ინტერიერი

ნეოკლასიკური სტილი ინტერიერის დიზაინში

თუ თქვენ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები, მაშინ ნეოკლასიკა ისაა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

1977

თუ თქვენ ოქროს შუალედის მომხრე ხართ, თუ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები, მაშინ ნეოკლასიკა ისაა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ეს სტილი უხდება, როგორც საკუთარ სახლს, ისე თანამედროვე კორპუსის ბინას. ამ სტილის უნივერსალურობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ის არ კარგავს აქტუალობას. ნეოკლასიკური სტილის გამოჩენა საკმაოდ ბუნებრივი ფენომენია, როგორც თანამედროვეობის რეაქცია და სურვილი, რომ არ დაივიწყოს ტრადიციები, მოდერნისტული მასალებისა და აქტუალური დიზაინერული იდეების გამოყენებით. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ საშუალება მისცა საცხოვრებლის დიზაინის მრავალწლიან ტრადიციებს უფრო მოქნილი გამხდარიყო და ადაპტირებულიყო ჩვენს რეალობასთან. ამის მიუხედავად სტილს არ დაუკარგავს დახვეწილობა, რესპექტაბელური და მდიდრული გამოხატულება. პირიქით, ის ამ ძირითადი მახასიათებლებით შეერწყა თანამედროვეობას და უფრო მსუბუქი გახდა.

ისევე, როგორც სხვა ყველაფრი ნეკლასიკური სტილიც დროთა განმავლოაში იცვლება. სწორედ ეს თვისება, აქტუალურ დიზაინერულ იდეებთან შეწყობა და თანამედროვე მატერიებთან ადაპტაცია აძლევს ამ სტილს საშუალებას იყოს პოპულარული, როგორც დიზაინერებს, ისე ბინის მფლობელებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი საცხოვრებელი თავადვე გააფორმონ. თუ თქვენ ამ სტილში აპირებთ სახლის მოწყობას, მაშინ აუცილებელია იმ ძირითადი მახასიათებლების გაცნობა, რაც ნეოკლასიკურ სტილს ახასიათებს.

ბუნებრივი ფერთა გამა - ამ სტილში უპირატესობა ყოველთვის ბუნებრივ ფერებს ენიჭებათ. თეთრი ფერის ყველა ელფერი, ქვიშისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი - ეს ის ფერებია, რომლებიც ძირითად, საბაზისო ტონებს ქმნიან ზოგადი განწყობის შესაქმნელად. სხვა, უფრო მუქი, ან მკვეთრად ნათელი ფერები გამოიყენება აქცენტების გასაკეთებლად და ძრითადი გეომეტრიული თვისებურებების ხასგასასმელად.

სტილისთვის ასევე დამახასიათებელია სიმეტრია. სწორედ ამ მიზეზით, ხშირად დიზაინერები ოთახში სარკისებურ განლაგებას ირჩევენ, რათა სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს. გახსოვდეთ, ავეჯის, ტექნიკის, დეკორაციების განლაგებისას აუცილებლად დაიცავით სიმეტრია და სიმსუბუქე. საინტერესოა ისიც, რომ ამ სტილში თავს იყრის ისეთი კლასიკური ელემენტები, როგორებიცაა: თაღები, მდიდრული ჭაღები, კოლონები, ანტიკვარული შანდლები, რბილი, ბარხატის ავეჯი და სხვ. რა თქმა უნდა, სახლის მოწყობისას თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში და არ არის აუცილებელი ყველა დეტალის ერთდროულად გამოყენება. ნეოკლასიკის მთავარი შტრიხი ხომ დახვეწოლბაა და არა ვულგარული გადატვირთულობა.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც შემოსასვლელი ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ!

შემოსასვლელი ოთახი სხვა ოთახებთან შედარებით პატარაა და ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე. მისი დიზაინი მთლიანი სახლის ინტერიერის სქემაში მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეს არის პირველი ოთახი, რომელსაც სტუმარი ათვალიერებს.

1626
ნახე მეტი
ინტერიერი

ჭკვიანი ავეჯი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

ჭკვიანი ავეჯი (ისევე როგორც სმარტფონები,Smart TV, სმარტ საათები) ტექნოლოგიასთან ერთიანდება და საინტერესო კომბინაციას გვაძლევს.

2005
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575