ვენეციის ბიენალე 2017 - არქიტექტურული ფესტივალის საინტერესო ინსტალაციები
ვენეციის არტ-ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი არტფესტივალია. ის სრულყოფილი მოდელია, რომელსაც სხვა ბიენალეები ეფუძნება
ვენეციის არტ-ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი არტფესტივალია. ის სრულყოფილი მოდელია, რომელსაც სხვა ბიენალეები ეფუძნება. 1985 წლიდან მოყოლებული, მთავარ საგამოფენო სივრცედ არსენალე მიიჩნევა, თუმცა გამოფენები, ინსტალაციები და ეროვნული პავილიონები გვხვდება ყველგან: მოედნებზე, ეკლესიებში, პალაცოებში - მოკლედ, იმ ადგილებში, რომლებიც საჯარო სივრცისთვის გახსნილია. წლევანდელ ბიენალეს, რომელიც 26 ნოემბრამდე გაგრძელდება, კრისტინ მასელი ხელმძღვანელობს. „Viva Arte Viva“ - ეს არის 2017 წლის არტფესტივალის მთავარი თემა, რომელიც აერთიანებს ხელოვანებს, არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მუსიკოსებს. გამოფენა კი, შესაბამისად, მიზნად ისახავს ხელოვნების ენით ყურადღება სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე გაამახვილოს.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე პირველად წარსდგა საქართველოც. ჩვენი პავილიონი ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაციით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ გაიხსნა. ეს არის პატარა მიტოვებული ხის ქოხი, რომელიც აუცილებლად იმერულ ოდას მოგაგონებთ, რომელშიც სურათები, ავეჯი და სანათურებია განთავსებული. ჩაჩხიანმა ოდის შიგნით წვიმის სიმულაცია მოახდინა. მან ნაგებობის სახურავს ათასობით ხვრელი გაუკეთა და ზემოდან სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. წყალი ეცემა იატაკსა და ავეჯს. დამთვალიერებლები ხედავენ, თუ როგორ სველდება ინტერიერი ისე, რომ ექსტერიერი ხელუხლებელი რჩება. ეს ინსტალაცია მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ მძიმედ აწევს ინდივიდს სოციალური თუ პოლიტიკურ-ისტორიული გარემოებების ტვირთი. ეს უკანასკნელნი კი ადამიანის წარმოდგენებზე დიდ გავლენას ახდენს. პროექტის კურატორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იულიან ჰეინენია.
ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ინსტალაცია ამერიკულ პავილიონს და ამერიკელ ხელოვანს, მარკ ბრანდფორდს ეკუთვნის. ინსტალაციას „ხვალ სხვა დღეა“ ჰქვია. ბრანდფორდმა პალანიაზმის სტილში შექმნილი პავილიონი ნანგრევებად აქცია. დამთვალიერებელი თავდაპირველად მიმოფანტულ ხრეშს ხედავს, შემდეგ კი პავილიონში წინა კარით შედის. პირველ ოთახში წითელი და შავი ამოზნექილი მასა ჭერში ჰკიდია, რომლიდანაც მწვანე გზა ჩანს, ხოლო ცენტრალურ შენობას წებოვანი და „გათლილი“ კედლები აქვს. ბრანდფორდის მთავარი კონცეფცია მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებს უკავშირდება. „ხვალ სხვა დღეა“ არის ძალადობისა და გარიყვის ნანგრევების ნარატივი. ეს არის ამბავი ხელოვნებაზე, როგორც რწმენაზე, რომელსაც შეუძლია მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს.
ჩვენ გირჩევთ
ფაველა - ურბანული არქიტექტურის საინტერესო და დაუმორჩილებელი ფენომენი
ფაველა ძალიან საინტერესო და ღარიბი ურბანული ფენომენია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს.
სააგარაკო სახლების თანამედროვე პროექტები
არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7