არქიტექტურა

მოდერნისტული მემორიალების აბსტრაქტული არქიტექტურა და მათი საინტერესო მნიშვნელობა

მემორიალი სტრუქტურა ან ქანდაკებაა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საპატივცემულოდ იგება.

1259

მონუმენტი და მემორიალი ის ორი სიტყვაა, რომლებიც მათი მსგავსი კონცეპტის გამო ხშირად ერთმანეთში გვერევა. მონუმენტი არის შენობა, სტრუქტურა ან ნაგებობა, რომელიც პიროვნებას ან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ეძღვნება. მემორიალი კი სტრუქტურა ან ქანდაკებაა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საპატივცემულოდ იგება. მემორიალები მონუმენტებთან შედარებით ნაკლებად ატარებს არქიტექტურულ ღირებულებას და მეტად აბსტრაქტულია. მონუმენტების ყველაზე ცნობილი მაგალითებია: ვაშინგტონის მონუმენტი და ემპაირ სტეიტ ბილდინგი, მემორიალებს შორის კი მარტინ ლუთერ კინგისა და ლინკოლნის მემორიალები ლიდერობენ. დღეს ჩვენ მოდერნისტულ მემორიალებს განვიხილავთ.

მონუმენტი და მემორიალი ის ორი სიტყვაა, რომლებიც მათი მსგავსი კონცეპტის გამო ხშირად ერთმანეთში გვერევა. მონუმენტი არის შენობა, სტრუქტურა ან ნაგებობა, რომელიც პიროვნებას ან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ეძღვნება. მემორიალი კი სტრუქტურა ან ქანდაკებაა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საპატივცემულოდ იგება. მემორიალები მონუმენტებთან შედარებით ნაკლებად ატარებს არქიტექტურულ ღირებულებას და მეტად აბსტრაქტულია. მონუმენტების ყველაზე ცნობილი მაგალითებია: ვაშინგტონის მონუმენტი და ემპაირ სტეიტ ბილდინგი, მემორიალებს შორის კი მარტინ ლუთერ კინგისა და ლინკოლნის მემორიალები ლიდერობენ. დღეს ჩვენ მოდერნისტულ მემორიალებს განვიხილავთ.

წყარო: evolo.us
წყარო: evolo.us

იტალიაში, სტუდიო კუადრამ 2006 წელს მემორიალის აგება გადაწყვიტა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გადასახლებულ ებრაელებს ეძღვნებოდა. მემორიალის ფუძე ბეტონის ფილაა, რომელიც მიწიდან ცოტათი აწეულია, თითქოს ეს სატვირთო ვაგონებისთვის გამოყოფილი პლატფორმაა. მას გარს აკრავს სხვადასხვა ზომის ქვები. პლატფორმაზე 20 გადარჩენილი ადამიანის სახელი სპილენძის სამგანზომილებიანი ფორმატით არის დაწერილი, მიწაზე კი იმ 350 ადამიანის სახელია აღნიშნული, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებიდან ვერ დაბრუნდნენ. თითოეული პატიმარი იდენტიფიცირებულია სახელით, ასაკითა და ეროვნებით. ყოველი ოჯახი ერთმანეთისგან მეტალის ხაზით არის გამოყოფილი. სიტყვები მეტალზეა დაწერილი, რომელიც დროთა განმავლობაში ვაგონების ფერი გახდა, რაც დაჟანგვამ გამოიწვია. მემორიალი იმ განათებით ნათდება, რომელიც თითოეული გადარჩენილის სახელთან არის დამონტაჟებული. ფარული განათებების სერია კი ისეთ ილუზიას გაძლევთ, რომ თითქოს მემორიალის ფუძე მიწიდან ზემოთ არის აწეული. ყოველი ვაგონი კარგად არის აღჭურვილი, ერთ-ერთი მათგანი კი სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვისაა გამოყოფილი. მემორიალი განთავსებულია მატარებლის ხაზებსა და იმ მთავარ გზას შორის, რომელიც საფრანგეთისა და კუნეოს საზღვარია.

წყარო: openbuildings.com
წყარო: openbuildings.com

2001 წლის 11 სექტემბერი - ის დღეა, რომელიც ალბათ მთელ მსოფლიოს ახსოვს. ტერაქტიდან 10 წლის შემდეგ, ამერიკაში მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი აიგო. მისი ავტორი ებრაელ-ამერიკელი არქიტექტორი მაიკლ არდია. მემორიალს „ამრეკლავი არარსებობა“ ჰქვია. ის 64 749 კვადრატული მეტრია. ორი ერთმანეთის იდენტური, ამრეკლავი აუზი გრანიტით არის გადაფარებული. წყალი აუზის კიდეებიდან აუზში ჩაედინება, მისი ხმა კი სტუმრების ყურადღებას იქცევს. მის გარშემო მუხის ხეებია დარგული. ბრინჯაოს პანელზე კი 2 983 გარდაცვლილი ადამიანის სახელია ამოტვიფრული. თითოეული სახელი ღამით ანათებს.

წყარო: thousandwonders.net
წყარო: thousandwonders.net
წყარო: 911memorial.org
წყარო: 911memorial.org

ნორვეგიაში მდებარე „Steilneset“ მემორიალი კი იმ ადამიანების ხსოვნისთვის ააგეს, რომლებსაც მე-17 საუკუნეში ჯადოქრობას სწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. მსოფლიოში ცნობილი შვედი არქიტექტორის პიტერ ზამთორისა და თანამედროვე ხელოვანის, ლუის ბურგეუსის უნიკალური კოლაბორაციის ნაყოფი ვარდოში, ნორვეგიაში მდებარეობს. მემორიალი ორ განცალკევებულ შენობას მოიცავს: 124-მეტრიან ხის სტრუქტურას და მინის ოთახს. ზამთორის სტრუქტურა ხის ჩარჩოებისგან შემდგარი შენობაა. ეს არის დიდი დერეფანი, სადაც 91 პატარა ფანჯარაა მოთავსებული, რომლებშიც ნათურები ჰკიდია. ზუსტად ამდენი ადამიანი დასაჯეს, 1662-1663 წლებში, ჯადოქრობის გამო. ბურგეუსის შემოქმედება კი მინის ოთახში მდებარეობს: ეს არის ცეცხლმოკიდებული სკამი, რომელიც რამდენიმე სარკით არის გარშემორტყმული.

წყარო: nordnorge.com
წყარო: nordnorge.com
წყარო: en.wikipedia.org
წყარო: en.wikipedia.org

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

პატარა ეკო-მეგობრული სახლები-მდგრადი არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის კარგი მაგალითი

არქიტექტორები და მშენებლები აღიარებენ, რომ პატარა სახლები მეტად ლამაზი და ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უკანასკნელნი ეკო-მეგობრულია.

2396
ნახე მეტი
არქიტექტურა

დოგმებისა და შეზღუდვებისგან განთავისუფლებული თანამედროვე საკულტო არქიტექტურა

თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან.

1339
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575