ორიგინალური და გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები, როგორც თავისუფალი სტილის გამოხატულება
თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს არ გვთავაზობს. ის შეიძლება ზედმეტად ორიგინალური და უცნაურიც კი იყოს.
თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს არ გვთავაზობს. ის შეიძლება ზედმეტად ორიგინალური და უცნაურიც კი იყოს. დღეს ზუსტად ასეთ არქიტექტურულ ნაგებობებს წარმოგიდგენთ. ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ არქიტექტურულ ნამუშევრად კანზასის საჯარო ბიბლიოთეკა ითვლება. მისი ცნობა მარტივად შეგიძლიათ: ქალაქის ცენტრში შენობის კედელი უდიდეს წიგნების თაროს მოგაგონებთ. წიგნების ყდა დამზადებულია ალუმინის ფოლგის აბრებისგან. თარო მოიცავს იმ 22 წიგნს, რომელიც კანზასელ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შერჩევაზე კანზასელებში გამოკითხვაც კი ჩატარდა. შედეგად კი აქ იხილავთ ისეთი წიგნების სათაურებს, როგორებიცაა ჯ.რ.რ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რეი ბრედბერის „451 ფარენჰეიტით“ და ასე შემდეგ. დამატებითი პარკინგისთვის „წიგნების“ უკან ავტოფარეხი 2006 წელს აშენდა. სამწუხაროდ, მისი არქიტექტორი უცნობია.

როდესაც ორიგინალურ და გამორჩეულ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ ანტონიო გაუდის და მის შემოქმედებას. გონების სახლი, ანტონიო გაუდის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გამორჩეული შედევრია. უცნაური ნაგებობა ბარსელონას პარკ გუელში მდებარეობს. დაახლოებით პარკის კარიბჭესთან, ორ თაფლისკვერის მსგავს სახლს შეხვდებით. ერთს თავზე „სოკოშხამა“ და კედელზე ჯვარისებრი ფანჯარა ამშვენებს. ზუსტად მას უწოდებენ „გონების სახლს“, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე კრეატიულ შენობაში შედის. სახლი სამი სართულისა და სხვენისგან შედგება. სახურავი შეღებილია თეთრი და ნაცრისფერი პატერნით. რაც შეეხება თავად პარკს, რომელიც ზღაპრულ ადგილს ჰგავს, გაუდის დიზაინით არის შექმნილი და ამჯერად გალერეის ფუნქცია აქვს. დიდი მოზაიკური ხვლიკი, ულამაზესი შადრევნები, ზღაპრული კიბეები, საოცარი გზები და გონების სახლი დედამიწურ ზღაპრად შეიძლება ჩაითვალოს.
ერვინ ვარმი ავსტრიელი შემოქმედია, რომელიცა 2006 წელს არქიტექტურული სასწაული შექმნა „სახლი თავდასხმის“ სახით. ეს ერთგვარი ინსტალაციაა, რომელიც მუზეუმ „მუმოკზე“ მდებარეობს. ეს უკანასკნელი ავსტრიაში ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმია, რომელიც მოიცავს მე-20 - 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების უდიდეს კოლექციას. „სახლი თავდასხმა“ ოჯახური ტიპის სახლს წარმოადგენს, რომელიც მუზეუმის ფასადს „ბომბივით“ ეცემა. ისნტალაცია 2006 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა. გამოხატვის მსგავსი სწრაფი და სუფთა სტრუქტურა არქიტექტორებისთვისაა განკუთვნილი. ვარმი ამ ინსტალაციით მის კოლეგებს ურჩევს, რომ ისინი „ნორმალურობის“ ლიმიტებს გაცდნენ. „სახლი თავდასხმა“ გამოიყურება ისე, თითქოს ვიღაცამ მუზეუმის შენობას სახლი მართლა ესროლა.
კიდევ ერთი საინტერესო შენობა გვხდება ჩინეთის ქალაქ ჰაუნანში. ძალიან ლამაზი და უცნაური ნაგებობ - პიანინოს სახლი. ამ არაჩვეულებრივი სტრუქტურის დიზაინი ეკუთვნის, ჰუაინანის ქალაქის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს, ჰეფეის. შენობას აქვს ლიფტი, საქორწილო და სხვა ივენთებისთვის განკუთვნილი ადგილები და ასე შემდეგ. უამრავი ადგილობრივი ადამიანი და ტურისტი მოდის ამ შენობის სანახავად. ეს პიანინო და ვიოლინო, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ინსტრუმენტებია. ჩინეთში ეს შენობა ყველაზე რომანტიკულ შენობად არის დასახელებული.
ჩვენ გირჩევთ
აკვაპარკები-ორიგინალური არქიტექტურითა და დიზაინით გამორჩეული გასართობი სივრცეები
აკვაპარკი, იგივე წყლის პარკი, გასართობი ადგილია, რომელიც მოიცავს წყალთან დაკავშირებულ სათამაშო ინფრასტრუქტურას.
ახალი, მასიური „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად გაიხსნა
12 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე „LEGO სახლი“ დანიაში ოფიციალურად 28 სექტემბერს გაიხსნა. მეორენაირად „აგურის სახლად“ წოდებული შენობა ბილუნდში მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც LEGO-ს აგური გამოიგონეს.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7