ოთახის მცენარეები, მათი სასარგებლო თვისებები და როლი ინტერიერის დიზაინში
შემოდგომა ახლოვდება და ინტერიერის დიზაინში ცოტაოდენი სილამაზის დამატება ურიგო არ იქნებოდა. ამის ყველაზე კარგ საშუალებად კი ოთახის მცენარეები გვევლინება.
შემოდგომა ახლოვდება და ინტერიერის დიზაინში ცოტაოდენი სილამაზის დამატება ურიგო არ იქნებოდა. ამის ყველაზე კარგ საშუალებად კი ოთახის მცენარეები გვევლინება. დეკორატიული სილამაზის გარდა, მათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანაც შეუძლიათ. თუ მათ სწორად შევარჩევთ, მათი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ამის გარდა, მცენარეებს შეუძლიათ ყველაზე ერთფეროვანი სივრცეც კი გამოაცოცხლონ. რატომ არის ოთახის მცენარეები ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ ისინი ნახშირორჟანგს შეიწოვენ და ჟანგბადს გამოიმუშავებენ. ოთახის მცენარეები განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოვრება რურალურ პირობებში უწევთ - იქ სადაც გამონაბოლქვისა და ტოქსინების დონე მაღალია. ამ მცენარეთა ბევრი სახეობა კი გამოყოფს ფიტონციდს - ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიებს კლავს. ასევე შეგიძლიათ თქვენს სახლში სამკურნალო მცენარეებიც გაზარდოთ, რომლებსაც ჭრილობების, დამწვრობის, გაცივების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენებთ.

რომელი მცენარე უნდა იყოლიოთ სახლში აუცილებლად? საკუთარ ბინაში ცოცხალი კუთხის შესაქმნელად, ისეთი მცენარეები უნდა აარჩიოთ, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებები აქვთ, მაგალითად, ქლოროფიტუმი. ის საზიანო ნივთიერებებს 80 %-ით ანადგურებს და ჰაერს წმენდს. განსაკუთრებით ებრძვის სოკოსა და დაავადების მომტან ბაქტერიებს. ალოეს მცენარეს კი მეორენაირად სახლის ექიმიც კი შეიძლება ვუწოდოთ. ის შველის გაციებასა და თავის ტკივილს. მისგან მიღებული წვენი კი ეფექტურია ბრონქების, გასტრიტის, ანგინის, სტომატიტის და სხვა მრავალი დაავადების დროს.
აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რომელი მცენარე რომელ ოთახში უნდა დავდგათ. მაგალითად, პიტნა რეკომენდებულია სასადილო ოთახში მოათავსოთ. ის ასტიმულირებს და აუმჯობესებს მონელებას. პიტნის ფოთლები კი არაჩვეულებრივი დანამატია ბევრი კერძისთვის. სენპოლია, იგივე უზამბარული ია, ოთახში ჰაერს გაზისგან ასუფთავებს და ატენიანებს, რაც სამზარეულოსთვის აუცილებელი პირობაა. ჰაერის გასასუფთავებლად ასევე არაჩვეულებრივი ვარიანტი სცინდაპსუსია - უპრეტენზიო მცენარე, რომელსაც არც ტემპერატურის ცვლილებების ეშინია და არც ორპირის. თუკი ინტერიერის გალამაზება გსურთ, ლიმონი ან მინიატურული წიწაკა აირჩიეთ.
საბავშვო ოთახისთვის კი ისეთი მცენარეები გამოიყენეთ, რომლებიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. ასეთი შეიძლება სხვადასხვა სახის ციტრუსი იყოს: ლიმონი, ფორთოხალი და ასე შემდეგ. ციტრუსის ფოთლებს არანაკლები სასარგებლო თვისებები აქვს, ვიდრე ხილს. ის ეთერზეთები, რომლებსაც ის შეიცავს, ბავშვებს ამშვიდებს, უხსნის დაღლილობას და მათ ჯანსაღი ძილით უზრუნველყოფს. ჰიპეასტრუმის ყვავილი კი კლავს ბაქტერიებს. მათი სილამაზე კი ბავშვის კრეატიულ უნარზე დადებითად აისახება. საბავშვო ოთახში არ დადგათ: კაქტუსი, დიფენბახია, ბენჟამინის ფიკუსი და ფილოდენდრონი - ისინი შეიძლება თქვენი ბავშვისთვის ალერგიული აღმოჩნდეს.
საძინებელი ოთახისთვის არაჩვეულებრივი არჩევანი იქნებოდა მირტი ან ევკალიფტი. ამ მცენარეების ფოთლები ისეთ ნივთიერებას გამოიმუშავებს, რომელიც ბრონქების სპაზმს ხსნის და სუნთქვას აუმჯობესე
ჩვენ გირჩევთ
რა დატვირთვა აქვს ფერს, ფორმას და პატერნს დიზაინში?
მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი 7 ელემენტისგან შედგება. ესენია: სივრცე, ხაზი, ფორმა, განათება, ფერი, ტექსტურა და მოხატულობა, იგივე პატერნი.
ორსართულიანი საწოლები - ოპტიმალური და პრაქტიკული გადაწყვეტილება საძინებლის დიზაინში
თუ ორი ან მეტი ბავშვი გყავთ, ხოლო საბავშვო ოთახი მხოლოდ ერთია და ისიც პატარა ფართის, მაშინ თქვენთვის ორსართულიანი საწოლი ოპტიმალური, პრაქტიკულიდა ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ჩატვირთვა
კონტაქტი
ოფისი:
ბამბის რიგი 7