ორსართულიანი საწოლები - ოპტიმალური და პრაქტიკული გადაწყვეტილება საძინებლის დიზაინში
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკულიდა ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკული და ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ სტატიით გაიგებთ, თუ როგორ გამოიყურება ეს თანამედროვე ავეჯი და როგორ უნდა შეარჩიოთ ის.
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკული და ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ სტატიით გაიგებთ, თუ როგორ გამოიყურება ეს თანამედროვე ავეჯი და როგორ უნდა შეარჩიოთ ის.
აი, როგორია ორსართულიანი საწოლი: ის უნდა იყოს დამზადებული მაღალხარისხოვანი მასალისგან, რომელიც ბუნებრივი და ხანგრძლივი იქნება. ასევე უნდა მოჰყვებოდეს სერტიფიკატი, რომელშიც მითითებულია არა მარტო ტექნოლოგიური მახასიათებლები, არამედ რა წონისა და სიმაღლის ბავშვისთვისაა განკუთვნილი. მოდელი უნდა იყოს პრაქტიკული, კომფორტული, შეესაბამებოდეს ერგონომიკის წესებს (ორთოპედიაზე პასუხისმგებელი არა მარტო საწოლის კარკასი, არამედ ლეიბებიც იქნება). საწოლი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ მაღაზიაში ის აუცილებლად შეამოწმეთ. შეეკითხეთ აზრი თქვენს შვილებსაც. უსაფრთხოების მხრივ, საწოლის ზედა ნაწილს დამცავი ბამპერები უნდა ჰქონდეს დამონტაჟებული.
წარმოების მიხედვით, ორსართულიანი საწოლის რამდენიმე დიზაინი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური მოდელია, სადაც დასაძინებელი ადგილები ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს. ეს უნივერსალური მოდიფიკაციაა, რომელიც შესაძლებელია ვარირებდეს სიგრძესა და სიგანეში, ფერთა გამასა და დეკორატიულ ელემენტებში. თავად საწოლის შესრულების პრინციპი კი უცვლელი რჩება. ტრადიციული ორსართულიანი საწოლის უნივერსალური ვარიანტი მისი თეთრად შეღებვაა. თეთრი საწოლი ისეთი ოთახისთვის არის არაჩვეულებრივი, სადაც აქცენტი ავეჯზე კეთდება.
საბავშვო ოთახში, სადაც ორი ბავშვი იმყოფება, ხშირად საძინებელი ზონის ორგანიზაცია და შესანახი უჯრებისა თუ კარადების განთავსება ვერ ხერხდება. საშუალო ზომის ოთახებში იშვიათად თუ შეხვდებით დიდი ზომის კარადებსა და უჯრებს. ამიტომ, თუ ორსართულიანი საწოლის შეძენას გადაწყვეტთ, იყიდეთ ისეთი, რომელსაც ქვედა ნაწილზე შესანახი უჯრა ექნება. ეს უკანასკნელნი შეიძლება განთავსდეს საწოლის დამაკავშირებელი კიბეების ქვემოდანაც.
არსებობს ისეთი ორსართულიანი საწოლები, რომელთა ქვედა დონეც ორმაგ საწოლს მოიცავს, ზედა დონე კი - ერთმაგს. მსგავსი მოდელი არც ისე კომპაქტურია, რადგან ის დიდ სივრცეს საჭიროებს, მაგრამ, კონკრეტული ოჯახებისთვის, ის შეიძლება ოპტიმალურიც იყოს.
ორსართულიან საწოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს ფეხები, თუ ქვედა იარუსზე პატარა ბავშვი წევს. ის ვერსად ვერ გადავარდება. მაგრამ, თუ აქ დიდი ადამიანი ისვენებს, მისთვის აუცილებელია, რომ იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ხშირად საწოლები დამზადებულია მასიური ხისგან ან MDF-გან. ზოგი მათგანი კი მეტალის ელემენტებსაც შეიცავს. მოსვენებისა და ძილისთვის, პრივატული ზონის შესაქმნელად, საწოლის ორივე დონეზე ფარდებსაც კიდებენ ხოლმე.
საბოლოო ჯამში, ორსართულიანი საწოლები გადასარევია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2 ბავშვი ჰყავთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ზედა და ქვედა დონე ერთმანეთისგან გამოყოთ და შვილებს ინდივიდუალური სივრცე შეუქმნათ.
ჩვენ გირჩევთ
ძვირადღირებული ხის სახლები, როგორც ყველაზე მყუდრო და მდიდრული საცხოვრებელი გარემო
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ზამთრის კურორტებზე დასვენება სამეფო, არისტოკრატულ საქმიანობად ითვლებოდა.
პატარა სამზარეულოს მოწყობისას გასათვალისწინებელი რჩევები
ჩვენი სახლი პირველ რიგში ფიზიკური თავშესაფარია. საცხოვრებელი ფუნქციების დაკმაყოფილება - ეს საცხოვრებლის პირველი და შეუცვლელი ფუნქციაა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7