როგორ მოვაწყოთ თანამედროვე მისაღები ოთახი? ახალი ტრენდები ინტერიერის დიზაინში...
სახლის ცხოვრება და ესთეტიკა დიდ წილადაა დამოკიდებული, ჩვენს შეხედულებებსა და ცხოვრების სტილზე. ინტერიერის დიზაინერები ჩამოყალიბდნენ რამდენიმე რჩევაზე...
მწერალი ალან დე ბოტონი, თავის წიგნში არქიტექტურაზე, ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა როლი აქვს გარემოსა და მის განწყობას ადამიანის შინაგან სამყაროზე. არაა გასაკვირი, რომ მისი ნაშრომი სახლის გარჩევით იწყება: იმ დღის აღწერით, რომლითაც სახლი და ოთახები ადამიანების გარეშე ცხოვრობენ. ამით, მწერალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არ არსებობს სივრცე ადამიანის გარეშე, ანუ თქვენი ოთახი არ არსებობს თქვენს გარეშე. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ძალიან ზოგადია და ჯადოქრობასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ის მაინც მნიშვნელოვანი აზრის მატარებელია: არა მხოლოდ თქვენ ცხოვრობთ სახლში, არამედ სახლის ცხოვრება და ესთეტიკა დიდ წილადაა დამოკიდებული თქვენს შეხედულებებსა და ცხოვრების სტილზე. ალბათ, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ამდენს საკუთარი ბინის ყიდვაზე, მეზობლის ახალ რემონტზე, ტიხრების გადაკეთებასა და ამოშენებაზე: უბრალოდ გვინდა სივრცეში თავი გამოვხატოთ და ეს სხვებსაც დავანახოთ.
წყარო: aTng
ყველაზე დიდ დროს მისაღებ ოთახში ვატარებთ და ყველაზე მეტი სტუმარიც ამ საერთო ოთახში ხვდება. მისაღებია ყველაზე მრავალფუნქციურიც და ყველაზე მყუდროც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მის მოწყობაზე ყველაზე მეტს ვფიქრობთ. ინტერიერის დიზაინერები ჩამოყალიბდნენ რამდენიმე რჩევაზე, რაც დაგეხმარებათ მისაღებ ოთახს თანამედროვე, მყუდრო და კომფორტული იერი შესძინოთ.წყარო: Evermotion
განსაზღვრეთ საკუთარი სტილი
პირველი რჩევაა, შეიტანოთ რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალიზმი საკუთარ საცხოვრებელში. მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოახერხებთ ამას: რამდენიმე სტილის აღრევასა და ცოტაოდენ ეკლექტიკასაც კი შეგიძლიათ მიმართოთ. მთავარია სტილი ავთენტური იყოს და ფოკუსი თქვენს გემოვნებაზე გაკეთდეს. შეგიძლიათ ყურადღების ცენტრში 2-3 ინდივიდუალური მიმდინარეობა მოაქციოთ, ან შეხედოთ დეკორს, როგორც საკუთარი თავის გამოხატვის სიმბოლოს. ორიგინალური იქნება ერთ, რომელიმე წამყვან სტილში თქვენეული დეკორის ან ფერის აქცენტების შექმნა.წყარო: Ellie Lillstrom
ორგანული დეკორი
თანამედროვე არქიტექტურა ცდილობს ბუნება სივრცეში შემოიტანოს: ასე გარემო ბევრად მშვიდი, გაწონასწორებული და მყუდროა. ეს ტრენდი ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ასე რომ, ეცადეთ პლასტმასისა და სხვა არაორგანული დეკორატიული ნივთების განთავსებისგან თავი შეიკავოთ. სანაცვლოდ, შეგიძლიათ მისაღები მცენარეებით, მწვანე კედლით, ხის დაბალი მაგიდითა და ქვის ელემენტებით გააცოცხლოთ. ალბათ, აქვე შეიძლება ვახსენოთ რესტავრირებული ან ძველი ავეჯის გამოყენების ტრენდი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში. ასე რომ, თუ ძველი ავეჯი შემონახული გაქვთ, მათი ნაწილის გამოყენება თანამედროვე, სკანდინავიური ან მინიმალისტური სტილის ინტერიერშიც შეგიძლიათ. ორგანული ელემენტები გარემოს მეტ სიმყუდროვეს და ბუნებრივობას შემატებს.წყარო: Ellie Lillstrom
ვარდისფერი და ცისფერი
თუ ქვესათაურის წაკითხვის შემდეგ გონებაში ჟურნალში ნანახი საბავშვო ოთახების კატალოგი გაგახსენდათ, ინტერიერის დიზაინს ძალიან ჩამორჩით და ბოლოს კატალოგი ხელში 20 წლის წინ გეჭირათ. ეს ძალიან ტრადიციული ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინერებმა დახვეწეს და შედეგად, ამ ტონალობებმაც ჩვენს მისაღებებში გადმოინაცვლა. მუქი, ჭუჭყიანი ვარდისფერი და ასეთივე ტონალობის ცისფერი სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებში. გარდა ამისა, Pantone-მა 2016 წლის ფერებად „კვარცის ვარდისფერი“ და ცისფერი (Serenity) დაასახელა. ესეც არ იყოს, მისაღებში ძალიან უჩვეულო გარემოს ქმნის თითქოს მიამიტური, მაგრამ ძალიან გამოცდილი ფერთა შეთანხმება.წყარო: West Elm

ჩვენ გირჩევთ
როგორ შევარჩიოთ ტექსტურა და პატერნი ჩვენი ინტერიერისთვის?
დიზაინი დეტალებისგან შედგება. მნიშვნელობა არ აქვს მის ტიპს: ტექნიკის, ავეჯისა თუ მოცულობის დიზაინში ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია...
თანამედროვე და მინიმალისტური ნაცრისფერი დიზაინი მცირე ზომის სახლში
თანამედროვე დიზაინი, ფერთა გამის ნეიტრალური არჩევანი და მინიმალისტური გარემო - აი, როგორ შეიძლება მოაწყოთ თქვენი მცირე ზომის სახლი და აქციოთ ის მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილად.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7