ინტერიერი

ნაცრისფერი საძინებელი - თანამედროვე ტრენდი დიზაინერებისგან

გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

1609

საძინებლის მოწყობისას უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მათ შორისაა ფერის არჩევაც, რომელიც შეიძლება ითქვას გადამწყვეტ როლს თამაშობს კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბლოგში უკვე მრავალჯერ განვიხილეთ საძინებლის მოწყობის სხვადასხვა ხერხები ვფიქრობ, რომ ამ თემის ამოწურვამდე კიდევ ბევრი რამ არის გასარჩევი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

საძინებლის მოწყობისას უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მათ შორისაა ფერის არჩევაც, რომელიც შეიძლება ითქვას გადამწყვეტ როლს თამაშობს კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბლოგში უკვე მრავალჯერ განვიხილეთ საძინებლის მოწყობის სხვადასხვა ხერხები ვფიქრობ, რომ ამ თემის ამოწურვამდე კიდევ ბევრი რამ არის გასარჩევი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სტატიას საძინებლის ნაცრისფერ ფერში მოწყობის შესახებ.

ნაცრისფერი საძინებელი სულ უფრო აქტუალური ტრენდია, რომელსაც ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ოთახში უნდა სუფევდეს სიმშვიდე და ამავდროულად, ის სავსე უნდა იყოს ენერგიით. ნაცრისფერი კი ამ მოთხოვნებს ნამდვილად აკმაყოფილებს. ძალიან გავრცელებულია ნაცრისფერის მუქი და ღია ელფერების გამოყენება, რაგან ის არაჩეულებრივად ეხამება, როგორც მეტალის, ისე ხის ზედაპირს. ასევე, ნაცრისფერი უხდება ნებისმიერ სხვა ფერს სწორედ ამიტომ, საძინებლის მოწყობა ამ ფერებში ძალიან მარტივია.

მიუხედავად იმისა, რომ ნაცრისფერი საძინებელი კარგი არჩევანია, ყველა კედლის ერთიდაიგივე ელფერით შეღებვა ძალიან მონოტონურია. ასეთ ეფექტი კი ზედმეტად ამძიმებს გარემოს და თუ თქვენ სრული მინიმალიზმის მოყვარული არ ბრძანდებით გირჩევთ, ნაცრისფერი სხვა ნეიტრალურ ფერს შეუხამოთ, მაგალითად თეთრს. თეთრ-ნაცრისფერში მოწყობილი ოთახი ელეგანტური, მოდური და მშვიდია. აქსესუარების შერჩევაც მარტივია, რადგან ამ ორ ფერს ყველაფერი უხდება.

ნაცრისფერი ასევე შეიძლება უფრო მკვეთრ ფერებსაც შეუხამოთ, როგორებიცაა წითელი, პიტნისფერი და სხვ. მთავარია, რომ დომინანტ ფერად ნაცსრიფერი დარჩეს, ხოლო დამატებითი ფერი მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყოს გამოკვეთილი. წითელ-ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი საძინებელი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მოდაში და აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. წითელი ფერის დანამატები საოცრად აცოცხლებენ ოთახს. ფერთა შეხამების დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ელფერებზე. ერთმანეთ უხდება ღია ნაცრისფერი და მკვეთრი წითელი, ან ჟოლოსფერ-წითელი და მუქი ნაცრისფერი. რაც შეეხება პიტნისფერს, ის ერთგვარ სიახლს შესძენს ოთახს. ამ ტანდემის შემთხვევაში შეიძლება თეთრი ან კრემისფერის გამოყენებაც.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ უნდა შევქმნათ რეტროს სტილი სამზარეულოს ინტერიერის დიზაინში?

სამზარეულო სახლის გულია. აქ ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, მის ინტერიერზე ზრუნვა სწრაფად უნდა დაიწყოთ.

1599
ნახე მეტი
ინტერიერი

დახვეწილი და აქტუალური სპილოსძვლისფერი ინტერიერის დიზაინში

სპილოს ძვლისფერს დიზაინის სამყაროში აივორის უწოდებენ. ის დროთა განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს.

1942
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575