არქიტექტურა

სააგარაკო სახლების თანამედროვე პროექტები

არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება.

2091

არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება. სუფთა ჰაერის სუნთქვა, ბუნებაში დასვენება და ქალაქისგან გაქცევა წელიწადის ნებისმიერ დროს ხდება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თანამედროვე სააგარაკო სახლებზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. თუ თქვენ ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთს ფლობთ, ან სახლის აშენებას აპირებთ მაშინ, გირჩევთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ თამაედროვე სახლების პროექტებს გაეცნოთ.

არაფერია მყუდრო და ლამაზ გარემოში დასვენებაზე უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ, სუფთა და მწვანე გარემოში გიწევს დროის გატარება. სუფთა ჰაერის სუნთქვა, ბუნებაში დასვენება და ქალაქისგან გაქცევა წელიწადის ნებისმიერ დროს ხდება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თანამედროვე სააგარაკო სახლებზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. თუ თქვენ ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთს ფლობთ, ან სახლის აშენებას აპირებთ მაშინ, გირჩევთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ თამაედროვე სახლების პროექტებს გაეცნოთ.

სანამ აგარაკის პროექტს შეარჩევთ აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რამდენად ხშირად და რა პერიოდში აპირებთ სახლში სტუმრობას. უნდა იცოდეთ მხოლოდ ზაფხულის სეზონში გამოიყენებთ სახლს, თუ ზამთარშიც აქტიურად მოიუნახულებთ? მარტო აპირებთ სახლში დარჩენას თუ თქვენ მრავალრიცხოვან ოჯახთან, ან სამეგობროსთან ერთად? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ უნდა შეირჩეს სახლის ზომები და მატერიები, რომლისგანაც მას ააშენებთ.

მშენებლობის დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა, სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ აშენებული სახლი თქვენს გემოვნებასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს, რათა კომფორტული გარემო შეიქმნას.

დღეს, სააგარაკო სახლების დაპროექტები - დიზაინის და საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მიუხედავად იმისა, აპირებთ თუ არა პატარა საზაფხულო სახლის აშენებას, თუ მყარი საცხოვრებლის, რომელსაც ყველა სეზონზე მოინახულებთ, ყველაშემთხვევაში აუცილებელია ლანდშაფტისა და ნიადაგის ტიპის თავისებურებების გათვალისწინება, რაზეც ძირითადად იქნება დამოკიდებული ფუნდამენტის არჩევაც.

ტრადიციულ სახლებთან ერთად, სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება თამაედროვე პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებენ პრაქტიკულობას და კომფორტს. თუ ასეთი სახლის აშენება გსურთ აუცილებელია ინდივიდუალური პროექტის დაკვეთა, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მეტ რესურს, ფინანსებს და დროს მოითხოვს. იდეალური იქნება ისეთი პროექტის არჩევა, რომელიც არამხოლოდ კომფორტსა და პრაქტიკულობაზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ ბუნებასთან და ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმასაც გულისხმობს. რაც შეეხება მშენებლობისთვის საჭირო მატერიებს, თანამედროვე მშენებლობის ბაზარი გვთავაზობს მატერიების არც თუ ისე მცირე ასორტიმენტს. სააგარაკო სახლების მშენებლობისას ყველაზე მეტად გამოიყენება: ხე, ქვა ან აგური, პენობლოკი და სხვ.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ვერნაკულარული არქიტექტურა, ანუ რელიეფით განპირობებული ესთეტიკური ნაგებობები

არქიტექტურა აღნიშნავს დიზაინის, გეგმარებისა და იდეების განხორციელების როგორც შედეგს, ასევე პროცესს. პროცესი და შედეგი კი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ადამიანიდან ადამიანს...

1334
ნახე მეტი
არქიტექტურა

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე საბავშვო ბაღების არქიტექტურა?

საბავშვო ბაღების არქიტექტურისა და მასთან ერთად, დიზაინის შემუშავება, არც თუ ისე მარტივი საქმეა. დღევანდელი დღის გათვალისწინებით, უამრავი საბავშვო ბაღი ისეთ შენობაშია აგებული, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის სტანდარტულ პროექტებს შეესაბამება.

1314
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575