიკალური დიზაინის მქონე ეკომეგობრული შენობები 21-ე საუკუნეში
21-ე საუკუნის არქიტექტურულ სამყაროში მდგრადი დიზაინი უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. ეკომეგობრული შენობები უახლოვდება ბუნებას, ზოგავს ელექტროერგოენერგიასა და გადაამუშავებს ნაგავს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7