როგორ შევარჩიოთ ავეჯი მისაღები ოთახისთვის- საინტერესო რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან
მისაღები ოთახი ის სივრცეა, სადაც სტუმრებს ხშირად ვმასპინძლობთ ხოლმე. ამიტომ ეს ოთახი კომფორტული უნდა იყოს არა მარტო მეპატრონეებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც.
მისაღები ოთახი ის სივრცეა, სადაც სტუმრებს ხშირად ვმასპინძლობთ ხოლმე. ამიტომ სახლის მეპატრონეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ოთახი კომფორტული არა მარტო მათთვის, არამედ სტუმრებისთვისაც იქნება. კომფორტის შექმნაში კი, მთავარ როლს ავეჯი ასრულებს. ის ვიზუალურად ლამაზი და ამასთან ერთად, ფუნქციურიც უნდა იყოს. ავეჯის არჩევის დროს, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: ვიზუალი, ზომა და ხარისხი.
მისაღები ოთახი ის სივრცეა, სადაც სტუმრებს ხშირად ვმასპინძლობთ ხოლმე. ამიტომ სახლის მეპატრონეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ოთახი კომფორტული არა მარტო მათთვის, არამედ სტუმრებისთვისაც იქნება. კომფორტის შექმნაში კი, მთავარ როლს ავეჯი ასრულებს. ის ვიზუალურად ლამაზი და ამასთან ერთად, ფუნქციურიც უნდა იყოს. ავეჯის არჩევის დროს, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: ვიზუალი, ზომა და ხარისხი.
სანამ კონკრეტულად ავეჯის შეძენაზე გადახვალთ, გაიგეთ მისაღები ოთახის ზომა. პირველ რიგში ის გაზომეთ, ეს დაგეხმარებათ ეფექტურად გამოიყენოთ მთლიანი სივრცე. გაითვალისწინეთ ასევე კედელზე დასაკიდი აქსესუარების ზომებიც. თუ თქვენი პატარა მისაღები ოთახი გაქვთ, დიდი ავეჯი ზედმეტად მოგეჩვენებათ. შესაბამისად, დიდ ოთახში პატარა, თხელი სკამები და მაგიდები არაესთეტიკურად გამოიყურება. აუცილებლად გაზომეთ შემოსასვლელიც. როცა ავეჯს შეუკვეთავთ, თქვენ 100 %-ით უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ის ოთახში აუცილებლად „შემოეტევა“. ოთახის ზომის დაგეგმვის შემდეგ, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ თქვენს მისაღებ სივრცეს. ზოგიერთი ადამიანი მას იშვითად იყენებს, ზოგისთვის კი ეს ოჯახური თავშეყრის ყოველდღიურ სივრცეს წარმოადგენს. თუ თქვენ პირველი კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, შეგიძლიათ ავეჯის დელიკატური ნაწილები თავისუფლად აარჩიოთ. ის მისაღები ოთახები კი, სადაც ოჯახები ცხოვრობენ დატვირთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ბავშვებიც ჰყავთ.
ავეჯის შერჩევისას აუცილებელი ფაქტორია სახლის ინტერიერის დიზაინის გათვალისწინება. აირჩიეთ თემა თქვენი დიზაინისთვის და შეუსაბამეთ მისი მსგავსი ავეჯიც. მაგალითად, თუ ეკლექტური სტილი მოგწონთ მუქი, ხის ავეჯი და ბრჭყვიალა, პლასტიკური სკამების ტანდემი არაჩვეულებრივი იქნება. მინიმალისტურ ინტერიერის დიზაინში კი, ავეჯი ისე შეარჩიეთ, რომ განსხვავებული ზომის გამო მასზე აქცენტი არ კეთდებოდეს. თანამედროვე ავეჯისთვის დამახასიათებელია სწორი ხაზები, თეთრი ან ნეიტრალური ფერები. ხშირად იყენებენ მინის, მეტალის ან მბზინვარე შავი ლაკის ზედაპირის ავეჯს. ტრადიციული ინტერიერის ავეჯი კი ელეგანტურია და უფრო ფორმალური.
რაც შეეხება უშუალოდ ავეჯის არჩევას, ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. მისაღები ოთახების უმეტესობა მოიცავს: დივანს, სავარძელს, მაგიდასა და ყავის მაგიდას. ექსტრა ნაწილებია დამატებითი მაგიდები და ხალიჩები. მოძებნეთ მყარი ავეჯი ხის მაგარი ჩარჩოთი და ფოლადის ფუძეებით. მაღალი ხარისხის მასალა უფრო ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ, მაგრამ ისინი იაფ მატერიასთან შედარებით უფრო დიდხანს ძლებენ. აარჩიეთ აბრეშუმის შემცველი ქსოვილები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ბავშვები გყავთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბალიშების შიგთავსს. უმჯობესია, ისინი ქაფით იყოს დამზადებული და არა ბუმბულით, რადგან ეს უკანასკნელი მალე ცვდება. თქვენი მისაღები ოთახის ავეჯის თთოეული ნაწილი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ქაოსს დაემსგავსება.
ჩვენ გირჩევთ
ოთახის მცენარეები, მათი სასარგებლო თვისებები და როლი ინტერიერის დიზაინში
შემოდგომა ახლოვდება და ინტერიერის დიზაინში ცოტაოდენი სილამაზის დამატება ურიგო არ იქნებოდა. ამის ყველაზე კარგ საშუალებად კი ოთახის მცენარეები გვევლინება.
აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში
აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7