ცხოვრების სტილი

ოთხი პოპულარული და საინტერესო ჰობი, რომელიც ადამიანზე დადებითად აისახება

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება.

3454

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მინიჭება საკუთარი თავისთვის თავადვე შეგვიძლია და ეს, არც ისე რთულია. ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და ჩვენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის, დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს. დღეს ჩვენ ოთხ საინტერესო და პოპულარულ ჰობის განვიხილავთ.

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად ესაჭიროება განტვირთვა, ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მინიჭება საკუთარი თავისთვის თავადვე შეგვიძლია და ეს, არც ისე რთულია. ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და ჩვენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. როგორც სხეულის სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და განტვირთვა, ასევე აუცილებელია ტვინისთვის, დასვენება და ყურადღების სასიამოვნო რამეზე გადატანა. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰობით არიან დაკავებულნი, ნაკლებად განიცდიან აღელვებას, მრისხანებას, დეპრესიას და სხვა უარყოფით გრძნობებს. დღეს ჩვენ ოთხ საინტერესო და პოპულარულ ჰობის განვიხილავთ.

წყარო: shutterstock.com
წყარო: shutterstock.com

ფოტოგრაფია ის პოპულარული ჰობია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის გვანიჭებს სამყაროს აღქმის ახალ შესაძლებლობებს და ყოველი განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას. ბევრი ადამიანისთვის ეს არის თვითგამოხატვისა და ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ფოტოგრაფიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაკავდეს ამ საინტერესო ჰობით. თქვენი გადაღებული ფოტოები დაგაკავშირებთ წარსულთან, ძველ ემოციებთან და სასიამოვნო მოგონებებთან, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაკავდეთ ფოტოგრაფიით ნამდვილად არ ინანებთ, იქნებით მუდმივ ძიებაში და ყოველთვის დაიჭერთ იმ წამს, რომელსაც თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: www.shutterstock.com
წყარო: www.shutterstock.com

ხატვა, პირველ რიგში საკუთარი თავის, თქვენი გრძნობების, ფიქრების, განცდების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და ის მოზრდილებს ისევე გვჭირდება, როგორც ბავშვებს. გახსოვდეთ, რომ ხატვის დროს თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ დამშვიდებას, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური სტრესისა და დაძაბულობის მოხსნას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხატვისას ვითარდება ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარსფერო, ასევე კონცენტრაციის და მოტორული უნარები. იწვრთნება თქვენი ხელები და თვალები. ხატვა, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ხელს უწყობს მათი ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. ასევე ანვითარებს მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების უნარებს. ასე, რომ თუ ბავშვები გყავთ არასდროს დაუშალოთ მათ ხატვა. ეცადეთ მათთან ერთად ამ საქმით ხშირად დაკავდეს.

წყარო: www.shutterstock.com
წყარო: www.shutterstock.com

კიდევ ერთი საინტერესო ჰობი მცენარეების მოვლაა. იცოდით, რომ ისინი ადამიანს აბედნიერებენ? კვლევებით დასტურდება, რომ მცენარეების გავლენით ადამიანი ებრძვის სტრესს, დაძაბულობასა და შფოთვას. მცენარეებით სავსე გარემო ზრდის სიმშვიდის, სტაბილურობისა და ოპტიმიზმის შეგრძნებას. მატებს ადამიანს თვითრწმენასა და საკუთარი თავის სიყვარულს, რაც საერთო ჯამში მას აბედნიერებს. ასე, რომ ნუ მოერიდებით სახლში სხვადასხვა ქოთნის მცენარის გაზრდას. მაქსიმალურად აითვისეთ ცარიელი ადგილები, გააფორმეთ აივნები, მოაჯირები. ეს გაალამაზებს და საოცრად დადებითი მუხტით აავსებს თქვენს საცხოვრებელ გარემოს. ცოცხალ არსებაზე ზრუნვა ყოველთვის ეხმარება ადამიანს დეპრესიის დაძლევაში და შემეცნებითი ფუნქციის განვითარებაში. ისინი, ხომ სხვა ბევრ კეთილ საქმესთან ერთად აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას და მიზანსწრაფულობას.

წყარო: mudsweat-tears.com
წყარო: mudsweat-tears.com

როგორც უამრავმა კვლევამ აჩვენა ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანზე, მის ფიზიკურ და მენტალურ მხარეზე. თუ თქვენ ყოველდღიურობისგან გადაღლილი ბრძანდებით, მაშინ დროა დაკავდეთ ისეთი ხელობით, რომელიც მოგანიჭებთ ბედნიერებას და დადებითად აისახება თქვენზე. მეცნიერები ადასტურებენ, რომ ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხეზე და თიხაზე მუშაობა ადამიანის ტვინს ეხმარება გამოჰყოს ჰორმონი დოპამინი, რაც თქვენს ხასიათს აუმჯობესებს და სიმშვიდეს ჰგვრის. განვითარებულ ქვეყნებში კარგად დანერგილი პრაქტიკაა ქსოვის და თიხის თერაპია. უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ხელსაქმითაა დაკავებული აღიარებს, რომ მათი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ამ ხელობების შესწავლა დაიწყეს. ისინი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ და ეს ყველაფერი, სწორედ საყვარელი საქმიანობის პოვნამ განაპირობა.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

ჩვენს გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებები და მათი დადებითი გავლენა ადამიანზე

დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ სასიამოვნო ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს, როგორც ჩვენ გუნება განწყობაზე, ისე მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

1475
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

#იჩქარესახლში იქ, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, ზრუნავენ

სივრცე, სადაც სიმყუდროვეა, სიყვარული, უსაფრთხოება; ადგილი, სადაც გელოდებიან, სჯერათ, უყვარხართ, გპატიობენ და ზრუნავენ; სადაც შენი შინაგანი სამყარო სცდება სხეულის საზღვრებს - ეს შენი სახლია.

3117
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ბამბის რიგი 7

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575