სტუდენტური საცხოვრებლების გამორჩეული არქიტექტურა და შთამბეჭდავი, ფუნქციური დიზაინი
თუ კამპუსი ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე.
კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის არჩევის დროს, კამპუსის უპირატესობებზე დაფიქრებაც ღირს. თუ ეს სივრცე ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე. მწვანე საფარი, ელეგანტური ნაგებობები სწავლის პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის არჩევის დროს, კამპუსის უპირატესობებზე დაფიქრებაც ღირს. თუ ეს სივრცე ესთეტიკურად და ფუნქციურად კეთილმოწყობილია, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტის ინსპირაციასა და მუშაობაზე. მწვანე საფარი, ელეგანტური ნაგებობები სწავლის პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
სკრიფსის კოლეჯი 1926 წელს კალიფორნიაში, კლერმონტში დაარსდა. ის ამერიკის ტოპ კერძო კოლეჯებში შედის, რომელიც ქალებისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება მის კამპუსს, ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი კამპუსია და შესულია ისტორიული ადგილების სიაში. 2017 წელს კი მან, ფორბსისა და ჰაფინგტონ პოსტის მიერ, ამერიკაში საუკეთესო 379 კოლეჯს შორის, მეთორმეტე ადგილი დაიკავა. კამპუსის დიზაინი გორდონ კაუფმანს ეკუთვნის და გადაწყვეტილია ესპანურ ნეოკოლონიურ სტილში. კამპუსის 1926 წლის გეგმა მას ძირითად, ცენტრალურ უბნებთან ჭვიანურად აკავშირებს. ედვარდ ჰანტსმენის ლანდშაფტისა და გამწვანების სქემა კი დღესაც ფუნქციური რჩება. კამპუსის ლანდშაფტი მოიცავს ინტერაქტიულ ელემენტებს, მათ შორის ჩრდილოეთით მდებარე ვარდების ბაღს. ეს უკანასკნელი განკუთვნილია სათემო ჭრისთვის და ხეხილის მოსაყვანად. ფორთოხალი, ყურძენი, ნუში, ბროწეული ყოველი სტუნდეტისთვის ხელმისწავდომია. ასევე ამ ბაღებში ზეთისხილი იზრდება, რომლებისგანაც ზეითუნის ზეთს ამზადებენ.
ვენის უნივერსტიტეტის კამპუსი კი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს უნივრსიტეტის განვითარებასა და რეალიზაციისთვის. ცენტრალური შენობა, რომელიც ბიბლიოთეკასა და სასწავლო ცენტრს მოიცავს, 5 სამშენებლო კომპლექსით არის გარშემორტყმული. ამ ყველაფრის დიზაინი კი საერთაშორისოდ ცნობილ არქიტექტორებს ეკუთვნით. კამპუსი 35 000 მეტრ კვადრატია. აქ დაახლოებით 25 000 სტუდენტი და 1 500 ლექტორი სწავლობს და მუშაობს. გარდა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობისა, როგორებიცაა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები და ოფისები, კამპუსი გვთავაზობს საჯარო სივრცეებსაც: რესტორნებს, კაფეებს, საცხობებს, სუპერმარკეტებს, წიგნების მაღაზიას, ბავშვთა მოვლის ცენტრებს. ზაფხულობით აქ შეგიძლიათ ბინებიც კი იქირავოთ.
საპიენზას უნივერსიტეტი რომში მდებარეობს და ის პაპმა ბონიფაციუს VIII-მა დაარსა ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში. უნივერსიტეტის ორიგინალი სახელი ლათინური იყო: Studium Urbis. 1935 წელს კი აქ მთავარი კამპუსიც გაიხსნა. ეს არის პროდუქტი იმ ყველაზე ცნობილი და სკანდალური ეპოქისა, რომელიც იტალიას ახოსვს. კამპუსი მთლიანად შექმნა არქიტექტორმა მარჩელო პიიჩენტეინმა. ეს უკანასკნელი ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ბრძენებებით მოქმედებდა. უარყოფითი კონოტაციების მიუხედავად, ამ შენობის მონუმენტური მასშტაბი და სუფთა ხაზები უდავოდ შთამბეჭდავია. კამპუსი 439 000 მეტრ კვადრატს ითვლის. დამამშვიდებელი მწვანე საფარი, შეუდარებელი იაპონური ბაღი და პალმების მწკრივი სტუდენტებს ტროპიკულ სამოთხეში ახვედრებს.
ჩვენ გირჩევთ
თანამედროვე ბიბლიოთეკები, როგორც მოდერნისტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები
ბიბლიოთეკების ხსენებისას თვალწინ ძველი, მტვრიანი შენობები წარმოგვიდგება. ისინი ჩვენი მემკვიდრეობაა, რადგან ადამიანთა შექმნილ წარსულსა და აწმყოს მოიცავს.
პეიჯ ბრედლის საინტერესო შემოქმედება და სკულპტურა, როგორც პიროვნული თავისუფლების გამოხატულება
პეიჯ ბრედლი ცდილობს ხელოვნება ისე გამოიყენოს, რომ მას გასაჯანსაღებელი და შთაგონების ფუნქცია შესძინოს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7