არქიტექტურა

ოლიმპიადა - არქიტექტურული მოდისა და მიმართულებების ცენტრი

ყოველ 4 წელიწადში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ სპორტული სამყაროს ეპიცენტრი, მოდისა და არქიტექტურის ცენტრიცაა.

1229

ყოველ 4 წელიწადში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ სპორტული სამყაროს ეპიცენტრი, ხშირად პოლიტიკური მინიშნებების (მოსკოვი 1980, ბერლინი 1936), მოდისა და არქიტექტურის ცენტრიცაა. მსოფლიოს ყველა საუკეთესო სპორტსმენი ერთ ქალაქში იყრის თავს საუკეთესოთა გამოსავლენად. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სპორტსმენებს თავის წარმოჩენაში ხელი არ შეეშალოთ, გამართული და კომფორტული ინფრასტრუქტურაა საჭირო. თუმცა, მთავარი ფუნქციის გარდა, ოლიმპიადას უამრავი სიმბოლური დატვირთვა აქვს: ისტორიული წარსული, ჩაუმქრალი ცეცხლის ალი, კონტინენტების ერთიანობა და გრანდიოზული გახსნის ცერემონია. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადას ისეთი არქიტექტურული კომპოზიცია სჭირდება, რომელიც სრულად შეესაბამება ფუნქციურ მოთხოვნებს, მაგრამ ფუნქციაზე მეტი დატვირთვა აქვს.

წყარო: Photo by Robert Gauthier, LA Times
წყარო: Photo by Robert Gauthier, LA Times

ოლიმპიური არენა, ათენი, 2004

ლოკაცია ნამდვილად სიმბოლურია - ოლიმპიადის დაბადების ადგილი. ათენი 1896 წლის შემდეგ პირველად, 2004 წელს მასპინძლობდა თამაშებს. მიუხედავად გავრცელებული მრავალი ჭორისა, ოლიმპიადამ უნაკლოდ ჩაიარა. არსებული, 75 000 ადგილიანი არენის შესაცვლელად, საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ ლეგენდარული არქიტექტორი, სანტიაგო კალატრავა მიიწვია. მთავარი, რაც კალატრავამ ოლიმპიურ კომპლექსში გააკეთა იყო სრულიად ახალი გადახურვა არენისთვის და შესასვლელი პლაზების კომპოზიცია. კომპოზიცია ისეა გადაწყვეტილი, რომ არენამდე მისასვლელად გარკვეული ცერემონია გაიარო, რაც შეეხება გადახურვას, მასში 1982 წელს აშენებულ კონსტრუქციაში კალატრავამ ნამდვილად წარუშლელი ხელწერა დატოვა. ტყუპი, მილის ფორმის ფოლადის კომპოზიციით.

წყარო: Zaha Hadid London Aquatic Centre
წყარო: Zaha Hadid London Aquatic Centre

აკვა ცენტრი, ლონდონი, 2012

ზაჰა ჰადიდის დიზაინით შექმნილი, ლონდონის ოლიმპიადის მშვენება - აკვა ცენტრი, მთავარი, ოლიმპიური საცურაო აუზით, საინტერესო გადახურვით გამოირჩევა. ფორმის ინსპირაცია არქიტექტორმა მთლიანად წყლის „თხევადი გეომეტრიისგან“ აიღო. უჩვეულო სილუეტის ფორმები და სტრუქტურა, წლის ზედაპირთან უჩვეულოდ ლამაზ და ბუნებრივ კომპოზიციას ქმნის. ზაჰა ჰადიდის დიზაინით უნდა აშენებულიყო მთავარი ოლიმპიური არენა ტოკიოშიც, 2020 წლის თამაშებისთვის. პროექტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია არქიტექტურულ წრეებშიც, კრიტიკოსებმა ზაჰას მოცულობის მასშტაბი დაიწუნეს, რომელიც ქალაქის ცენტრთან შეუსაბამობაში მოდიოდა. თუმცა, არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ, ტოკიოს არენაზე საუბარი შეწყდა.

წყარო: Ddtmmm
წყარო: Ddtmmm

იოიოგის ეროვნული სატანვარჯიშო დარბაზი, ტოკიო, 1964

კომპლექსი პრიცკერის პრემიის მფლობელს, კენძო ტანგეს ავტორობითაა აშენებული. 1964 წელს ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა აზიაში და მოცულობაც ფაქტის შესაბამისად გრანდიოზული და შთამბეჭდავია. მკვეთრად გამორჩეული გადაწყვეტის წყალობით, შენობა მეოცე საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ტანგემ თითქოს დასავლური ესთეტიური ღირებულებებისა და იაპონური ტრადიციის ერთგვარი ჰიბრიდი შემოგვთავაზა. დენადი გადახურვა, რომელიც კალათბურთის დარბაზსა და ელიფსის ფორმის საცურაო ცენტრს აერთიანებს, თითქოს ჯაჭვურად იკვრება. კომპლექსი იდეალურ თანწყობაშია ლანდშაფტთანაც. როგორც აღმოჩნდა, ოლიმპიადას განსაკუთრებული არქიტექტურა სჭირდება და თამაშებმა ისტორიის მანძინლზე არა მხოლოდ ერები და სპორტსმენები გააერთიანა, არამედ რამდენიმე საოცარი კომპლექსი და მოცულობა გვაჩუქა.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ინოვაციური დიზაინის მქონე თანამედროვე ხიდები მსოფლიოს გარშემო

ტექნოლოგიის, დიზაინისა და ინჟინერიის არაჩვეულებრივი მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე ხიდების მშენებლობაში.

1489
ნახე მეტი
არქიტექტურა

5 საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტი, რომელიც საზოგადოებამ გამოარჩია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საიტი, საუკეთესო სტუდენტური არქიტექტურული პროექტის გამოსავლენად, უკვე მესამე წელია გამოკითხვას ატარებს.

1421
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575