უნიკალური და ფუნქციური დიზაინის მქონე წიგნების მაღაზია
ეს განსაკუთრებული წიგნების მაღაზია კაფის ფუნქციასაც ითავსებს, სადაც ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონაც აქვთ გამოყოფილი.
წიგნების მოყვარულებს ხშირად უჩნდებათ სურვილი წიგნის ყიდვისთანავე შეუდგნენ მის კითხვას, სადმე კომფორტულ ადგილას. თუმცა სამწუხაროდ, წიგნების მაღაზიათა უმეტესობა უბრალო თაროებითა და მოსაწყენი გარემოთი გამოირჩევა და ამ კომფორტს არ სთავაზობს მომხმარებელს. საბედნიეროდ, არსებობს ისეთი გამორჩეული ადგილებიც, რომლებიც მომხმარებელს ყველანაირ კომფორტს სთავაზობს და ამას განსაკუთრებული ინტერიერის დიზაინის წყალობით ახერხებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი ინტერიერის დიზაინი განგვეხილა, რომელიც კრეატიული, მყუდრო და ამავდროულად ფუნქციურიცაა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია წიგნის მაღაზია და კაფე 9 ¾-ია. ეს განსაკუთრებული წიგნების მაღაზია კაფის ფუნქციასაც ითავსებს, სადაც ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშო ზონაც აქვთ გამოყოფილი. მაღაზიის შექმნისას დიზაინერების მთავარი ამოცანა, ინდუსტრიულ, მეტალის ჩარჩოიან და შუშის გუმბათიან შენობაში, მყუდრო გარემოს შექმნა იყო. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბუნებრივი მატერიების გამოყენება. ცოცხალი კედლები მცენარეებისგან, ხის თაროები და ავეჯი, სხვადასხვა დიზაინის სკამები, რომლებსაც სახლის მყუდროება შემოაქვთ ინტერიერში და ეს ყველაფერი ერთდროულად საინტერესო და პრაქტიკულ გარემოს ქმნის. გასაკვირი არაა, რომ ნებისმიერი მყიდველის ყურადღებას იპყრობს მცენარეებისგან გაკეთებული კედელი, რომელსაც არაჩვეულებრივად ერწყმის ღია ხისფერი თაროები და სხვადასხვა დეკორის ნივთები. ჰაერში დაკიდული ხის ჭერი კი განსაკუთრებულ, ოჯახურ სიმყუდროვეს სძენს ინტერიერს.

თავიდან შეიძლება მაღაზიის ინტერიერი ზედმეტად ეკლექტურადაც მოგეჩვენოთ. აქ ხომ, წიგნების თაროები მცენარეების კედლებით იცვლება, ხოლო სავარძლები და სკამები სხვადასხვა სტილისაა. თუმცა, სწორედ ამდაგვარი დაგეგმარება და ნივთების განლაგება ავიწყებს მომხმარებელს, რომ ისინი მაღაზიაში არიან და ეს მაქსიმალურად უქმნის კომფორტს და მათ მარტივად შეუძლიათ მოდუნება, საყვარელი წიგნის წაკითხვა, ცხელი სასმელისა და ტკბილეულის მირთმევა. კაფეში და წიგნის მაღაზიაში ზონირება ძალიან პირობითია. წიგნების არჩევანი ძალიან დიდია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს, ხოლო წიგნები განლაგებულია ისე, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველმა, ბავშვებმაც კი მარტივად შეძლონ მათი შერჩევა და დათვალიერება. სწორედ ამიტომ აქ, როგორც მარტო, ისე ოჯახის წევრებთან ერთად მისვლა ძალიან კომფორტულია.
როდესაც ამ მაღაზიაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება უყურადღებოთ დავტოვოთ საბავშვო სივრცე, რომელიც ასე აკლია ბევრ დაწესებულებას. მსგავსი სივრცეები საშუალებას აძლევთ მშობლებს ბავშვებისგან განცალკევებით გაატარონ დრო, მაშინ როცა ბავშვებს მყუდრო გარემოში შეუძლიათ გართობა. ხის კედლებში ამოჭრილი „სკები“ კი იმის საშუალებას იძლევა, რომ საბავშვო ზონა მუდამ ყურადღების ქვეშ იყოს.
ჩვენ გირჩევთ
ბუნებრივი განათების როლი და უპირატესობები ინტერიერის დიზაინში
არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბუნებრივი სინათლე უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ შენობების აგებისა და მისი გაფორმების დროს.
როგორ მოვაწყოთ ვიწრო შემოსასვლელი ოთახი პრაქტიკულად?
მრავალი წლის განმავლობაში შემოსასვლელს ეკისრებოდა ძალიან დიდი ფუნქციური როლი.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7